დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111221029, 21/12/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.024.016134 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2011 - 20/01/2012)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2679
2011 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თობაზე
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი სანებართვო მოწმობების ფორმები დანართების №1 და №2 შესაბამისად;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი სანებართვო მოწმობების ფორმები დანართების №3 და №4 შესაბამისად;
გ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმა დანართის №5 შესაბამისად.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2005 წლის 9 დეკემბერის №5 ბრძანება „საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ფორმების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. მატკავა
დანართი №1
ნებართვის მე-2 გვერდი
დანართი №2
ნებართვის მე-2 გვერდი
დანართი № 3
ნებართვის მე-2 გვერდი
დანართი № 4
ნებართვის მე-2 გვერდი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები