საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016221
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
154
15/12/2011
ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011
010240030.22.027.016221
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (16/12/2011 - 01/03/2012)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 154

2011 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლისა დასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის 541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18 აგვისტოს 152 ბრძანებასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომშისამინისტრო) ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს.

მუხლი 2

მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.

მუხლი 3

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) სტაჟირებასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი საქმიანობა;

) სტაჟიორიპირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;

) კანდიდატიპირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.

მუხლი 4

სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.

მუხლი 5

სტაჟიორთა რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომშიმინისტრი).

თავი II

სტაჟირების კომისია

მუხლი 6

სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომშიკომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

მუხლი 7

1. კომისია შედგება თავმჯდომარის და რამდენიმე წევრისაგან.

2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ როგორც სამინისტროს თანამშრომლები, მათ შორის, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მუხლი 8

1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.

5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

თავი III

სამდივნო და კონკურსი

მუხლი 9

1.სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სტაჟიორის მიღება შეიძლება მიმდინარე კონკურსის გავლის გარეშე, თუ კანდიდატს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მონაწილეობა მიღებული აქვს სხვა კონკურსებში .

მუხლი 10

1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი აპლიკაციების გადარჩევა, მეორე წერილობითი (ტესტირება ზოგად უნარებში და თეორიულ ცოდნაში), ხოლო მესამეზეპირი (გასაუბრება) ფორმით.

2. კონკურსის თემატიკას, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების გათვალისწინებით და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერს ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 11

1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომშისამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.

3. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს CV ან აპლიკაცია (დანართი 1), ხოლო მესამე ეტაპისათვის სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს:

ა) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;

გ) რეკომენდაცია.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 12

1. კონკურსს აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;

) კონკურსის თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობებს;

) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;

) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ.

3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.

4. კონკურსის ჩატარების დროს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს მინისტრი.

5. მეორე ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს 10 დღისა, ხოლო მესამე ეტაპი მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

6. ტესტირების პროცესის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს კომისია.

მუხლი 13

1. კონკურსის მეორე ეტაპზე (ტესტირება ) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის პირველ ეტაპს.

2. კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრების) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს მეორე ეტაპს (ვერ გადალახავს გამსვლელი სატესტო ქულების ბარიერს).

მუხლი 14

სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც.

მუხლი 15

კომისია ტესტირების თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს სტაჟიორობის კანდიდატს ტესტირების შედეგებს.

მუხლი 16

ტესტირების შედეგების გამოქვეყნებიდან 1 კვირის ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.

მუხლი 17

სტაჟიორობის კანდიდატის მოტივაციის, პიროვნული /პროფესიული უნარ-ჩვევებისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.

მუხლი 18

გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს მეორე ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.

მუხლი 19

1. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა იუსტიციის სამინისტროში სტაჟიორად დასანიშნად.

2. კითხვები შეიძლება დაისვას განსაზღვრული თანმიმდევრობით, შესაძლებელია დამატებითი კითხვების დასმაც განსაზღვრული საკითხების ირგვლივ, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ გაცემულ პასუხებზე.

3. თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი.

4. კომისიის წევრები, გარდა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლისა, გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატთა შეფასების ფორმას პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით (დანართი 2).

5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი გასაუბრებისას ავსებს კანდიდატთა შეფასების ფორმას პიროვნული უნარ -ჩვევების მიხედვით (დანართი 3).

6. როდესაც ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ცხადდება კონკურსი, მაშინ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომელი ავსებს ასევე პროფესიული უნარების ფორმას.

7. კომისიის წევრების მიერ ინდივიდუალურად მითითებულ კანდიდატთა შეფასების ქულები ჯამდება კანდიდატთა შეფასების ჯამურ ფორმაში (დანართი 4).

მუხლი 20

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.

2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.

3. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრს (შემდგომშიმინისტრს) წარუდგენს იმ სტაჟიორობის კანდიდატთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის სამივე ეტაპი.

4. მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ წარდგენილი სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს, ნიშნავს სტაჟიორებად სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში.

5. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი.

მუხლი 21

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან კომისიის მიერ დასანიშნად წარდგენილი არ იქნა არც ერთი კანდიდატურა.

 

თავი IV

სტაჟირების ვადა

მუხლი 22

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.

2. სტაჟირების გაგრძელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასებები.

3. სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.

მუხლი 23

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

) პირადი განცხადება;

) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილას გამოუცხადებლობა;

) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.

2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის“-„ქვეუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სტაჟიორს გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-თვიანი სტაჟირება, ჰქონდეს დადებითი შეფასება ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნებს.

თავი V

სამინისტროს მოვალეობები

მუხლი 24

1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების, აგრეთვე სტაჟიორის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ღონისძიებების გამოყენების თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესისა და ნორმების შესაბამისად.

მუხლი 25

1. სტაჟირების ხელმძღვანელი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით სტაჟიორს განუსაზღვრავს სამუშაოს აღწერილობას.

2. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს მას შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.

3. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.

4. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან სამ თვეში ერთხელ მიაწოდოს სტაჟიორთა შეფასება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს (დანართი 5).

მუხლი 26

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

თავი VI

სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

მუხლი 27

სტაჟიორს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით:

) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.

მუხლი 28

 სტაჟიორი ვალდებულია:

) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამისის სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ;

) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებთან.

მუხლი 29

1. სტაჟიორი ვალდებულია სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით.

2. ხელწერილი სამინისტროს დებულების და შინაგანაწესის, ასევე ამ წესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი 6).

მუხლი 30

სტაჟირების ხელმძღვანელის ან კომისიის თავმჯდომარის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

თავი VII

სტაჟიორთა მიერ სტაჟირების პერიოდში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შემოწმება

მუხლი 31

1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ კომისია გონივრულ ვადაში ახდენს სტაჟიორთა შეფასებას გასაუბრების ან/და პროფესიული ტესტირების საფუძველზე. გასაუბრებისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს სტაჟიორის შეფასებები ხელმძღვანელის მხრიდან.

2. გასაუბრებას შეიძლება დაესწროს სტაჟირების ხელმძღვანელი.

3. გასაუბრების შედეგად კომისია დადებითად ან უარყოფითად აფასებს სტაჟირების შედეგებს.

4. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.