დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016259 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №43
2012 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011წ.) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სტაჟირება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე საქმიანობა;“.
2. მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტია.
მუხლი 5
სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობას ყოველწლიურად, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“.
3. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 1 თვიდან 1 წლამდე.
2. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასებები.
3. ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები