დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნების (საქონლის) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31.09.1265 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 11/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111114039, 15/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.37.101.016083 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/11/2011 - 30/12/2014)
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №31.09 .126 5
2011 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნების (საქონლის) განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის 1536 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილისა და ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ფ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ქ. თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნები (საქონ ელი) წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.
2. ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) განკარგვა ხდება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
3. ჩამორთმეული სამართალდარღვევის საგნები (საქონელი) ექვემდებარება ქ. თბილისის ტერიტორიაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთათვის უსასყიდლო და პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემას.
4. საგნების (საქონლის) გადაცემა ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენელი და ქონების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები