სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-51/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/11/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111110010, 10/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01-51/ნ
09/11/2011
ვებგვერდი, 111110010, 10/11/2011
470230000.22.035.016097
სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/11/2011 - 30/12/2011)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01- 51/ნ

2011 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის 631 მუხლის მე-4 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ურუშაძე

 

სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესი

    მუხლი1. ზოგადი ნაწილი

 1. შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების მიზანია კონტროლის პროცედურების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების, რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შერჩევითი კონტროლი.

 2. შერჩევითი კონტროლი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება.

 3. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

4. შერჩევითი კონტროლის განხორციელების შესახებ სააგენტო გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტ . სააგენტო, შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას, ვალდებულია მომსახურების განმახორციელებელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5. სააგენტო, შერჩევითი შემოწმების (კონტროლის) განხორციელებისას, ადგენს სერვისის მიმწოდებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

6. მას შემდეგ, რაც შერჩევითი შემოწმების დროს სააგენტო დაადგენს სერვისის მწარმოებლის მიერ სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი პირობების შესაბამისობას კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ფორმდება შესაბამისი შემოწმების აქტი. რომელიც შეიტანება სააგენტოს მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

7. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აუცილებელი წესით უნდა იქნს მითითებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც შემოწმებისას აღმოაჩენს სააგენტო. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შერჩევითი კონტროლის საფუძველს შემდგომი გადამოწმებისათვის.

8. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, ასევე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. სერვისის მიმწოდებლისათვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს სალიცენზიო/ს ანებართვო/ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შესრულება.

    მუხლი 2. შერჩევითი კონტროლის კრიტერიუმები:

1. სააგენტო შერჩევით კონტროლს ახორციელებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

2. შერჩევით კონტროლს ექვემდებარება სერვისის მიმწოდებელი თუ :

) არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებ ს ან ხარისხთან მიმართებაში სერიოზული რისკის არსებობასთან დაკავშირებით;

) ის წარმოადგენს ფილიალს ;

) საქმიანობის განმახორციელებელმა შეიცვალა მისამართი;

დ) შერჩევითი კონტროლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზის წინა წლის შედეგებით აღმოჩენილი იყო დარღვევები ;

ე) სააგენტოს მიერ საქმიანობის წარმოების დარღვევის აღმოსაფხვრელად მიცემული გონივრული ვადა ამოიწურა ;

ვ) წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია, ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ანგარიში ;

ზ) ანგარიშგებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სალიცენზიო/სანებართვო პირობებს ან ბადებს საფუძვლიან ეჭვს.