დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის N01-51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-77/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016120 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-77/ნ
2011 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №01-51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 9 ნოემბრის №01-51/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 111110010, 10/11/2011) დამტკიცებული ,,სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შერჩევითი კონტროლის განხორციელების წესის“ პირველი მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დებულების დამტკიცებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი.გიორგობიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები