დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111108011, 11/11/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120020.35.153.016078 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/11/2011 - 05/12/2011)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2011 წლის 7 ნოემბერი
ქ. მცხეთა
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 23 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1),
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ . ატაშვილი
დანართი №1
ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადეგნილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით
| № | ზონა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში ) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა -ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
| 1 | I ზონა | მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ 50მ. რადიუსით | 1.0 |
| 2 | II ზონა | ქ. მცხეთა სოფ. საგურამო | 0.7 |
| 3 | III ზონა | მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები | 0.1 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები