დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონებისა და ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330120020.35.153.016126 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №41
2012 წლის 24 აგვისტო
ქ. მცხეთა
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონებისა და ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 43 -ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 46-ე 47-ე მუხლების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. განისაზღვროს შესაბამისი ზონები და ჯარიმის ოდენობები მცხეთის მუნიციპალიტეტში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის, დანართი №1-ის შესაბამისად.
2. „ძალადაკარგულად გამოცხადდეს სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის №50 დადგენილება.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ . ატაშვილი
დანართი №1
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
| 3 | ზონის აღწერა | ზონის აღწერა | ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობების განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე |
| 1 | I ზონა | მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონები თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის გასწვრივ 50მ. რადიუსით | 0.5 |
| 2 | II ზონა | ქ. მცხეთა სოფ. საგურამო | 0.4 |
| 3 | III ზონა | მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები | 0.1 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები