საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111027014, 27/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016208
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
141
27/10/2011
ვებგვერდი, 111027014, 27/10/2011
040030000.22.027.016208
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (27/10/2011 - 09/07/2012)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 141

2011 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

 „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში

სტაჟირების გავლის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნული ბიუროში (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) სტაჟირების გავლის წესს და პირობებს.

2. აღსრულების ეროვნულ ბიუროს სისტემაში სტაჟირების მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადება.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა)  აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემა – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები;

ბ)  სტაჟირება – აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში ამ წესით დარეგულირებული ანაზღაურებადი საქმიანობა;

გ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში გადის სტაჟირებას;

დ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.  

    მუხლი 3. სტაჟიორად მიღება

სტაჟიორად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება ან არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება ბაკალავრიატის ბოლო კურსი.

    მუხლი 4. სტაჟიორების რაოდენობა და ანაზღაურება

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში ასაყვანი სტაჟიორების რაოდენობა განისაზღვრება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.

    მუხლი 5. სტაჟირების კომისია

1. სტაჟიორთა მიღების და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით იქმნება სტაჟირების კომისია (შემდგომშიკომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს უფროსი ან შესაბამისი დარგის სპეციალისტი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომელი, ასევე სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

    მუხლი 6. სტაჟიორთა მიღების წესი

აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის წესით.

    მუხლი 7. სტაჟირების კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო ვებგვერდის: www.nbe.gov.ge ან/და სხვა შესაბამისი ვებგვერდების საშუალებით.

2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს დასახელებას, სადაც ცხადდება კონკურსი;

) კონკურსის თემატიკას, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და კონკურსის პირველი და მეორე ეტაპის გავლის პირობებს;

) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ;

) ინფორმაციას სტაჟირების ანაზღაურების შესახებ.

3. კომისიის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც.

4. კონკურსის ჩატარების დროს განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

    მუხლი 8. კონკურსის ორგანიზება

1. აღსრულების ეროვნული ბიურო აცნობებს სამინისტროს სტაჟიორთა მიღების საჭიროების შესახებ .

2. სტაჟირების საკონკურსო განაცხადს ამზადებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და ათანხმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან.

3. სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა ხდება იუსტიციის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ.

4. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება და კომისიისათვის წარდგენა.

6. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა შესაბამის ვებ-გვერდზე მითითებულ მისამართზე ან აღსრულების ეროვნული ბიუროში უნდა წარადგინოს: CV ან აპლიკაცია (დანართი 1).

7. სტაჟიორობის კანდიდატმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი ან ცნობა ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ;

) ცნობა შრომითი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

) ორი ფოტოსურათი (3X4);

ე) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია.

    მუხლი 9. სტაჟირების კონკურსის ეტაპები

1. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: ტესტირებისა და გასაუბრების სახით.

2. კონკურსის თემატიკას, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

    მუხლი 10. ტესტირება

1. ტესტირება შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი უნარ-ჩვევების, ინტელექტის, პიროვნული მახასიათებლებისა და ასევე პროფესიულ ტესტს.

2. ტესტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა უფლებამოსილი პირებისა.

3. დადებითი შეფასების მისაღებად კანდიდატმა უნდა დააგროვოს კომისიის მიერ დადგენილი აუცილებელ ქულათა რაოდენობის მინიმალური ზღვარი.

    მუხლი 11. გასაუბრება

1. სტაჟიორობის კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის ტარდება გასაუბრება.

2. კომისიამ კანდიდატთან გასაუბრებისას უნდა გამოიყენოს წინასწარ შემუშავებული კითხვარი, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია კანდიდატის უნარ-ჩვევებზე, პროფესიულ კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე, რომელიც საჭიროა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟიორად დასანიშნად.

3. კომისიის წევრები კომპეტენციის შესაბამისად, გასაუბრებისას ავსებენ კანდიდატის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების ფორმას (დანართი 2) და შეფასების ფორმას კანდიდატთა პიროვნული მახასიათებლების მიხედვით (დანართი 3).

    მუხლი 12. გადაწყვეტილების მიღება

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია იყენებს კანდიდატთა ჯამური შეფასების ფორმას (დანართი 4) გასაუბრების და ტესტირების შედეგების გათვალისწინებით.

2. კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატი ინდივიდუალურად ფასდება.

3. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს ნიშნავს სტაჟიორებად აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში/ტერიტორიულ ორგანოებში.

4. სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს უფროსი იმავდროულად არის სტაჟირების ხელმძღვანელი.

    მუხლი 13. პრეტენზია, საჩივარი

კონკურსის ორივე ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია განიხილავს სტაჟიორობის კანდიდატთა პრეტენზიებსა და საჩივრებს.

    მუხლი 14. კონკურსის ჩაშლა

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება ან კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები უარს იტყვიან დანიშვნაზე ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ არ იქნა დანიშნული არც ერთი კანდიდატურა.

    მუხლი 15. სტაჟირების ვადა

1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით. სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვემდე ვადით.

2. სტაჟირების გაგრძელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სტაჟიორის შეფასებები.

    მუხლი 16. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა და დასრულება

1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს:

) პირადი განცხადება;

ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.

2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, შიდა ინსპექტირების სამსახურის უფროსის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადებით.

3. სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში, სტაჟიორი 3 დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ სიკეთეს, რაც მას გადაეცა სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას სტაჟიორს გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-თვიანი სტაჟირება, ჰქონდეს დადებითი შეფასება ხელმძღვანელის მხრიდან და აკმაყოფილებდეს კონკრეტული თანამდებობის მოთხოვნას.

5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

    მუხლი 17. აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეობები

1. აღსრულების ეროვნული ბიურო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. აღსრულების ეროვნული ბიუროადამიანური რესურსების მართვის სამსახური უზრუნველყოფს სტაჟიორებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობების გაცემას.

    მუხლი 18. სტაჟირების მიმდინარეობა

1. საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს აღმასრულებლის უფლებამოსილებას.

2. სტაჟირების დაწყებიდან 3 თვეში ერთხელ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, თავმჯდომარის კურატორ მოადგილესთან და სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს უფროსთან შეთანხმებით ადგენს სტაჟირების გეგმას (დანართი № 5).

3. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს, სტაჟირების გეგმის შესაბამისად, მისცეს მიმართულება და აკონტროლოს დადგენილი გეგმის შესრულება.

4. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.

5. სტაჟიორების შეფასების კრიტერიუმებს ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური, თავმჯდომარის კურატორ მოადგილესთან და სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს უფროსთან შეთანხმებით.

6. სტაჟიორის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან სამ თვეში ერთხელ მიაწოდოს სტაჟიორთა შეფასება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (დანართი №6).

    მუხლი 19. სტაჟირების კოორდინაცია  

სტაჟირებას კოორდინაციას უწევს აღსრულების ეროვნული ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

    მუხლი 20. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟიორს უფლება აქვს ხელმძღვანელის თანხმობით:

) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს ან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

) გაეცნოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისა/ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტასა და სათანადო დოკუმენტების შედგენაში და გამოიყენოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

) გაეცნოს და იხელმძღვანელოს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;

) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ.

3. სტაჟიორი ვალდებულია სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება დააფიქსიროს სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობის გამოყენებით.

4. ხელწერილი აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს (დანართი №7).

5. სტაჟირების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, სტაჟიორი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ტერიტორიულ ორგანოში.

 

დანართი 1

 

 

ს ა ა პ ლ ი კ ა ც ი ო   ფ ო რ მ ა

Text Box: სურათის ადგილი
 

 

 


სტაჟირების გავლა აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში

 

 

 

 

1. პირადი ინფორმაცია

სახელი და გვარი:

 

გაქვთ თუ არა შეცვლილი გვარი (დააზუსტეთ დრო და მიზეზი):

 

დაბადების რიცხვი, თვე, წელი:

 

დაბადების ადგილი:

 

მოქალაქეობა:

 

პირადი ნომერი:

 

საცხოვრებელი (ფაქტობრივი) მისამართი:

 

მისამართი რეგისტრაციის მიხედვით:

 

სახლის ტელეფონი:

 

მობილური ტელეფონი:

 

ელ.ფოსტის მისამართი:

 

 

2. ინფორმაცია ოჯახის წევრების შესახებ

ნათესაური კავშირი

სახელი გვარი

დაბადების თარიღი

პირადი ნომერი

სამუშაო ადგილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. სამუშაო გამოცდილება:

 

ორგანიზაციის დასახელება

თანამდებობა/პოზიცია

მუშაობის

პერიოდი

ანაზღაურება

სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი

1.

 

 - დან

 - მდე

 

 

ფუნქციები:

 

 

2.

 

 - დან

 -მდე

 

 

ფუნქციები:

 

 

3.

 

 - დან

 -მდე

 

 

ფუნქციები:

 

 

4.

 

 - დან

 -მდე

 

 

ფუნქციები:

 

 

 

4. უმაღლესი განათლება

 

სასწავლებლის დასახელება და ადგილმდებარეობა (ქვეყანა, ქალაქი)

სწავლის დაწყების და დასრულების თარიღები

ფაკულტეტი

კვალიფიკაცია და დიპლომის №

 

 -დან

 -მდე

 

 

 

 

 

 -დან

 -მდე

 

 

 

 

 

 -დან

 -მდე

 

 

 

 

5. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები/სემინარები)

კურსის დასახელება

ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული)

კურსის ხანგრძლივობა (დაწყების და დასრულების თარიღები)

1.

 

 -დან

 -მდე

2.

 

 -დან

 -მდე

3.

 

 -დან

 -მდე

4.

 

 -დან

 -მდე

5.

 

 -დან

 -მდე

6.

 

 -დან

 -მდე

 

6. უცხო ენების ცოდნა

შეაფასეთ 5-ქულიან სკალაზე, სადაც 5 ყველაზე მაღალი შეფასებაა .

უცხო ენა

საუბარი

 წერა

კითხვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7. კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა

 

ჩამოთვალეთ პროგრამები და შეაფასეთ თქვენი ცოდნის დონე 5-ქულიან სკალაზე, სადაც 5 არის ყველაზე მაღალი შეფასება

 

კომპიუტერული პროგრამები

ცოდნის დონე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. რეკომენდატორები

სახელი და გვარი

თანამდებობა და სამუშაო ადგილი

მიუთითეთ რა პროფესიული კავშირი ქონდათ თქვენთან

საკონტაქტო მონაცემები

1.

 

 

 

2.

 

 

 

 

 

9. მოტივაციის დასაბუთება

 

რატომ დაინტერესდით მოცემული ორგანიზაციითა და მოცემული ვაკანსიით. რატომ თვლით, რომ შეესაბამებით მოცემულ ვაკანსიას:

 

შევსების თარიღი:

 

კანდიდატის ხელმოწერა:

დანართი №2

კანდიდატთა შეფასების ფორმა პროფესიული უნარ-ჩვევების მიხედვით

(თანამდებობის დასახელება)

თარიღი

 

კანდიდატის სახელი, გვარი

პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება *

შემფასებლის კომენტარი

სუსტად განვითარებული

(1-2 ქულა)

საშუალოდ განვითარებული

(3 ქულა)

კარგად განვითარებული

(4-5 ქულა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი:                                                                  ხელმოწერა:

 

 

 

კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.

* 1 ქულა კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა– კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს

გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება აირჩოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.

დანართი №3

კანდიდატის შეფასების ფორმა პიროვნული მახასიათებლების მიხედვით

 (თანამდებობის დასახელება)

კანდიდატის სახელი, გვარი:     

 

თარიღი:           

 

 

* პიროვნული

უნარ-ჩვევები

თანამდებობისათვის საჭირო ძირითადი უნარები

 

სუსტად განვითარებული

(1-2 ქულა)

საშუალოდ განვითარებული

(3 ქულა)

კარგად

განვითარებული

(4-5 ქულა)

 

 

კომენტარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

 

 

 

შენიშვნა:

 

 

 

 

შემფასებლის სახელი, გვარი:                                                                  ხელმოწერა:

 

 

 

 

კანდიდატის უნარ-ჩვევების შეფასება უნდა მოხდეს ფუნქცია-მოვალეობებთან მიმართებაში.

* 1 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 2 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 3 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 4 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 ქულა – კანდიდატის უნარ-ჩვევები აჭარბებს ამ თანამდებობის მოთხოვნებს.

გარდა ზემოთ აღნიშნული ჩამონათვალისა, შემფასებელს აქვს უფლებამოსილება აირჩოს შეფასების შემდეგი კატეგორიები: 1,3 ქულა, 2,5 ქულა, 4,4 და ა.შ.

 

დანართი №4

კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა

(თანამდებობის დასახელება)

 

 

 

 

კანიდიდატი

 

                  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

შეფასების ჯამური ქულა

 

 

 

 

 

 

საშ. არითმეტიკული

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

სტაჟირების გეგმა

სტაჟიორის სახელი და გვარი:

 

სტრუქტურული ერთეული/ტერიტორიული ორგანო:

 

სტაჟიორის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა:

 

სტაჟირების ვადა:

 

გეგმის მოქმედების პერიოდი:

 

 

პერიოდი:

შესასწავლი თემატიკა/საქმიანობა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტაჟიორის ხელმძღვანელის ხელმოწერა:

სტაჟიორის ხელმოწერა:

დანართი №6

სტაჟიორის შეფასების ფორმა

სტაჟიორის სახელი და გვარი:

 

სტრუქტურული ერთეული:

 

შემფასების სახელი, გვარი და თანამდებობა:

 

შეფასების პერიოდი:

 

შეაფასეთ 1 -დან 5 ქულამდე, სადაც 5 ქულა არის უმაღლესი შეფასება.

საქმიანობის შეფასება

1- მიუღებელი, 2-დამაკმაყოფილებელი, 3-საშუალო, 4-კარგი, 5-ბრწყინვალე

თემატიკა

ქულები

 

 

 

 

 

 

 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

1 - სრულიად არა აქვს განვითარებული, 2- ცუდად განვითარებული, 3 - საშუალოდ განვითარებული, 4-კარგად განვითარებული, 5- ძალიან კარგად განვითარებული

 

 

 

 

 

 

 

 

არასაპატიო მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობა:

სტაჟიორის ხელმძღვანელის ხელმოწერა:

 

დანართი №7

ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის

 სფეროში შემავალი სსიპ – აღსრულების ეროვნული

ბიუროს შინაგანაწესის გაცნობის შესახებ

 მე ------------------- -------------------------- გავეცანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

 

     ----------------------------------     

„----“----------------- 201 წ.