დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის 141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 115 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016327 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №115
2012 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის №141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის №141 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016208, 27.10.2011 ) დამტკიცებული წესის მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სტაჟირების გეგმის სრულყოფილად გასავლელად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სტაჟიორის მუდმივი სტაჟირების ადგილის ფარგლებს გარეთ მივლინების თაობაზე. სტაჟიორს სამივლინებო ხარჯები აუნაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები