სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111027001, 28/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016095
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
26/10/2011
ვებგვერდი, 111027001, 28/10/2011
010250020.35.119.016095
სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (28/10/2011 - 29/11/2023)

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 36

2011 წლის 26 ოქტომბერი

ქ. ხონი

სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების – აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმების და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართვეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების ფორმები (დანართი №1).

2. დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი (დანართი №2).

 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავ ჯდომარე       გ. გელენიძე

 

დანართი №1

 

               
  ნიმუსჰი 11.jpg,888888.jpg   18.jpg
 
    151515.jpg   ნიმუსჰი33.jpg
 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№2 დანართი

სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების –აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის წესი

1. ხონის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების აიპი ხონის სამუსიკო სკოლისა და აიპი ხონის სამხატრო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობების (შემდგომში მოწმობები) გაცემას უზრუნველყოფს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში სამსახური).

2. მოწმობების დაკვეთას მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადებით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

3. დამზადებული მოწმობების დამამზადებლისაგან გამოტანის უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან პირს, რომელსაც გააჩნია სპეციალურად ამ მიზნით გაცემული რწმუნებულება.

4. მოწმობების შესანახად და გასაცემად გამოიყოფა პასუხისმგებელი პირი, რომელიც მოწმობებს ინახავს ცეცხლგამძლე სეიფში. პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს მოწმობების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში.

5. მოწმობების მისაღებად სამსახურში ყოველ სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილ უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კურსდამთავრებულთა სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში.

6. სამსახურიდან მოწმობის გატანის უფლება აქვს დაწესებულების დირექტორს ან, სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულებაში მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

7. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამსახურში.

8. მოწმობის შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებულის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით დაწესებულების მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის მიერ.

9. გასაცემი მოწმობების რეგისტრაციას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორი ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

10. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში.

11. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში.

12. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა უნდა მოხდეს დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე.

13. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამსახურის კომისიის აქტთან და ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა.