ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111010015, 13/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016047
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
06/10/2011
ვებგვერდი, 111010015, 13/10/2011
010250020.35.118.016047
ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2011 - 27/09/2018)

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 34

  2011 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ონი

ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ,,ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ (დანართი №1).

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       შ. ჯაფარიძე

 

დანართი №1

ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

    მუხლი 1

1. ამ წესით განისაზღვრება ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.

2. ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხორციელდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ წესის შესაბამისად.

    მუხლი 2

1. ონის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. ონის საპატიო მოქალაქეობა, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ონის და ქვეყნის წინაშე ;

ბ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ონის წინაშე ან/და ონთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.

3. ონის საპატიო მოქალაქის წოდება პირს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.

    მუხლი 3

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრს;

ბ) მხარის რწმუნებულსგუბერნატორს;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ე) მუნიციპალიტეტის გამგებელს;

ვ) საზოგადოებრივ გაერთიანებას;

თ) შვიდკაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ონის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.

    მუხლი 4

ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ონის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად წარდგენილი პირის:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის - ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ორი ფოტოსურათი, ზომით 3x4;

გ) წერილობითი თანხმობა ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

    მუხლი 5

1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში წინადადებას და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს საკრებულოს.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოსცემს განკარგულებას ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

3. ონის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს წელიწადში ერთხელ არა უმეტეს 3 პიროვნებას.

    მუხლი 6

1. ონის საპატიო მოქალაქეებს, როგორც წესი, ,,ონელობის“ დღესასწაულზე საზემო ვითარებაში გადაეცემათ ონის საპატიო მოქალაქის მოწმობა და ატრიბუტიკა.

2. ონის საპატიო მოქალაქის მონაცემები შეტანილი იქნება ონის საპატიო მოქალაქის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.

    მუხლი 7

1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ონის საპატიო მოქალაქის წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

2. ონის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

    მუხლი 8 .

 ონის საპატიო მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობა.