ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
27/09/2018
ვებგვერდი, 02/10/2018
010250020.35.118.016258
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/10/2018 - 22/11/2018)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2018 წლის 27 სექტემბერი

ქ.ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 ოქტომბერის №34 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი მინიჭების წესს.

2. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:

ა) განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება ონის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ონის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ონის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.

3. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.


მუხლი 2. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტის მერს;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

დ) საინიციატივო ჯგუფს (არანაკლებ სამი მოქალაქე) მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ისხელმოწერით;

ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს.

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) „ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი პირების ან ორგანიზაციის რეკომენდაცია კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურეელი დოკუმენტის ასლი;

ე) კანდიდატის წერილობითი თანხმობა.


მუხლი 3. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ონის მუნიციპალიტეტის მერს.

2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი (არანაკლებ 7 წევრი), რომლის შემადგენლობაში შედიან მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის განხილვის დეტალები და გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები აისახება ოქმში, ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების უფლება აქვს ონის მუნიციპალიტეტის მერს.

4. ონის მუნიციპალიტეტის მერი „ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე გამოსცემს ბრძანებას.

5. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მედლის და სიგელის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ონის მუნიციპალიტეტის მერი და დამზადებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის მერია.

6.ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება, მედლის და სიგელის გადაცემა ხდება „ონელობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე.


მუხლი 4. ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების აღრიცხვა
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ონის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდებზე. წიგნის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს  ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.