დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111006017, 06/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016011 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/10/2011 - 28/01/2022)
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №10
2011 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დაფუძნების თაობაზე 2011 წლის 5 ოქტომბერს ჩატარდა საინიციატივო ჯგუფის კრება, რომელშიც გაერთიანდა კერძო სამართლის 20 (ოცი) იურიდიული და ფიზიკური პირი.
საინიციატივო ჯგუფის წინადადების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტების კოორდინაციის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ თავისი საქმიანობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობისა და მის შესაბამისად წევრთა საერთო კრების მიერ მიღებული წესდების საფუძველზე.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები