დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 6 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016359 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 15 დეკემბრის №21 კანონის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 6 ოქტომბრის №10 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 06/10/2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მეწარმე სუბიექტების კოორდინაციის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილ მეწარმეთა ინტერესების დაცვისა და მათი საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საწარმოებს შორის სავაჭრო, სამრეწველო, სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების დამყარებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პირველი მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:”. 2. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები