დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110927033, 03/10/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/11/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300400000.35.168.016034 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/10/2011 - 18/08/2017)
ს იღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2011 წლის 27 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 43 -ე მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2
განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).
მუხლი 3
1. სიღნაღის მუნიციაპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.
2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორში აიკრძალოს ყოველი სახის გარე ვაჭრობა შემდეგ ქუჩებზე:
ა) თავისუფლების ქუჩა;
ბ) დავით აღმაშენებლის ქუჩის №1-დან №49 -მდე და №12-დან №38-მდე მონაკვეთი;
გ) დავით აღმაშენებლის პირველი შესახვევი;
დ) 9 აპრილის ქუჩის მონაკვეთი № 1-დან №17-მდე და №2-დან №24-მდე მონაკვეთი;
ე) შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი №1-დან №61 -მდე და №2-დან №8-მდე მონაკვეთი.
მუხლი 4
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500 -დან 2400 საათამდე.
მუხლი 5
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . ზედელაშვილი
დანართი № 1
გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. ჟურნალ -გაზეთები.
2. წიგნები.
3. ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
4. ყვავილები.
5. ხილ -ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ -ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ -ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში).
6. სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო -ესთეტიკური იერსახით დაცული).
სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
1. გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი).
2. ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
3. ღია კაფეების მოწყობა.
4. შეშა.
5. ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები