კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ

  • Word
კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2179
07/05/2003
სსმ, 14, 03/06/2003
240.090.000.05.001.001.252
კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი წარმოების სახეებს, ადგენს სალიცენზიო პირობებს.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

თავი II

ლიცენზია

    მუხლი 2. ლიცენზირებადი წარმოების სახეები

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ყურძნის გადამუშავება და ღვინომასალების დამზადება;

ბ) მშრალი ღვინის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

გ) სუფრის ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

დ) ნატურალური ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ე) ცქრიალა ღვინის დამზადება;

ვ) შუშხუნა ღვინის დამზადება;

ზ) შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

თ) ბრენდის სპირტის გამოხდა ან/და დავარგება;

ი) ბრენდის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

კ) ნედლი სპირტის დამზადება;

ლ) სპირტი რექტიფიკატის დამზადება;

მ) არყის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ნ) ლიქიორის, ნაყენებისა და მაგარი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ო) ეთილის სპირტის გამოყენებით დაბალალკოჰოლიანი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

პ) ხილკენკროვანი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ჟ) ძმრის დამზადება ან/და ჩამოსხმა.

2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ლუდის წარმოება;

ბ) ალაოსა და სვია პროდუქტების წარმოება;

გ) ბურახის წარმოება:

დ) წყლის წარმოება;

ე) მინერალური წყლის წარმოება;

ვ) უალკოჰოლო სასმელების წარმოება;

ზ) ვაჟინისა და უალკოჰოლო სასმელების ნახევარფაბრიკატების წარმოება;

თ) ნახშირორჟანგის წარმოება გაზირებული სასმელებისათვის.

3. ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ჩაის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ბ) ყავის გადამუშავება ან/და დაფასოება;

გ) ფქვილის წარმოება ან/და დაფასოება;

დ) ბურღულეულის წარმოება ან/და დაფასოება;

ე) მაკარონის ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

ვ) პურ-ფუნთუშეულის წარმოება ან/და დაფასოება;

ზ) მარცვლეულისა და მარცვლოვანი პარკოსნების დაფასოება;

თ) შაქრის წარმოება ან/და დაფასოება;

ი) თაფლის გადამუშავება ან/და დაფასოება;

კ) სახამებელ-ბადაგის წარმოება ან/და დაფასოება;

ლ) შაქროვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

მ) ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

ნ) ხილის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ო) ბოსტნეულის და სოკოს გადამუშავება ან/და დაფასოება;

პ) კაკლოვანი კულტურის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ჟ) ხორცის გადამუშავება ან/და დაფასოება;

რ) ხორცის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ს) ხორცის და ხორც-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება;

ტ) კვერცხის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

უ) რძის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ფ) ცხოველური ცხიმების წარმოება ან/და დაფასოება;

ქ) ნაყინის წარმოება ან/და დაფასოება;

ღ) ყველის წარმოება ან/და დაფასოება;

ყ) მცენარეული ზეთების (ზეთი, მარგარინი, მაიონეზი) წარმოება ან/და დაფასოება;

შ) თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების გადამუშავება ან/და დაფასოება;

ჩ) საგემოვნო პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ც) საკვებდანამატების წარმოება ან/და დაფასოება;

ძ) თამბაქოს გადამუშავება ან/და დაფასოება;

წ) ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 21. სალიცენზიო პირობები

1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალის­წინებულ დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს:

ა) ინფორმაცია საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციის შესახებ;

გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

დ) ინფორმაცია პროდუქციის შიდასაწარმოო კონტროლის სისტემის არსებობის შესახებ, რომელიც მოიცავს საწარმოში არსებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას – გამზომ-საკონტროლო აპარატურისა და გამოცდის მეთოდების ერთობლიობას, ან/და ხელშეკრულებას შესაბამისი პროფილის აკრედიტებულ ლაბორატორიასთან;

ე) ინფორმაცია მეწარმის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ (საქონლის მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები);

ვ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ გაცემული დოკუმენტი ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

1. ლიცენზიის გაცემა წარმოებს ამ კანონითა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით ადგილზე შეამოწმოს სალიცენზიო პირობები, რის შედეგადაც ფორმდება წერილობითი დასკვნა. თუ ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ლიცენზიის მაძიებლის მიერ მითითებულ სალიცენზიო პირობებს, ეს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 4.  ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება,  ლიცენზიის გაუქმება წარმოებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეოთხე თავის შესაბამისად.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 6. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა მტკიცდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

თავი III

(ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 8. (ამოღჱბულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 9.  (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 10.  (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

თავი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადა

1. საწარმო, რომელიც ფლობს ლიცენზიასა და ნებართვას, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე ვალდებულია აიღოს ახალი ლიცენზია ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო სახეობაზე.

2. საწარმო, რომელიც ფლობს მხოლოდ ლიცენზიას, ვალდებულია აიღოს ახალი ლიცენზია ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო სახეობაზე.

3. პირი, რომელმაც ნებართვის მისაღებად შეიტანა განცხადება, მაგრამ მასზე არ არის გაცემული ნებართვა ამ კანონის ამოქმედების დღეს, ლიცენზიის ასაღებად ვალდებულია წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ითვლება სალიცენზიო მოსაკრებლად.

საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

    მუხლი 14. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2179-IIს

    შეტანილი ცვლილებები:

1.     საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №659 – სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.181

2.     ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2575 – სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.457