„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 659
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38, 24/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001..613
  • Word
659
09/12/2004
სსმ, 38, 24/12/2004
240.090.000.05.001.001..613
„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიის და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 03.06.2003, მუხ. 98) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემის შესახებ“.

2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი წარმოების სახეებს, ადგენს სალიცენზიო პირობებს.

    მუხლი 2. ლიცენზირებადი წარმოების სახეები

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ყურძნის გადამუშავება და ღვინომასალების დამზადება;

ბ) მშრალი ღვინის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

გ) სუფრის ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

დ) ნატურალური ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ე) ცქრიალა ღვინის დამზადება;

ვ) შუშხუნა ღვინის დამზადება;

ზ) შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

თ) ბრენდის სპირტის გამოხდა ან/და დავარგება;

ი) ბრენდის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

კ) ნედლი სპირტის დამზადება;

ლ) სპირტი რექტიფიკატის დამზადება;

მ) არყის დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ნ) ლიქიორის, ნაყენებისა და მაგარი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ო) ეთილის სპირტის გამოყენებით დაბალალკოჰოლიანი სასმელების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

პ) ხილკენკროვანი ღვინოების დამზადება ან/და ჩამოსხმა;

ჟ) ძმრის დამზადება ან/და ჩამოსხმა.

2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ლუდის წარმოება;

ბ) ალაოსა და სვია პროდუქტების წარმოება;

გ) ბურახის წარმოება:

დ) წყლის წარმოება;

ე) მინერალური წყლის წარმოება;

ვ) უალკოჰოლო სასმელების წარმოება;

ზ) ვაჟინისა და უალკოჰოლო სასმელების ნახევარფაბრიკატების წარმოება;

თ) ნახშირორჟანგის წარმოება გაზირებული სასმელებისათვის.

3. ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში ლიცენზირებადი წარმოების სახეებია:

ა) ჩაის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ბ) ყავის გადამუშავება ან/და დაფასოება;

გ) ფქვილის წარმოება ან/და დაფასოება;

დ) ბურღულეულის წარმოება ან/და დაფასოება;

ე) მაკარონის ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

ვ) პურ-ფუნთუშეულის წარმოება ან/და დაფასოება;

ზ) მარცვლეულისა და მარცვლოვანი პარკოსნების დაფასოება;

თ) შაქრის წარმოება ან/და დაფასოება;

ი) თაფლის გადამუშავება ან/და დაფასოება;

კ) სახამებელ-ბადაგის წარმოება ან/და დაფასოება;

ლ) შაქროვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

მ) ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ან/და დაფასოება;

ნ) ხილის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ო) ბოსტნეულის და სოკოს გადამუშავება ან/და დაფასოება;

პ) კაკლოვანი კულტურის გადამუშავება ან/და დაფასოება;

ჟ) ხორცის გადამუშავება ან/და დაფასოება;

რ) ხორცის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ს) ხორცის და ხორც-ბოსტნეულის კონსერვების წარმოება;

ტ) კვერცხის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

უ) რძის პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ფ) ცხოველური ცხიმების წარმოება ან/და დაფასოება;

ქ) ნაყინის წარმოება ან/და დაფასოება;

ღ) ყველის წარმოება ან/და დაფასოება;

ყ) მცენარეული ზეთების (ზეთი, მარგარინი, მაიონეზი) წარმოება ან/და დაფასოება;

შ) თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების გადამუშავება ან/და დაფასოება;

ჩ) საგემოვნო პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება;

ც) საკვებდანამატების წარმოება ან/და დაფასოება;

ძ) თამბაქოს გადამუშავება ან/და დაფასოება;

წ) ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება ან/და დაფასოება.“.

2. კანონს მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21მუხლი:

     „მუხლი 21. სალიცენზიო პირობები

1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალის­წინებულ დოკუმენტაციას უნდა ერთვოდეს:

ა) ინფორმაცია საწარმოო ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;

ბ) ინფორმაცია ტექნოლოგიურ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების კვალიფიკაციის შესახებ;

გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;

დ) ინფორმაცია პროდუქციის შიდასაწარმოო კონტროლის სისტემის არსებობის შესახებ, რომელიც მოიცავს საწარმოში არსებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას – გამზომ-საკონტროლო აპარატურისა და გამოცდის მეთოდების ერთობლიობას, ან/და ხელშეკრულებას შესაბამისი პროფილის აკრედიტებულ ლაბორატორიასთან;

ე) ინფორმაცია მეწარმის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ (საქონლის მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული გადამუშავებისა და წარმოების მეთოდები);

ვ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ გაცემული დოკუმენტი ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

1. ლიცენზიის გაცემა წარმოებს ამ კანონითა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით ადგილზე შეამოწმოს სალიცენზიო პირობები, რის შედეგადაც ფორმდება წერილობითი დასკვნა. თუ ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება ლიცენზიის მაძიებლის მიერ მითითებულ სალიცენზიო პირობებს, ეს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.“.

4. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. III თავი ამოღებულ იქნეს.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადა

1. საწარმო, რომელიც ფლობს ლიცენზიასა და ნებართვას, ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე ვალდებულია აიღოს ახალი ლიცენზია ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო სახეობაზე.

2. საწარმო, რომელიც ფლობს მხოლოდ ლიცენზიას, ვალდებულია აიღოს ახალი ლიცენზია ამ კანონით გათვალისწინებულ სალიცენზიო სახეობაზე.

3. პირი, რომელმაც ნებართვის მისაღებად შეიტანა განცხადება, მაგრამ მასზე არ არის გაცემული ნებართვა ამ კანონის ამოქმედების დღეს, ლიცენზიის ასაღებად ვალდებულია წარდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ითვლება სალიცენზიო მოსაკრებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 9 დეკემბერი.

№659-IIს