დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 503 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/09/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110926009, 28/09/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016248 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/09/2011 - 30/12/2011)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №503
2011 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1 . ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სსა-ების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტები
1. სსა-ის მოდელისათვის გამოყენების სფეროს განსაზღვრა ხდება რეესტრში შეტანის დროს სსა-ის ტექნიკურ-ფუნქციონალური შესაძლებლობების თაობაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
2. რეესტრში შეიტანება სსა-ის ისეთი მოდელი, რომლის ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია:
ა) მეორე თაობის GPRS და crypto-ს შიდა მოდემი მონაცემთა ცენტრალური სერვერისთვის გადასაცემად. შესაძლებელია ქსელური მოდული იყოს ჩასაყენებელი (pluggable) და კლიენტის სურვილისამებრ GPRS -ის გარდა შეეძლოს სხვა ტიპის კავშირის უზრუნველყოფაც, მაგალითად Ethernet, wifi და ა.შ;
ბ) შემოსავლების სამსახურის სერვერიდან მიღებული მოთხოვნის შესაბამისად ან/და წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, GSM/GPRS-ით ქსელური მოდულის მეშვეობით (თითოეული ჩეკის და პერიოდის ჯამური ინფორმაციის) ინფორმაციის დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ტექსტური ფაილის სახით სერვერზე გადაგზავნის მექანიზმი;
გ) სსა-ში ჩამონტაჟებულ მეხსიერებაზე მონაცემების პარალელურად შენახვის შესაძლებლობა, ამავე მეხსიერებაზე უნდა ინახებოდეს ელექტრონული ჟურნალი. ყველა ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ფორმატით;
დ) სიმეტრიული ან ასიმეტრიული დაშიფრვა/ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა (იგივე გასაღები როგორც სსა-ის მხარეს, ასევე სერვერის მხარეს), დაშიფვრის/ელექტრონული ხელმოწერის ალგორითმი უნდა იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიცირებული სტანდარტული ალგორითმი, რომლის კრიპტომედეგობა ეჭვს არ გამოიწვევს სსა-ის მუშაობის მთელ პერიოდში და შეესაბამება AE S ალგორითმს;
ე) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადასახადის გადამხდელისათვის ან/და მარკირებული გასაღები ან სხვა ინდივიდუალური ა ვთენ ტიფიკაციის საშუალება;
ვ) შესაძლებლობა განახორციელოს მომხმარებლის ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემებიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის (მაგ.: რესტორნის მენიუ, გაყიდული საქონლის რეესტრი და სხვა) ამობეჭდვა, დაშიფრული სახით შენახვა და ცენტრალურ სერვერზე გადმოცემა;
ზ) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს აპარატის 24 -საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს;
თ) შესაძლებლობა, გამოიტანოს ციფრული და/ან სიტყვიერი ჩანაწერები როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე, დისპლეიზე;
ი) არასანქცირებული გახსნის საწინააღმდეგო მექანიზმი ან მექანიზმები;
კ) ჩეკზე სიტყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობა;
ლ) ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა;
მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ტექსტური და ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე;
ნ) დაპროგრამების შესაძლებლობა, რათა განახორციელოს ჩეკზე ობიექტის დასახელების, მისამართის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სსა-ის საქარხნო ნომრის, ჩეკის ნომრის, ყიდვა-გაყიდვის (მომსახურების) ოპერაციების მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა, ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშნის და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა;
ო) შესაძლებლობა, რომ სსა-ის მიერ ფისკალური ჩეკისთვის მინიჭებული ნომერი იზრდებოდეს ერთით და იყოს უწყვეტი, სსა-ის ფისკალიზაციის დროს ნომერი უნდა დაყენდეს ერთზე, რის მერე ყველა ოპერაციაზე უნდა იზრდებოდეს ერთით. ნუმერაცია უნდა იყოს უწყვეტი. ჩეკის ბოლო ნომერი უნდა ემთხვეოდეს მის მიერ ჩატარებული ფისკალური ოპერაციების რაოდენობას;
პ) ჩეკის უნიკალური ნიშნით (2D ბარკოდი ან სხვა) ნიშანდების შესაძლებლობა, ისე რომ შესაძლებელი იყოს ჩეკის მობილური ტერმინალით ვარგისიანობაზე შემოწმება და ჩეკის შესახებ დეტალური ინფორმაციის აღდგენა/გაშიფვრა. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ჩეკის რიგითი ნომერი, ოპერაციის ჩატარების თარიღი და დრო, სსა-ის საიდენტიფიკაციო ნომერი, თანხა, აპარატის სტატუსი, ციფრული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა;
ჟ) ჩეკის დეტალური ინფორმაციის შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისა და დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა ფისკალურ მეხსიერებაში არანაკლებ 1 თვის პერიოდით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების გადაცემა ცენტრალურ სერვერზე ვერ მოხერდა რაიმე მიზეზის გამო, ინფორმაცია ფისკალური მეხსიერებიდან არ უნდა წაიშალოს;
რ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ფისკალური მონაცემების შიფრაციის/ელექტრონული ხელმოწერის და დაშიფრული/ელექტრონულად ხელმოწერილი ინფორმაციის შენახვის განუხორციელებლობის შემთხვევაში;
ს) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში;
ტ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;
უ) ავტომატური ბლოკირების შესაძლებლობა აპარატის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული შეღწევის მცდელობის შემთხვევაში;
ფ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის ნომერი და საკონტროლო ჯამის დაფიქსირების შესაძლებლობა;
ქ) ნიშანდება: აპარატის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის დასახელების და საფირმო ნიშნის ჩვენებით;
ღ) პრინტერის ტიპი: თერმული, მინიმუმ 58 მმ თერმულ ქაღალდზე ბეჭდვა, ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის სისტემით; პრინტერის სიჩქარე: არანაკლებ 15 ხაზი/წმ.
3. რეესტრში შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს სსა-ის ისეთი მოდელი, რომლის მინიმალური ტექნიკური და ფუნქციონალური შესაძლებლობები აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს და გააჩნია:
ა) პროგრამული პაროლი საგადასახადო ორგანოსათვის და გადასახადის გადამხდელისათვის ან/და მარკირებული გასაღები, ჩეკის ამობეჭდვის შესაძლებლობა, მოლარის ინდიკატორი, გამყიდველის და მყიდველის ინდიკატორი, ფულის უჯრა (მყიდველის ინდიკატორის და ფულის უჯრასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება პორტატიული სსა-ების მიმართ);
ბ) ფისკალური მეხსიერება, რომელშიც აპარატი უზრუნველყოფს ყოველდღიური ანგარიშების ფიქსირებას და მათ შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში;
გ) ავტომატური ბლოკირება, თუ მოლარემ არ მიიღო ფისკალური მეხსიერებიდან დღიური ანგარიში;
დ) ავტომატური ბლოკირება, ჩეკის ან საკონტროლო ლენტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში;
ე) ავტომატური ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ მოლარე არასწორად ახორციელებს ოპერაციებს;
ვ) ავტომატური ბლოკირება სსა-ის გაუმართაობის, ფისკალური მეხსიერების გამორთვის ან ფისკალურ მეხსიერებასთან არასანქცირებული დაშვების შემთხვევაში;
ზ) ავტონომიური კვების ბლოკი, რომელიც ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში უზრუნველყოფს სსა-ის 24-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს (მხოლოდ პორტატიულ სსა-ების მოდელებზე);
თ) სავაჭრო (მომსახურების) ოპერაციების ძირითადი პარამეტრებისა და მუშაობის პირობების დაპროგრამირების საშუალება;
ი) ნიშანდება – სსა-ის დასახელების, საქარხნო ნომრის, გამოშვების თარიღის, მწარმოებლის საფირმო ნიშნის ჩვენებით;
კ) პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ჩაწერილია პროცესორში, ჩაწერილი უნდა იყოს დაცვის ბიტის გარეშე;
ლ) შესაძლებლობა, განახორციელოს სიტყვიერი ან/და ციფრული ჩანაწერები ჩეკებსა და საკონტროლო ლენტებზე. აგრეთვე, შესაძლებლობა გამოიტანოს ციფრული ან/და სიტყვიერი ჩანაწერები როგორც მოლარის, ასევე მყიდველის ინდიკატორზე (გარდა პორტატიული სსა-ებისა);
მ) შესაძლებლობა, განახორციელოს ჩეკზე გადამხდელის და მისი ობიექტის დასახელების, საიდენტიფიკაციო ნომრის, მისამართის, სსა-ის საქარხნო, ჩეკის ნომრის, საქონლის (მომსახურების) რეალიზაციის ოპერაციების მონაცემების, ნაღდი ფულის მიღების თარიღის, დროის და მიღებული თანხების მონაცემების ჩაწერა და სხვა დამატებითი ინფორმაციის ასახვა;
ნ) ქართულენოვანი ტექსტი, რომელიც გულისხმობის ჩეკზე სიყვიერი ჩანაწერების ქართულ ენაზე დაბეჭდვის შესაძლებლობას;
ო) ჩეკზე ფისკალურ რეჟიმში სსა-ის მუშაობის ამსახველი სპეციალური სიმბოლო.
4. მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები:
ა) პირის დასახელება;
ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) სსა-ის საქარხნო ნომერი;
დ) ჩეკის ნომერი;
ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო;
ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.
5. ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც. “.
2. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები სსა-ების რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსახურის მიერ. სსა-ის მოდელის რეესტრში შეტანა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის ინიციატივით ან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. რეესტრი იწარმოება სსა-ის ყოველი მოდელის შესახებ შესაბამისი მონაცემების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) ან დადგენილი წესით აკრედიტებული პირების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მათთან წარდგენილი კონკრეტული სსა-ის (საქარხნო ნომრის და მისი მაიდენტიფიცირებელი სხვა მონაცემების მითითებით) მოდელის შესაბამისობა მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და ამ თავით დადგენილ მოთხოვნებთან.
5. რეესტრში შეტანილ სსა-ის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები სსა-ის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაცია მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე (გარდა შემოსავლების სამსახურის ინიციატივით რეესტრში შეტანილი მოდელისა) და რეესტრში ყოფნის ვადაზე (დანართი №4).“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13. რეესტრში ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით ან განმცხადებელის მიერ რეესტრში მოდელის ყოფნის ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე წარდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სსა-ის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (ხელშეკრულება ან/და წარმოების ტექნიკური მონაცემები).“;
დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის) საფუძველზე. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემდეგ, დაუშვებელია მისი რეგისტრაცია, ხოლო უკვე რეგისტრირებული სსა-ების გამოყენების ვადა განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, სსა-ის მოდელის გამოყენების ვადა შეადგენს არა უმეტეს 3 თვეს;“.
3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. სსა-ების რეგისტრაცია
1. სსა-ის რეგისტრაცია გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში სსა-ის სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას.
2. საგადასახადო ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსა-ის რეგისტრაციაში გატარებას, სარეგისტრაციო ბარათების და სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსა-ის რეგისტრაცია შესაძლებელია განახორციელოს სხვა იურიდიულმა პირმა (შემდგომში – იურიდიული პირი).
4. რეგისტრაციას ექვემდებარება ის სსა, რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს.
5. პირი, სსა-ის რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
6. GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება:
ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი;
ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება, ობიექტის ტიპი, საქმიანობის სახე;
დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;
ე) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი;
ვ) ფაქტობრივ მისამართზე განსათავსებელი სსა-ების რაოდენობა.
7. სხვა სახის მოდელის სსა-ის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება:
ა) პირის დასახელება/სახელი და გვარი;
ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
გ) იურიდიული მისამართი;
დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;
ე) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის მოდელი;
ვ) საქარხნო ნომერი;
ზ) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი.
8. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი (გარდა GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციის შემთხვევისა);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) თუ განმცხადებელი წარმოადგენს პირის წარმომადგენელს, მაშინ წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
9. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ის სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში (გარდა GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციის შემთხვევისა).
10. საგადასახადო ორგანოს მიერ დაუშვებელია იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არსებობს საგადასახადო ორგანოში.
11. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ ამ მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს სსა-ის რეგისტრაციას (დანართი №7).
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურების შემდეგ, საგადასახადო ორგანო ან იურიდიული პირი განმცხადებელს გადასცემს დარეგისტრირებულ სსა-ს, მის პასპორტს/მის შემცვლელ ანალოგიურ დოკუმენტს (GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის შემთხვევაში, განმცხადებელს გადაეცემა ამ წესის 191 მუხლის შესაბამისად დალუქული სსა) და სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №5), რომელიც პირმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს სსა-ის მფლობელმა.
13. რეგისტრირებული სსა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის ფაქტობრივი მისამართი დაფიქსირებულია სარეგისტრაციო მონაცემებში (გარდა დისტრიბუციის შემთხვევისა). რამდენიმე ობიექტის არსებობის შემთხვევაში, სსა უნდა დარეგისტრირდეს თითოეული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ცალ-ცალკე.
14. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ, პირი განცხადებით აცნობებს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
15. სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა ცალ-ცალკე წლების მიხედვით, რეგისტრაციის დღიდან მოხსნის დღემდე (გარდა GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. პირს, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №6), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,, z” ანგარიშის რაოდენობის შესახებ.
16. განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას საგადასახადო ორგანო წყვეტს სსა-ის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის პროცედურებს, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს.
17. რეესტრიდან სსა-ის მოდელის ამოღების შემთხვევაში, სსა-ის გამოყენებისათვის დადგენილი ვადის გასვლისთანავე, დარეგისტრირებული აღნიშნული სსა-ის მოდელი ითვლება რეგისტრაციიდან (აღრიცხვიდან) მოხსნილად.“.
4. დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №5
საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო
ბარათი №
1. საკონტროლო-სალარო აპარატი
|
|
(მოდელის დასახელება)
2. საქარხნო ნომერი
|
|
3. კუთვნილება
|
|
(პირის დასახელება/სახელი და გვარი,
საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
4. რეგისტრირებულია
|
|
(საგადასახადო ორგანოს/იურიდიული პირის
დასახელება)
5. საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის თარიღი
|
|
(რიცხვი, თვე, წელი)
6. გამოყენება ნებადართულია
|
|
(ფაქტობრივი მისამართი, ხოლო დისტრიბუციის
შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი )
საგადასახადო ორგანოს/იურიდიული პირის უფლებამოსილი პირი: |
|
|
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
დანართი №6
ც ნ ო ბ ა №
საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ
ცნობის გაცემის თარიღი |
|
| 20 წ. |
(რიცხვი, თვე, წელი)
ცნობა ეძლევა |
|
(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
მასზე, რომ მისი კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი
|
|
(მოდელის სახელწოდება და საქარხნო ნომერი)
რომელიც გამოიყენებოდა
|
|
(ფაქტობრივი მისამართი, ხოლო
დისტრიბუციის შემთხვევაში – სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის ნომერი )
რომლის გაუნაშთავი ჯამის მონაცემებია
|
|
(მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია
ციფრობრივად და სიტყვიერად)
და „ ძ“ ანგარიშის N
|
|
(ციფრობრივად, სიტყვიერად)
მოხსნილია რეგისტრაციიდან
|
|
(საგადასახადო ორგანოს/იურიდიული
პირის დასახელება)
რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი
|
|
(რიცხვი, თვე, წელი)
საგადასახადო ორგანოს/ იურიდიული პირის უფლებამოსილი პირი:
|
|
|
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
5. დანართი №7-ის (საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის/რეგისტრაციიდან მოხსნის მონაცემები) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
მუხლი 191. GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის წესი
1. სსა-ის პირველადი დალუქვა ხორციელდება მისი რეგისტრაციის პროცედურის დამთავრებისთანავე.
2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი.
3. სსა-ის დალუქვა ხორციელდება იმ ადგილზე, რომელიც მაქსიმალური ალბათობით გამორიცხავს სსა-ის კორპუსის გახსნას ლუქის დაზიანების გარეშე.
4. სსა-ის დალუქვა ხორციელდება სპეციალური დამცავი ნიშნების მქონე თვითწებადი ლუქით (შემდგომში – ლუქი). ამასთან, ლუქში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც არ იძლევა სსა-დან მისი აძრობის საშუალებას დაზიანების გარეშე.
5. ლუქზე აღნიშნული უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს დასახელება და ლუქის ნომერი.
6. სსა-ის პირველადი და შემდგომი (დაზიანების და სხვა შემთხვევებში) დალუქვა რეგისტრირდება GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო–სალარო აპარატის დალუქვის ელექტრონულ ჟურნალში (დანართი №71), რომელშიც აღინიშნება:
ა) გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ) სსა- ის განთავსების ფაქტობრივი მისამართი/სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი;
გ) სსა-ის საქარხნო ნომერი;
დ) დადებული ლუქის ნომერი და ლუქის დადების თარიღი;
ე) შენიშვნა.
7. GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის ელექტრონულ ჟურნალში შეიტანება მისი ყოველი (ხელახალი) დალუქვის შესახებ შესაბამისი მონაცემები.
8. სსა-ს დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ფისკალურ მეხსიერებაში არსებული შესაბამისი ჩანაწერების ამობეჭდვის გზით იმის დადგენას, გადასახადის გადამხდელის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი სსა-ის გამოყენების ფაქტს საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის გაგზავნის შემდეგ.
9. სსა-ის შეკეთების (მასში დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის) შემდეგ, მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სსა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში მისი ხელახალი დალუქვის მიზნით. ხელახალი დალუქვის შემთხვევაში დანართი №71-ის მე-8 სვეტში უნდა გაკეთდეს აღნიშვნა ,,ხელახალი დალუქვა” და შესაბამის მონაცემებთან ერთად მიეთითოს, თუ მერამდენედ ილუქება აღნიშნული სსა.”.
6. 191 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №71:
,,დანართი №71
საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის ჟურნალი
N | გადამხდელის დასახელება | საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი | სსა-ის განთავსების ფაქტობრივი მისამართი/ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი | სსა -ის საქარხნო ნომერი | ლუქის ნომერი | ლუქის დადების თარიღი | შენიშვნა |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
7. მე-20 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული ამ ბრძანებით დადგენილი წესით კონკრეტული ობიექტის საქმიანობის ადგილის მიხედვით ან გამოიყენება დისტრიბუციის მიზნით და სარეგისტრაციო ბარათში არ არის მითითებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სსა-ს დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს გონივრულ ვადაში. საგადასახადო ორგანომ უნდა განახორციელოს დაზიანებული სსა-ს ფისკალური მეხსიერებიდან დეტალური ინფორმაციის ამოღება (გარდა GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ისა) შესაძლებლობის შემთხვევაში. პირი სსა-ის დაზიანების აღმოფხვრას უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების ცენტრის (შემდგომში – ტმც) მეშვეობით, ხოლო GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის დაზიანების შემთხვევაში იურიდიული პირის მეშვეობით. თუ ტმც-ის პირობები პირისათვის მიუღებელია (მ.შ. მომსახურების ღირებულების თვალსაზრისით), სსა-ის შეკეთება შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით. ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სსა-ის შეკეთება მოითხოვს მისი რომელიმე მარაგ-ნაწილის გამოცვლას, დაუშვებელია მისი არაიდენტური ნაწილით ჩანაცვლება.”;
გ) მე-7 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) როდესაც სსა-ის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს დანართი №8-ით განსაზღვრული ფორმის აქტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). ამასთან, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი და ჩეკის ასლი უნდა დაეკრას ამ აქტს. ასეთივე აქტი 2 ეგზემპლარად დგება იმ შემთხვევაშიც, როცა მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაბრუნება და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირების გარდა, აქტს ხელი უნდა მოაწეროს მომხმარებელმაც, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკრას მომხმარებლის მიერ დაბრუნებული ჩეკი და ჩეკის ასლი;”.
დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ტმც, ხოლო GP RS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა -ების შემთხვევაში იურიდიული პირი, ახორციელებს სსა-ის ტექნიკურ მომსახურებას ან/და რემონტს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს:
ა) პირის სსა-ის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, მის პროგრამირებას, სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, აღმოჩენილი დაზიანებების აღმოფხვრას და სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარებას;
ბ) პირის ან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ადგენს ტექნიკურ დასკვნებს სსა-ის გამართულობის შესახებ;
გ) იმ სსა-ების დარეგისტრირებას, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნენ როგორც სარეზერვო სსა-ები.“.
მუხლი 2 . საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულების მქონე პირებმა 2012 წლის 1 იანვრიდან მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განახორციელონ მხოლოდ GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დოკუმენტის კომენტარები