დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110921005, 23/09/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016195 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/09/2011 - 07/05/2012)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №158/ნ
2011 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმა პლანშეტი 1 ; 2 ; 3 ; 3.1 ; 4 ; 4.1 ; 5 ; 6 ; 7 და 8-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის №91/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
პლანშეტი 1
მარტი-აპრილი აპრილი-მაისი


ყოველდღიური საგაზაფხულო ფორმა მამაკაცებისათვის – მუქი ლურჯი ფერის შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი ფერის სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ფეხსაცმელი.
პლანშეტი 2
მარტი-აპრილი აპრილი-მაისი

ყოველდღიური საგაზაფხულო ფორმა ქალებისათვის – მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან/და შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი,ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 3
ივნისი - სექტემბერი
![]() |
ყოველდღიური საზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მამაკაცებისათვის – მუქი ლურჯი ფერის შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი ფერის მოკლემკლავიანი პერანგი ჯიბეებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ფეხსაცმელი.
პლანშეტი 3.1

არასასწავლო პროცესის დროს, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის საზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მამაკაცებისთვის – მუქი ლურჯი ფერის შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ნაცრისფერი მოკლემკლავებიანი მაისური, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ფეხსაცმელი.
პლანშეტი 4
ივნისი - სექტემბერი
![]() |
![]() |
ყოველდღიური საზაფხულო-საშემოდგომო ფორმა ქალებისათვის – მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან/და შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი მოკლემკლავებიანი პერანგი ჯიბეებით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 4.1

არასასწავლო პროცესის დროს, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის საზაფხულო-საშემოდგომო ფორმა ქალებისთვის – მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან/და შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ნაცრისფერი მოკლემკლავებიანი მაისური, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 5
ოქტომბერი - ნოემბერი
![]() |
![]() |
ყოველდღიური საშემოდგომო ფორმა მამაკაცებისათვის – მუქი ლურჯი ფერის შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ფეხსაცმელი.
პლანშეტი 6
ოქტომბერი - ნოემბერი
![]() | ![]() | ![]() | |||
ყოველდღიური საშემოდგომო ფორმა ქალებისათვის – მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან/და შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
პლანშეტი 7
დეკემბერი - თებერვალი
![]() |
ყოველდღიური ზამთრის ფორმა მამაკაცებისათვის – მუქი ლურჯი ფერის შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი ფერის სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, ნაცრისფერი ქურთუკი, შავი ფერის ფეხსაცმელი.
პლანშეტი 8
დეკემბერი - თებერვალი
![]() |
![]() |
ყოველდღიური ზამთრის ფორმა ქალებისათვის – მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო ან/და შარვალი ნაცრისფერი ზოლით, ლურჯი ფერის სტანდარტული პერანგი ჯიბით, მკლავზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, შავი ფერის ჰალსტუხი, ლურჯი ფერის უმკლავო პულოვერი, ლურჯი ფერის კეპი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ლოგოს გამოსახულებით, ნაცრისფერი ქურთუკი, შავი ფერის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი.
უკან დაბრუნება 










დოკუმენტის კომენტარები