დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №158/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 92/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016358 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №92/ნ
2012 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №158/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივი ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №158/ნ ბრძანებაში’’ (20/09/2011; ვებგვერდი, 110921005, 23/09/2011; სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016195) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11’’ პუნქტი:
,,11. კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილებისას (ან სხვა პატივსადები მიზეზის არსებობისას) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სამსახურებრივი ფორმის ტარების განსხვავებული პირობები.’’.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ . შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები