ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110906015, 12/09/2011
ძალაში შესვლის თარიღი 03/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.114.016072
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
50
29/08/2011
ვებგვერდი, 110906015, 12/09/2011
210020010.35.114.016072
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (12/09/2011 - 30/12/2011)

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5 0

2011 წლის 29 აგვისტო

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ სააქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და 12 I მუხლის შესაბამისად , საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების და გაუვნებლობის მომსახურებისათვის შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი 1) .

მუხლი 2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს თვეში ერთ სულზე 0.20 ლარით.

მუხლი 3

დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 2).

მუხლი 4

დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, თანახმად დანართისა (დანართი 3).

მუხლი 5

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა -დასუფთავების ხარჯები დაიფაროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

მუხლი 6

ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის                   10 სექტემბრის №137 დადგენილება ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების შემოღების შესახებ“.

მუხლი 7

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე     .ხუნდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

  წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ჩოხატაურის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახთასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვით მართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. იურიდიულ პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ჩოხატაურის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ამ ინსტრუქციის თანახმად.

     მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჩოხატაურის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლისთვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ასე შემდეგ მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნ ს ამ სიდიდეების კომბინაცია.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

6 . მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნ ს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

7 . ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უფასოდ ახდენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

8 . მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

9 . ნარჩენების წარმომქნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

10 . მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

11 . თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში; ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.

5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება.

7. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.

8. მოსაკრებლის გადამ დელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.

    მუხლი 5. შეღავათები მოსაკრებლის გადახდისას

 1. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები (სკოლამდელი დაწესებულებები, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტული სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, კულტურის ცენტრი და ასე შემდეგ ) გათავისუფლებულია მოსაკრებლის გადახდისაგან.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონ რები, სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პიროვნებები, ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები.

     მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები

1 . მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.

2 . ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა)  მესაკუთრის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი;

ბ)  მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ)  გადასახდელი თანხა;

დ)     გადახდის ვადა;

ე)  გადახდის ადგილი.

3 . მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან, 20 დღის განმავლობაში.

4 . გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5 . მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

1. კონტროლი მოსაკრებლის გამოანგარიშებასა და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს: საფინანსო, საბიუჯეტო სამსახურს, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურს და ზედამხედველობის სამსახურს.

2. კონტროლი მოსაკრებლის ამოღებაზე დაევალოს არასამეწარმეო იურიდიულ პირს „სხივს“.

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

ნარჩენის წლიური
დაგროვების ნორმა მ3

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი(№4) : 12
თვე X 11,42ლარი-(1მ3 ნარჩენის გადატანის მომსახურების ღირებულება) ლარი

1

2

3

4

5

1.

იუსტიციის სახლები
(ინფრასტრუ
ტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1მკვ

0,022

0,02

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და
სახე
მწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება

საერთო ფართობი 1მკვ

0,08

0,08

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,1

0,05

4

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები,
საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებო დაწესებულებები
(ინფრასტრუტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე

0,1

0,05

5

სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე
მოსაკრებელი არ დაერიცხება)

მომსახურების ერთეული
(საწოლი)

1,3

1,00

6

ავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება

საერთო ფართის 1მკვ

0,16

0,30

7

სტადიონები,კერო სპორტულ
 გამაჯანსაღებელი
 დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

ღია ფართის 1მკვ

0,02

0,02

დახურული ფართის
1მკვ

0,08

0,08

8

სასურსათო საქონლის მაღაზიები
(სავაჭრო დარბაზები)

სამუშაო ფართის
1 მკვ

0,5

0,48

9

სამრეწველო საქონლის მაღაზიები
და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის
1 მკვ

0,25

0,24

10

აგრაი ბაზრები, ყვავილების
 ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის
1მკვ

0,3

0,20

11

შერეული საქონლის ბაზრობები

საერთო ფართის
1მკვ

0,21

0,20

12

ავტოსადგომები და საწყობები
პირდაპირი მიყიდვის გარეშე(გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის 1მკვ

0,02

0,02

დახურული ფართის
1მკვ

0,08

0,08

13

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის
1მკვ

0,08

0,15

14

ავტომანქანების სარემონტო სადგურები,
ტექნიკური მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის
1მკვ

0,02

0,02

დახურული საერთო ფართის
1მკვ

0,14

0,15

15

აბანოები, საუნები

საერთო ფართის
1მკვ

0,18

0,20

16

სადალაქოები და სილამაზის
 სალონები

საერთო ფართის
1მკვ

0,35

0,35

17

მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის
 შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის
1მკვ

0,25

0,25

18

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ
ადგილზე

1,5

1,50

19

საბანკო დარბაზები, სარიტუალო
 მოსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ
ადგილზე

0,6

0,30

20

საცხობები

სამუშაო ფართის
1 მკვ

0,26

0,30

21

დისკოეკები, ღამის კლუბები, კაზინოები,
 ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის
1მკვ

0,36

0,35

23

საწარმო ობიექტების ღია ტერიტორიები,
სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის
1მკვ

0,008

0,01

24

სერიული პროდუქციის საწარმოების,
 შენობა
-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის
1მკვ

0,04

0,04

25

ერთი თვის მოსაკრებლის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:

 

 

 

26

მ=გXრ

 

 

 

27

მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)

 

 

 

28

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

 

 

 

29

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 2