დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის, დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/06/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.114.016339 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/06/2017 - 25/04/2018)
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61- მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 93-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, 51, მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, თანახმად დანართისა (დანართი 1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა, თანახმად დანართისა (დანართი 2).
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვს გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა, თანახმად დანართისა (დანართი 3).
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვს გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმა თანახმად დანართისა (დანართი 4).
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აგვისტოს №50 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 12/09/2011; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.114.016072).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი 1
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე დასახლებული და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე დასახლებული და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. იურიდიულ პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დასაბუთებული გაანგარიშება. 5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების, გატანის სისტემის მქონე ტერიტორიებსა და კურორტ ბახმაროში საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ამ ინსტრუქციის თანახმად.
|
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. მოსაკრებელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე გაიანგარიშება მოსახლისთვის სულადობის მიხედვით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაცია. 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და კურორტ ბახმაროში (სეზონურად) მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე) ან/მოქირავნე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. ფიზიკური პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე – დროებითი სახოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. 7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. 8. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
|
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის, მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
2. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. 3. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. 4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე). 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათებით. 6. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე) და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები. 7. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე. 8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 9. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები. 10. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდება საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები და დაზარალებული პირები. 11. ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ აღნიშნული წესის ძალაში შესვლის თარიღამდე, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან. 12. იურიდული პირები, რომელთაც დასუფთავების მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებული აქვთ მიმდინარე ხელშეკრულებები, სატარიფო ცვლილება შეეეხებათ 2018 წლის 01 იანვრიდან. 13. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიზე მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 4. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
1. კონტროლი მოსაკრებლის გამოანგარიშებასა და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს: საფინანსო სამსახურს, მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურს.
2. ა(ა)იპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს „სხივი“ (ს/კ 242008796) დაეკისროს: ა) გადამხდელთა აღრიცხვა და ბაზის შექმნა; ბ) გადამხდელად რეგისტრაცია და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადამხდელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა; გ) დავალიანების რეესტრის წარმოება; დ) პასუხისმგებლობა მოსაკრებლის ამოღებაზე ე) კვარტლური ანგარიშის წარმოდგენა. 3. ა(ა)იპ „კურორტ ბახმაროს“ ადმინისტრაცია დახმარებას უწევს კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე ა(ა)იპ „სხივს“ გადამხდელთა აღრიცხვასა და ბაზის შექმნაში ასევე მოსაკრებლის ამოღებაში. 4. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი 2
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
|
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა |
1. დაბა ჩოხატაურში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.25 ლარით, ხოლო კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე –
ერთ სულ მოსახლეზე (მოქირავნე) 1.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
2. იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებებისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ცხრილი 1-ის შესაბამისად. 3. კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებებისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ცხრილი 2-ის შესაბამისად. ცხრილი 1 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
ცხრილი 2 კურორტ ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა
|
დანართი 3
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 4
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები