დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110902008, 05/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410080000.22.025.016037 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/09/2011 - 22/09/2011)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №175
2011 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების შესახებ
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები .
2. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სახეობების კვოტებს ადგენს და ანაწილებს სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო.
3. ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს სააგენტო.
4. ამ ბრძანებით განსაზღვრული ცხოველთა სახეობების მოპოვება განხორციელდეს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 6 აპრილის №07 ბრძანებით დადგენილ ვადებში და მოპოვების საშუალებებით.
5. მურა დათვის, ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტანური ჯიხვის გარემოდან ამოღება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.
6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
დანართი
ნადირობას დაქვემდებარებულ ცხოველთა (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) სახეობები
|
ქართული დასახელება
|
ლათინური დასახელება
|
| 1. ნუტრია | Myocastor coypus |
| 2. კურდღელი | Lepus europaeus |
| 3. მაჩვი | Martes meles |
| 4. ტყის კვერნა | Martes Martes |
| 5. ქვის კვერნა | Martes foina |
| 6. მგელი | Canis lupus |
| 7. ტურა | Canis aureus |
| 8. მელა | Vulpes vulpes |
| 9. ენოტისებური ძაღლი | Nyctereutes procyonoides |
| 10. ტყის კატა | Felis silvestris |
| 11. გარეული ღორი | Sus scrofa |
| 12. შველი | Capreolus capreolus |
| 13. ენოტი | Procyon lotor |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები