დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410080000.22.025.016060 |
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №74
2012 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების (გარდა გადამფრენი ფრინველისა) სახეობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის პირველი სექტემბრის №175 ბრძანების (სსმ, 05.09.2011 წ., ვებგვერდი 110902008) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მურა დათვის, ირმის, არჩვის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და დაღესტნური ჯიხვის, ნიამორის, კავკასიური როჭოს და კასპიური შურთხის გარემოდან ამოღება, განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები