დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23.06.942 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 24/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110825001, 29/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.37.101.016075 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2011 - 27/12/2011)
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №23.06.942
2011 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ’’ საქართველოს კანონის 231 მუხლის ,,ფ’’ ქვეპუნქტის , 28-ე მუხლისა და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. წინამდებარე დადგენილების დანართი 1 -ით განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის, არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 1 ლარის ოდენობით.
2. აღნიშნული დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) დ. ნინიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები