დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-98 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.101.016094 |
20-98
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
330130000.35.101.016094
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის” კოდექსის 46-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
წინამდებარე დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის, არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე – 0,5 ლარის ოდენობით. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის ცალკეულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს №23.06.942 დადგენილება. |
3.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 24 აგვისტოს №23.06.942 დადგენილების საფუძველზე დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებებზე გავრცელდეს ამ დადგენილების მოქმედება და დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებები დასრულდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. |
4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები