„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110823009, 23/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016234
  • Word
444
23/08/2011
ვებგვერდი, 110823009, 23/08/2011
200090000.22.033.016234
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 444

2011 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის            2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 03.01.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში პირი, რომელიც ფაქტობრივად ფლობს გარდაცვლილის ქონებას და აგრძელებს იმავე სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის შესახებ პირის გარდაცვალებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს გარდაცვლილის სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების შედეგად დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დღისა და ითხოვოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია (დანართი №III-02).“.

2. 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები:

ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05 და დანართი №III-06- სპეციალური);

ბ) ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09);

გ) კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

) ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III1-1).

2. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილ დოკუმენტებში მხარეთა ხელმოწერების ბეჭდით დამოწმება ხდება მისი არსებობის შემთხვევაში, ამასთან, საქონლის/მომსახურების მყიდველის (მიმღების) მხრიდან ბეჭდის გამოყენება სავალდებულო არ არის.“.

3. 53-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფ-ში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სტრიქონებსა და სვეტებში. ამასთან:

ა) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება ოპერაციის კორექტირება. სხვა შემთხვევაში, მასში იწერება ტირე „ –“;

ბ) თუ აქციზური საქონლის მიმწოდებელი არ წარმოადგენს ამ საქონელზე აქციზის გადამხდელს, ცხრილის მე-6 (აქციზის) სვეტში, იწერება ტირე „ –“;

გ) ცხრილის სტრიქონზე „სულ“ – აისახება მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების მონაცემთა ჯამები;

დ) მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-7 უჯრაში იწერება „ –“ (ტირე), ხოლო მე-8 უჯრაში მიეთითება:

დ.ა) მომსახურების გაწევის თარიღი, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს არ აღემატება;

დ.ბ) საანგარიშო პერიოდი სიტყვიერად, თუ მომსახურების გაწევის დრო ერთ დღეს აღემატება;

ე) საქონლის გამყიდველის (მიმწოდებელი) ან/და მომსახურების გამწევი პირის ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ბეჭდით დადასტურება ხდება მისი (ბეჭდის) არსებობის შემთხვევაში.”;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში. საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამები იწერება შესაბამისად საფ-ის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში. დანართის ბოლოს უჯრებში იწერება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი (გარდა დანართი №III-06-ით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. საქონლის მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი დანართი №III-05 ფორმის ერთი საფ-ი. ამ შემთხვევაში, სავალდებულოა საფ-ის დანართის  (დანართი №III-07) გამოყენება, რომელშიც იწერება იმ საფ-ის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. საფ-ის დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საფ-ში.

საფ-ის ცხრილის პირველ სვეტში კეთდება ჩანაწერი დანართის მიხედვით, თუ რამდენი დასახელების საქონლის მიწოდება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 სვეტებში მონაცემები იწერება საფ-ის დანართის მე-4, მე-5 და მე-6 სვეტების ჯამების  შესაბამისად.  ამასთან, საფ-ის მე-7 და მე-8 სტრიქონები არ ივსება.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. საფ-ში არასწორად (შეცდომით) შეტანილი რეკვიზიტების (დღგ-ის თანხის გარდა) გასწორების მიზნით, საფ-ის ეგზემპლარებში არასწორი მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები. გადასწორების ფაქტი დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”.

4. 54-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. შეუვსებელი ან შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, გადამხდელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს ამ საფ-ის გაუქმების მიზნით. ამასთან, შევსებული (რომელიც არ გაცემულა მყიდველზე) საფ-ის დაკარგვის შემთხვევაში, იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე იმავე თარიღით გამოიწერება ახალი საფ-ი, რომელზედაც შენიშვნის სახით აღინიშნება დაკარგული საფ-ის სერია და ნომერი.“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 24  აგვისტოდან.

დ. გვინდაძე