„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110817003, 23/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010110030.35.151.016061
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
42
16/08/2011
ვებგვერდი, 110817003, 23/08/2011
010110030.35.151.016061
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/08/2011 - 21/09/2011)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2011 წლის 16 აგვისტო

დ. სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტისა, და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. დადგენილ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა:

 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის 18 დადგენილებით განსაზღვრული ფასის 30% -ის ოდენობით;

 2. სხვა უძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზაციო საფასურის 15%-ის ოდენობით წელიწადში;

 3. მოძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზაციო საფასურის 20%-ის ოდენობით წელიწადში.

 მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                 გ.მალანია