„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/09/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110922019, 26/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016066
  • Word
47
21/09/2011
ვებგვერდი, 110922019, 26/09/2011
010260020.35.151.016066
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 47

2011 წლის 21 სექტემბერი

აბა სტეფანწმინდა

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 აგვისტოს №42 დადგენილებაში (სსმ, 23.08.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად“.

ბ) დადგენილების პირველ მუხლში შეიცვალოს პუნქტების ნუმერაცია და ჩამოყალიბდეს ანბანური თანმიმდევრობით, კერძოდ: პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №18 დადგენილებით განსაზღვრული ფასის 30%-ის ოდენობით;

 ბ) სხვა უძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 15%-ის ოდენობით წელიწადში;

 გ) მოძრავ ქონებაზე ამ ქონების საპრივატიზებო საფასურის 20%-ის ოდენობით წელიწადში“.

 მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                         გ.მალანია