დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 135/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110816020, 18/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016172 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2011 - 29/12/2016)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №135 /ნ
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 565 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულების მიერ განხორციელებული საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ იმ დაწესებულებისათვის, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საღვთისმეტყველო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს.
3. ის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს, გათავისუფლდეს ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.სეფერთელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები