დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 173/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017246 |
173/ნ
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
430210000.22.022.017246
„მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 110816020, 18/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016172) და ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, დაიმატოს საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები