სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 312
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110812016, 12/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 13/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016472
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
312
10/08/2011
ვებგვერდი, 110812016, 12/08/2011
040170020.10.003.016472
სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2011 - 27/09/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 312

2011 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

სს საპარტნიორო ფონდის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1.    სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა.თ. ქვეპუნქტის საფუძ­ ველზე დამტკიცდეს თანდართული სს საპარტნიორო ფონდის სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.

 მუხლი 2.    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია 2 წლის განმავლობაში.

 პრემიერ-მინისტრი             . გილაური

 

სსსაპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

       მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 1. სსსაპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსა­ხურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში წესი) შე­მუ­შავებულიასახელმწიფო შესყიდვების შესა­ხებ“ საქართველოს კა­ნონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის..“ ქვეპუნქტის შესა­ბა­მისად და ადგენს სსსაპარტნიორო ფონ­დის“ (შემდგომში სა­წარ­მო) სახსრებით საქონლისა და მომსახუ­რების შესყიდვების სპე­ცი­ალურ წესს.

 2. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვი­თარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ განსაზ­ღვრული შესყიდვების პროცედურები.

 3. საქონლის/მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილება მიი­ღე­ბა ამ წესის შესაბამისად.

 4. ამ წესით შესყიდვისას, ამავე წესით გაუთვალისწი­ნებელი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდებასახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის დებუ­ლებები.

       მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

 ა) შესყიდვა საწარმოს ან საწარმოს შვილობილი ორგა­ნი­ზა­ციის/ორგანიზაციების მიერ თავისი საქმიანობის სპეციფიკას­თან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შო­რის, ტექნიკური ეკონომიკური დასაბუთება (Feasibility study), იუ­რი­დიული მომსახურება, ფინანსური მომსახურება, აუდიტორული, საექ­სპერტო, საკონსულტაციო, ტექნიკური, საინჟინრო, იურიდი­უ­ლი, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა, საპროექტო სამუშაოები და სხვ.);

 ბ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქო­ნელი და მომსახურება საქონელი და მომსახურება, რომლე­ბიც დაკავშირებულია საწარმოს ძირითად საქმიანობასთან, „ა“ ქვე­პუნ­­ქტში მითითებული ინტელექტუალური მომსახურება და აგრეთ­ვე საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა საქონელი და მომსახურება;

 გ) შესყიდვის ობიექტი შესასყიდი საქონელი, მომსახურება;

 დ) ლოტი ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შეს­ყიდვის ობიექტი. პრეტენდენტმა/მონაწილემინადადე­ბა/განა­ცხადი შეიძლება წარადგინოს თავისთვის სასურველ ერთ ან მეტ ლო­ტ­­ზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერ­თი გამარჯვებული;

 ე) საქონელი ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (მათ შორის, ნედლეული, ნაკეთობა, მოწყობილობა, წარმოების სხვა სა­შუალება, მოხმარების საგანი) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანამდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირე­ბულებას;

 ვ) მომსახურება შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინიმომ­სახურება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

 ზ) მიმწოდებელი პირი, რომელმაც საწარმოსთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ;

 თ) ფასთა კოტირება საშუალება საქონლის, მომსახურების შეს­ყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტე­რიუმი და რომელშიც წინადადების/განაცხადის წარდგენის უფლე­ბა აქვთ წინასწარ განსაზღვრულ პოტენციურ მიმწოდებლებს.

       მუხლი 3. შესყიდვის საშუალებები

 1. შესყიდვა ხორციელდება ფასთა კოტირების საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლა­პა­რა­კების საშუალებით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირო­ბა:

 ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირე­ბულება არ აღემატება 50 000 ლარს;

 ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

 გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუ­არესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუა­ტა­ცი­ის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმ­წოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორ­ციე­ლებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემა­ტება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

 დ) ხორციელდება შესყიდული საქონლის ახალი, იმავე ან გაუმ­ჯობესებული პარამეტრების მქონე საქონლით ჩანაცვლება;

 ე) საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილება.

 3. შესყიდვა ასევე შეიძლება განხორციელდეს ტენდერის საშუ­ალებით, რომლის პროცედურებს განსაზღვრავს საწარმოს აღმას­რუ­­ლებელი დირექტორი.

      მუხლი 4. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

 1. შესყიდვის პროცედურას ატარებს სატენდერო კომისია, რო­მელ­საც ქმნის საწარმოს აღმასრულებელი დირექტორი (ყველა შეს­ყიდვისათვის ერთად ან თითოეული შესყიდვისათვის ცალ-ცალკე).

 2. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომი­სიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნ­­და დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თა­­ნაბ­რად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კო­მისიის თავმჯდომარის ხმა.

 3. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რო­მელსაც ხელს აწერენ სხდომის დამსწრე კომისიის წევრები.

      მუხლი 5. წინადადების/განაცხადის უზრუნველყოფის გარანტია

 1. საწარმოს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში პრე­ტენ­დენ­ტებს/მონაწილეებს მოსთხოვოს წინადადების/განაცხადის უზ­რუნ­ველყოფის გარანტია საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის მი­ერ განსაზ­ღვრუ­ლი ოდენობით.

 2. გარანტია არ დაუბრუნდება, თუ პრეტენდენტი/მონაწილე გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს ხელშეკრულების და­დე­ბაზე (ან ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების გასაფორ­მებ­ლად საჭირო ვალდებულებების შესრულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) თავისი წინადადების/განაცხადის მოქმედების ვადის დასრულებამდე.