„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017197
33
21/02/2013
ვებგვერდი, 22/02/2013
040170020.10.003.017197
„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2013 წლის 21 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სს „საპარტნიორო ფონდის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2011 წლის 10 აგვისტოს №312 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/08/2011, სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.016472)  და დადგენილებით დამტკიცებული წესის   პირ­ველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეს წესი არ ვრცელდება სს „საქართველოს რკინიგზაზე“. საქარ­თველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №14 დადგენილებით შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ დამტკიცებული საქონლისა და მომ­სახუ­რების შესყიდვის სპეციალური წესი ძალაში რჩება მისი მოქმედების ვადით, თუ მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ ან ამ ვადის დადგომამდე სს „საქართველოს რკინიგზის“ საქონლისა და მომსახურების  შეს­ყი­დვების სპეციალური/გამარტივებული წესი არ დაამტკიცა საქარ­თ­ვე­ლოს მთავრობამ.

6. სს „საპარტნიორო ფონდის“ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწი­ლე­ობით შექმნილი/არსებული საწარმო(ებ)ი შესყიდვების განხორციელე­ბი­სას ხელმძღვანელობენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონითა და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტე­ბით. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტი­ლება სს „საპარტნიორო ფონდის“ 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწი­ლე­ობით შექმნილი/არსებული საწარმო(ებ)ის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი