სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808022, 12/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
16
29/07/2011
ვებგვერდი, 110808022, 12/08/2011
010250020.35.122.016066
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/08/2011 - 13/01/2012)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2011  წლის 29 ივლისი

ქ. წყალტუბო

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1).

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ლ. შუღლაძე).  

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ.№11) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       მ. საღარეიშვილი

 

დანართი 1

ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

 

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, ცენტრალურ ზონაში შემავალი ტერიტორია

0.5

2

II ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, შუალედურ ზონაში შემავალი ტერიტორია

0.2

3

III ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილებით განსაზღვრულ, პერიფერიულ ზონაში შემავალი ტერიტორია

0,1

4

IV ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,2

5

V ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფო და მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლში, ასევე სოფლებში არსებულ სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,1