სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

  • Word
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016099
  • Word
4
13/01/2012
ვებგვერდი, 23/01/2012
010250020.35.122.016099
სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2012 წლის 13 იანვარი  

ქ. წყალტუბო

სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

განისაზღვროს ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით (დანართი №1), გარდა 250 კვ. მეტრამდე საერთო ფართის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის შემთხვევისა.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივლისის №16 დადგენილება.

    მუხლი 3

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).  

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         მ. საღარეიშვილი

 

დანართი 1

ჯარიმის ოდენობები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზონების მიხედვით

№

ზონა

ზონის აღწერა

ჯარიმის ოდენობა (ლარებში) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე

1

I ზონა

ქ. წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორია

0.3

2

II ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0.2

3

III ზონა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფო და მუნიციპალური მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორივე მხარეს არსებული 50-მეტრიანი ზოლში, ასევე სოფლებში არსებულ სკვერები (ბაღები) და მათ მიმდებარე 50-მეტრიან ზოლში არსებული ტერიტორია

0,1