დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110808021, 12/08/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/10/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016064 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/08/2011 - 03/10/2011)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 32
2011 წლის 1 აგვისტო
დაბა ხარაგაული
დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან /და მსხვილფეხა პირუტყვის დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესების შესახებ
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/ და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ამავე კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინოს და საქმეები განიხილოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) განსაზღვრულმა პირმa.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
დანართი 1
დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესები
მუხლი 1. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მფლობელობაში ჰყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.
მუხლი 2. თვითმმართველი დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვა დასაშვებია მხოლოდ პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
მუხლი 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებულნი არიან:
1. არ დაუშვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარეთ.
2. მკაცრად დაიცვან წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის შენახვის წესები.
მუხლი 4. უმეთვალყურეოდ (უპატრონოდ) მიტოვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის შესაბამისად.
მუხლი 5. აღნიშნული წესის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები