დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/06/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 04/07/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.003.199 |
საქართველოს კანონი
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9 მაისი, 1997, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე პუნქტი:
„46. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი – ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალებები ან მათი კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შეცვლის მიზნით.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამკურნალო საშუალებების, გარდა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატებისა, მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მეშვეობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21პუნქტი:
„21. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას ან რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მეშვეობით.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში სამსახურის ფუნქციებია:
ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება;
ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლი.“.
3. მე-11 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატები საქართველოში რეგისტრაციისათვის არ საჭიროებს სარეგისტრაციო გამოცდებს და რეგისტრირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“;
გ) 24-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 25-ე პუნქტის „ბ.ყ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის შემუშავება;
ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმების დამტკიცება.“.
მუხლი 2
კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 18 ივნისი.
№23–რს
დოკუმენტის კომენტარები