ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110728007, 28/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.016452
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
289
20/07/2011
ვებგვერდი, 110728007, 28/07/2011
300160070.10.003.016452
ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2011 - 08/01/2020)

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება 289

2011 წლის 20 ივლისი

ქ. თბილისი

ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 1.

 „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №965 განკარგულებისა და „სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საკანონმდებლო რეფორმის და ტექნიკური რეგლამენტების მიღების სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №1140 განკარგულების გათვალისწინებით დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხოების შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი)

    მუხლი 2.

საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.

    მუხლი 3.

ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდეგ ბაზარზე განთავსებულ ლიფტებსა და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებზე.

    მუხლი 4.

დადგენილება ამოქმედდეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კოდექსის ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                ნ. გილაური

ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხოების შესახებ

    მუხლი 1

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებულ ლიფტებსა და ამ ლიფტებში გამოსაყენებელ უსაფრთხოების კომპონენტებზე, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია 3 დანართში.

2. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ლიფტი ამწე მოწყობილობაა:

ა) რომელიც ემსახურება სართულებს, აქვს კაბინა, რომელიც მოძრაობს უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 15°‑ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ და განკუთვნილია:

ა.ა) ადამიანების გადასაყვანად;

ა.ბ) ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად;

ა.გ) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, როცა გამყოლს შეუძლია მასში თავისუფლად შესვლა და აღჭურვილია შიგნიდან მართვის ინსტრუმენტებით;

ბ) რომლებიც არ მოძრაობენ უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწვრივ, მაგრამ მოძრაობენ წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით (მაგ: მაკრატელა ლიფტი).

3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ამწე მოწყობილობებზე, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 0.15 მ/წ-ს;

ბ) სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოსაყენებელ ამწე მოწყობილობებზე;

გ) საბაგირო გზებზე, მათ შორის, ფუნიკულიორებზე;

დ) პოლიციური ან/და სამხედრო მიზნებისათვის სპეციალურად წარმოებულ განსაკუთრებული კონსტრუქციის ამწე მოწყობილობებზე;

ე) სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ამწე მოწყობილობებზე;

ვ) შახტის დოლურა ამწე მოწყობილობებზე;

ზ) სცენაზე გამოსაყენებელ ამწე მოწყობილობებზე;

თ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ ამწე მოწყობილობებზე;

ი) მანქანა-მოწყობილობას მიერთებულ ამწე მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სპეციალურ, სამუშაოს შესრულების ადგილზე მისაღწევად;

კ) გადაადგილების სისტემებზე, რომლებიც გადაადგილდებიან კბილა ლარტყისა და კბილანების დახმარებით;

ლ) ესკავატორებსა და მოძრავ გზებზე.

4. თუ ლიფტის ნაწილებზე ვრცელდება სხვა სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, მაშინ ეს ნაწილები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სპეციალური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

    მუხლი 2

ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიფტის დამამზადებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ლიფტის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავსებას, ახორციელებს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას;

ბ) ლიფტის ბაზარზე განთავსება – საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება;

გ) უსაფრთხოების კომპონენტი – კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ლიფტის ექსპლუატაციისას ადამიანისა და ტვირთის უსაფრთხოებას და რომელიც მითითებულია ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართში;

დ) უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი – პირი, რომელიც ახორციელებს უსაფრთხოების კომპონენტის პროექტირებას ან/და წარმოებას, დაიტანს ნიშანდებას და ადგენს შესაბამისობის დეკლარაციას;

ე) სანიმუშო ლიფტი – ლიფტი, რომლის ტექნიკური მონაცემები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები იმ ლიფტებში, რომლებიც შეესაბამება სანიმუშო ლიფტს და რომელშიც დამონტაჟებულია სანიმუშო ლიფტის იდენტური უსაფრთხოების კომპონენტები. ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული ყველა დასაშვები გადახრა (მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობებით) სანიმუშო ლიფტის მახასიათებლებისაგან. უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს გამოთვლებით და/ან გამოთვლითი გეგმების საფუძველზე;

ვ) ნიშანდება – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანდება, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და ასახავს ამ პროდუქტის შესაბამისობას შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტთან;

ზ) შესაბამისობის შემფასებელი პირი – საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილი შესაბამისობის შემფასებელი პირი.

    მუხლი 3

1. ლიფტი და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე და გაშვებული ექსპლუატაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების მიხედვით მათი გამოყენებისას ისინი არ უქმნიან საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ან/და საკუთრებას.

2. ლიფტი და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე და გაშვებული ექსპლუატაციაში, თუ შეესაბამებიან 1 დანართით განსაზღვრულ უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

3. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე და გაშვებული ექსპლუატაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიფტი, რომელშიც ისინი უნდა იყოს დამონტაჟებული, დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ან/და საკუთრებას.

4. არ იკრძალება იმ ლიფტისა და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსება და ექსპლუატაციაში გაშვება, რომლებიც აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

5. არ იკრძალება იმ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსება, რომლებიც დამამზადებლის მიერ შედგენილია შესაბამისობის დეკლარაციის საფუძველზე და განკუთვნილია იმ ლიფტში დასამონტაჟებლად, რომელზეც ვრცელდება ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება.

    მუხლი 4

1. შენობაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის პასუხისმგებელმა პირმა და ლიფტის დამამზადებელმა უნდა აცნობონ ერთმანეთს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტის სათანადო და უსაფრთხო ექსპლუატაციას და მიიღონ ამისათვის ყველა საჭირო ზომა.

2. ლიფტის შახტაში განთავსებული უნდა იყოს მხოლოდ ის მილები, ელექტროგამტარები და არმატურა, რომლებიც საჭიროა ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.

3. ნიშანდებისა და ტექნიკური რეგლამენტის 2 დანართით გათვალისწინებული დეკლარაციის მქონე ლიფტი და უსაფრთხოების კომპონენტები მიიჩნევა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. მათ შორის ის, რომ ისინი შეესაბამებიან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შესაბამისობის შეფასების პროცედურებს, რომლებიც მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლში.

4. ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური მოთხოვნები ან მათი ნაწილი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, თუ ლიფტი ან მისი კომპონენტი დამზადებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული სტანდარტებით.

5. სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ექვემდებარება გამოქვეყნებას.

6. თუ ლიფტს ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს აქვს ნიშანდება, მაგრამ იგი შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის მაღალ დონეს, ასეთი ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ უნდა განთავსდეს ბაზარზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი უკვე განთავსებულია ბაზარზე, უნდა შეჩერდეს მისი ექსპლუატაცია ან ამოღებულ იქნეს ბაზრიდან.

7. შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების საფუძვლები, კერძოდ:

ა) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსრულებლობა;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის არასწორი გამოყენება;

გ) ტექნიკური ხარვეზები, რომლებსაც შეიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის მოთხოვნები და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

8. შესაბამისობის ნიშანდების მქონე ლიფტთან დაკავშირებული დარღვევებისას, თუ დარღვევები გამოწვეულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის ხარვეზებით, ამ შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანო აღნიშნულის შესახებ აცნობებს ლიფტისა და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელს, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას.

    მუხლი 5

1. 3 დანართში მითითებული უსაფრთხოების კომპონენტების მწარმოებელმა:

ა) მათ ბაზარზე განთავსებამდე უნდა:

ა.ა) წარმოადგინოს უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუში შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართის შესაბამისად ტიპის გამოცდის პროცედურის ჩასატარებლად და ტექნიკური რეგლამენტის 9 დანართის მიხედვით წარმოების პროცედურების შემოწმების ჩასატარებლად; ან

ა.ბ) წარმოადგინოს უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუში ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართის შესაბამისად ტიპის გამოცდის პროცედურის ჩასატარებლად და ტექნიკური რეგლამენტის 6 დანართის შესაბამისად იყენებდეს პროდუქტის შემოწმებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას; ან

ა.გ) ტექნიკური რეგლამენტის7 დანართის შესაბამისად იყენებდეს ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემას;

ბ) მათ ბაზარზე განთავსებამდე უნდა დაატანოს ნიშანდება უსაფრთხოების ყოველ კომპონენტზე და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ტექნიკური რეგლამენტის 2 დანართის შესაბამისად; მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული 6, 7, 9 დანართებში გამოყენებული სპეციფიკაციები კონკრეტული სიტუაციის მიხედვით;

გ) შესაბამისობის დეკლარაცია შეინახოს 10 წელი, უსაფრთხოების კომპონენტის ბოლო წარმოების თარიღიდან.

2. ლიფტმა ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიაროს ერთ-ერთი შემდეგი პროცედურა:

ა) თუ ლიფტი დაპროექტებულია იმ ლიფტის შესაბამისად, რომელმაც გაიარა ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართში მითითებული ტიპის გამოცდა, უნდა დამზადდეს, დამონტაჟდეს და შემოწმდეს:

ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის 5 დანართში მითითებული საბოლოო გამოცდით; ან

ა.ბ) ტექნიკური რეგლამენტის 10 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ან

ა.გ) ტექნიკური რეგლამენტის 12 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად.

შენიშვნა: კონკრეტულ ლიფტზე შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, ისე რომელიმე მათგანი, ან რამდენიმე პროცედურის კომბინაცია;

ბ) სანიმუშო ლიფტის შესაბამისად დაპროექტებული ლიფტი, რომელმაც გაიარა გამოცდა ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართის მიხედვით, უნდა დამზადდეს, დამონტაჟდეს და შემოწმდეს:

ბ.ა) ტექნიკური რეგლამენტის 5 დანართში მითითებული საბოლოო ინსპექტირების პროცედურის გამოყენებით; ან

ბ.ბ) ტექნიკური რეგლამენტის 10 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ან

ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტის 12 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად;

გ) თუ ლიფტი დაპროექტებული იყო ტექნიკური რეგლამენტის 11 დანართში მითითებული ლიფტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად, დამატებით გაიარა დაპროექტების შემოწმება და პროექტი სრულად არ შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნებს, მაშინ ის უნდა დამონტაჟდეს, იწარმოოს და დამატებით შემოწმდეს:

გ.ა) საბოლოო გამოცდის მეშვეობით ტექნიკური რეგლამენტის 5 დანართის შესაბამისად; ან

გ.ბ) ტექნიკური რეგლამენტის 10 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ან

გ.გ) ტექნიკური რეგლამენტის 12 დანართში მითითებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად;

დ) ერთეულის დამოწმების პროცედურის საშუალებით შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ტექნიკური რეგლამენტის 8 დანართის შესაბამისად;

ე) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის პროცედურის მეშვეობით ტექნიკური რეგლამენტის 11 დანართის შესაბამისად და პროექტის დამატებითი შემოწმება, თუ პროექტი სრულად არ შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში პროექტის შემმუშავებელმა უნდა წარუდგინოს აგების, დამონტაჟებისა და შემოწმებისათვის პასუხისმგებელ პირს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია იმისათვის, რომ მან შეძლოს მუშაობა სრული უსაფრთხოების პირობებში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში:

ა) ლიფტის დამამზადებელმა უნდა დაიტანოს ნიშანდება ლიფტზე და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც შეიცავს ტექნიკური რეგლამენტის 2 დანართში მითითებულ ინფორმაციას იმ სპეციფიკაციების გამოყენების გათვალისწინებით, რომლებიც აღნიშნულია ტექნიკური რეგლამენტის 5, 8, 10, 11 და 12 დანართებში კონკრეტული სიტუაციის მიხედვით;

ბ) ლიფტის დამამზადებელმა უნდა შეინახოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი 10 წელი, ლიფტის ბაზარზე განთავსების თარიღიდან;

გ) უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ლიფტის შესაბამისობის დეკლარაციისა და საბოლოო გამოცდის ანგარიშის ასლები.

5. თუ ლიფტისა და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებზე ვრცელდება სხვა ტექნიკური რეგლამენტების მოქმედება, რომლებიც ეხება უსაფრთხოების სხვა ასპექტებს, და რომლებიც აგრეთვე ითვალისწინებს ნიშანდების დატანას, მაშინ იგულისხმება, რომ ლიფტი ან უსაფრთხოების კომპონენტი აგრეთვე პასუხობს ტექნიკური რეგლამენტების დებულებებს.

6. თუ ერთი ან რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი აძლევს მწარმოებელს გარდამავალ პერიოდში მისაღები ზომების არჩევის შესაძლებლობას, მაშინ ნიშანდება უნდა უჩვენებდეს მხოლოდ იმ ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობას, რომლებიც გამოყენებულ იქნა ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის მიერ. ამ შემთხვევაში, სრული ინფორმაცია გამოყენებული ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მითითებული უნდა იქნეს დოკუმენტებში, შეტყობინებებსა და ინსტრუქციებში ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვოდეს ლიფტებსა და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებს.

7. თუ ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ასრულებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მაშინ ამ ვალდებულებების შესრულება ეკისრება ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განმთავსებელს.

    მუხლი 6

1. ნიშანდება დაიტანება მკვეთრად და თვალსაჩინოდ ლიფტის ყოველ კაბინაზე ტექნიკური რეგლამენტის 1 დანართის მე‑9 მუხლის შესაბამისად.

2. თუ დადგინდა, რომ ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებლის, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ნიშანდება დატანილია წესების დარღვევით, ისინი ვალდებული არიან აღნიშნული მოიყვანონ ნიშანდების დატანის წინაპირობებთან შესაბამისობაში და მოახდინონ დარღვევათა აღმოფხვრა.

3. თუ შეუსაბამობა არ აღმოიფხვრა, მაშინ შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა შეიზღუდოს ან აიკრძალოს ასეთი ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსება, ან უზრუნველყოს მათი ბაზრიდან ამოღება და აკრძალოს ლიფტის ექსპლუატაცია, რის შესახებაც მან უნდა აცნობოს დაინტერესებულ მხარეებს.

    მუხლი 7

1. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ლიფტის ან/და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსების ან/და ექსპლუატაციის შეზღუდვის შემთხვევაში შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა ორგანომ აღშნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პირს, რომელსაც უარი ეთქვა ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსების თაობაზე.

 დანართი №1

 ძირითადი მოთხოვნები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ლიფტისა და უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებისა და წარმოების დროს

ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიფტი ან უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხეს ლიფტის ან უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობებში. უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი და ლიფტის დამამზადებელი ვალდებული არიან შეაფასონ მათ პროდუქტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მათ მიერ გათვალისწინებულ იქნს შემდგომი წარმოებისა და დაპროექტებისას.

    მუხლი 1. ლიფტის კაბინა

1. კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს სივრცისა და სიმტკიცის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ლიფტის დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ ლიფტის მგზავრების მაქსიმალურ რაოდენობასა და ლიფტის ტვირთამწეობასთან.

2. თუ ლიფტი განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და თუ მისი ზომები საშუალებას იძლევა, კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ მისი კონსტრუქციული თავისებურებანი ხელს არ უშლიდეს შეზღუდული უნარის მქონე პირის შესვლასა და მის მიერ ლიფტის ექსპლუატაციას, ასევე კაბინა უნდა უზრუნველყოფდეს მისადაგების შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია შეზღუდული უნარის მქონე პირის მიერ ლიფტის ექსპლუატაციის გასაადვილებლად.

    მუხლი 2. საკიდი და სამაგრი საშუალებები

1. კაბინის საკიდი და/ან სამაგრი საშუალებები, მოწყობილობები და ნებისმიერი ელემენტები უნდა შეირჩეს და დამონტაჟდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების შესაბამის დონეს, ასევე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი კაბინის ვარდნის რისკი.

2. თუ კაბინა ჩამოკიდებლია ბაგირებით ან ჯაჭვებით, მაშინ გამოყენებული უნდა იყოს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ბაგირი ან ჯაჭვი, რომელთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თავისი ანკერული სამაგრი. ასეთ ბაგირებს და ჯაჭვებს არ უნდა ჰქონდეს შეერთებისა და გადაბმის ადგილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მარყუჟის დასამაგრებლად ან გასაკეთებლად.

    მუხლი 3. ტვირთამწეობის კონტროლი (სიჩქარის გადაჭარბების ჩათვლით)

1. ლიფტი უნდა დაპროექტდეს, დამზადდეს და დამონტაჟდეს იმგვარად, რომ დასაშვები ტვირთამწეობის გადაჭარბებისას გამორიცხული იყოს მის მიერ მოძრაობის დაწყება.

2. ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ლიფტებზე, რომელთა ამძრავი სისტემის კონსტრუქცია გამორიცხავს სიჩქარის გადამეტებას.

3. ჩქაროსნული ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის კონტროლისა და შემზღუდველი მოწყობილობით.

4. ლიფტი, რომელიც მოძრაობს ფრიქციული შკივებით, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნს ამწევი ბაგირების სტაბილური შეჭიდება შკივებთან.

    მუხლი 4. მოწყობილობები

1. ყველა სამგზავრო ლიფტს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ამწევი მოწყობილობა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ლიფტებზე, რომლებშიც საპირწონეები შეცვლილია მეორე კაბინით.

2. ლიფტის დამამზადებელმა უნდა უზუნველყოს, რომ ლიფტის დანადგარები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტისა და საგანგებო სიტუაციების დროს.

    მუხლი 5. მართვის ინსტრუმენტები

1. ლიფტის მართვის ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის, ბაზარზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ზემოაღნიშნული პირების მიერ მათი ექსპლუატაცია გამცილებლის გარეშე.

2. მართვის ინსტრუმენტები და მათი შესაბამისი ფუნქციები უნდა იყოს მკვეთრად აღნიშნული და ადვილად აღქმადი.

3. ლიფტების ჯგუფური გამოძახების სქემები შეიძლება იყოს საერთო ან ურთიერთდაკავშირებული.

4. ელექტრომოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს და შეერთდეს ისე, რომ:

) გამოირიცხოს შესაძლო აღრევა წრედებთან, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ლიფტთან;

) ენერგომომარაგება შეიძლება ჩაირთოს გამოძახების დროს;

) ლიფტის მოძრაობა დამოკიდებული უნდა იყოს ელექტრული უსაფრთხოების მოწყობილობებზე, რომლებიც ჩართულია უსაფრთხოების განცალკევებულ ელექტრულ წრედში;

) ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში არ უნდა წარმოიშვას საფრთხე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

    მუხლი 6. რისკები კაბინის გარეთ მყოფი ადამიანებისათვის

1. ლიფტი უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული იმგვარად, რომ იმ სივრცეში, რომელშიც მოძრაობს ლიფტი, შეღწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ან საგანგებო სიტუაციების დროს. ლიფტის ჩვეულებრივი ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს ამ სივრცეში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში.

2. ლიფტი უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და დამონტაჟებული იმგვარად, რომ თავიდან იქნს აცილებულ ლიფტის ჩამოვარდნა, როდესაც იგი იმყოფება ავარიულ მდგომარეობში.

3. სართულის ბაქნებთან, სადაც წარმოებს ლიფტში შესვლა და გამოსვლა, ლიფტის შახტა აღჭურვილი უნდა იყოს კარებით, რომლის მექანიკური სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის მოცემულ რეჟიმს. ჩასაკეტი მოწყობილობა ჩვეულებრივი ექსპლუატაციის რეჟიმში უნდა გამორიცხავდეს:

) ლიფტის კაბინის ამოძრავებას, თუ ყველა ჩასასხდომი კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარ განზრახულადაა მოქმედებაში მოყვანილი თუ არა;

) ჩასახდომი კარის გაღებას კაბინის მოძრაობის დროს, როცა მას ჯერ არ მიუღწევია ბაქნამდე;

) ლიფტის ღია კარით მოძრაობა დასაშვებია გაჩერებისათვის დადგენილ ზონაში იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილების სიჩქარე კონტროლდება.

 

    მუხლი 7. რისკები ლიფტის კაბინაში მყოფი ადამიანებისათვის

1. ლიფტის კაბინა სრულად შემოზღუდული უნდა იყოს კედლებით, იატაკით და ჭერით და ასევე სრული სიგრძის კარებებით. ამასთან, დატოვებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები. კარები უნდა იყოს დაპროექტებული და დაყენებული იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს კაბინის მოძრაობაში მოყვანა, თუ კარები არ არის დაკეტილი, გარდა იმ მოძრაობისა, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში. კაბინის კარები უნდა რჩებოდეს დაკეტილ მდგომარეობაში, თუ ლიფტი ჩერდება ორ სართულს შორის, როდესაც არსებობს კაბინიდან მისსავე სამოძრაო სივრცეში ვარდნის რისკი.

2. ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელექტრული ინსტრუმენტებისა თუ მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ლიფტს უნდა ჰქონდეს კაბინის თავისუფალი ვარდნისგან ან ზედა მიმართულებით უკონტროლო გადაადგილებისგან დასაცავი მოწყობილობა. კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან დასაცავი მოწყობილობა უნდა მოქმედებდეს კაბინის დაკიდების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად. ეს მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს კაბინის გაჩერებას დადგენილ ტვირთამწეობის რეჟიმში და ლიფტის დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ამ მოწყობილობით გამოწვეული ნებისმიერი გაჩერება არ უნდა იწვევდეს სიჩქარის ისეთ შემცირებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კაბინაში მყოფ მგზავრებს, მიუხედავად დატვირთვის მოცულობისა.

3. ამორტიზატორები უნდა იყოს დაყენებული შახტის ძირსა და კაბინის იატაკს შორის.

4. ლიფტი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოქმედებაში მოყვანა, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოწყობილობა არ იმყოფება სამუშა მდგომარეობაში.

    მუხლი 8. სხვა რისკები

1. ჩასასხდომი და კაბინის კარები, თუ იგი მოტორიზებულია, აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადამიანის დაზიანების რისკს კარების მოძრაობის პროცესში.

2. თუ ჩასასხდომი კარები, შემინული ნაწილების მქონე კარების ჩათვლით, გათვალისწინებულია შენობის ცეცხლისაგან დასაცავად, მაშინ ის უნდა იყოს ცეცხლმედეგი, მისი ხარისხის, საიზოლაციო თვისებების (ალის შეჩერება) და თბოგადაცემის (თბური გამოსხივება) თვალსაზრისით.

3. საპირწონეები უნდა დაყენდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს კაბინასთან შეჯახების ან კაბინაზე ვარდნის ნებისმიერი რისკი.

4. ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს კაბინაში ავარიული შემთხვევისას დარჩენილი მგზავრების გამოყვანის (ევაკუაციის) საშუალებებით.

5. ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალებებით.

6. ლიფტი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტში დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ტემპერატურის გადაჭარბების შემთხვევაში, დასრულოს მოძრაობა და აღარ შეასრულოს ახალი ბრძანება.

7. ლიფტის კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტის ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფილი იყოს ვენტილაცია მგზავრებისათვის.

8. გამოყენების დროს ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტის კაბინა უნდა იყოს განათებული. კაბინაში აგრეთვე უნდა იყოს ავარიული განათება.

9. ამ მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული კავშირის საშუალებები და ავარიული განათება უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ისინი ფუნქციონირებდნენ ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც. მათი მუშაობის პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი იმისათვის, რომ შესრულდეს გათავისუფლების ჩვეულებრივი პროცედურა.

10. ლიფტის მართვის სქემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნს ხანძრის შემთხვევაში, უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ლიფტის გაჩერება გარკვეულ სართულებზე და ამ შემთხვევაში ლიფტს უნდა ჰქონდეს სპეციალური მართვის მექანიზმი სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად.

    მუხლი 9. ინფორმაციის დატანა

1. ლიფტზე დატანილი ინფორმაცია უნდა იყოს მკაფიო და ადვილად არ უნდა იშლებოდეს. მითითებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

) წარმოებლის დასახელებას და მისამართს;

) ნიშანდებას;

) მინიჭებულ სერიას და ტიპს;

) სერიულ ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

) დამზადების წელს;

) თუ ლიფტი მწარმოებლის მიერ დამზადებულია და გამიზნულია ფეთქებასაშიშ გარემოში გამოსაყენებლად, მასზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია;

) ლიფტზე ასევე უნდა იქნს დატანილი სრული ინფორმაცია მისი სახეობის და უსაფრთხო გამოყენების პირობების შესახებ.

2. ყოველ კაბინაზე უნდა დაყენდეს ადვილად შესამჩნევი ფირნიში, რომელზეც მითითებული იქნება დასაშვები ტვირთამწეობა, როგორც კილოგრამებში, სე გადასაყვან მგზავრთა მაქსიმალური რაოდენობით.

3. თუ ლიფტი დაპროექტებულია იმგვარად, რომ კაბინაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ კაბინიდან გამოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები.

    მუხლი 10. ექსპლუატაციის ინსტრუქციები

1. ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართში მითითებულ უსაფრთხოების კომპონენტებს, თან უნდა დაერთოს ინსტრუქცია ნებისმიერ ენაზე, რათა აწყობა, მიერთება, რეგულირება და მომსახურება წარმოებდეს ეფექტიანად და უსაფრთხოდ.

2. ლიფტს თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც შეიძლება შედგენილ იქნეს ნებისმიერ ენაზე. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ლიფტის მომსახურების, შეკეთების, ინსპექტირების, პერიოდული შემოწმებების ჩატარების შესახებ და ინსტრუქციას სამაშველო სამუშაოების შესრულების თაობაზე.

3. ლიფტის მფლობელს ლიფტის ექსპლატაციის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჟურნალი, რომელშიც აღინიშნება ლიფტზე შესრულებული სარემონტო სამუშაოები, და საჭიროების შემთხვევაში, პერიოდული შემოწმებების შედეგები.

 

 დანართი №2

შესაბამისობის დეკლარაცია

1. უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასახელებასა და მისამართს;

გ) უსაფრთხოების კომპონენტის აღწერილობას, მის ტიპს ან სერიას და სერიულ ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) უსაფრთხოების კომპონენტის ფუნქციას, თუ ეს არ არის კომპონენტის აღწერილობაში;

ე) უსაფრთხოების კომპონენტების დამზადების წელს;

ვ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება უსაფრთხოების კომპონენტი;

ზ) შესაბამის შემთხვევაში მითითებას გამოყენებული სტანდარტ(ებ)ის შესახებ;

თ) შესაბამის შემთხვევაში იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ჩაატარა ტიპის გამოცდა ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტის.ა“ და.ბ“ქვეპუნქტების შესაბამისად;

ი) შესაბამის შემთხვევაში მითითება ტიპის გამოცდის სერტიფიკატზე, რომელიც გაცემულია შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ;

კ) შესაბამის შემთხვევაში სერტიფიცირების ორგანოს დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც განახორციელა შემოწმება წარმოების ეტაპზე ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა“ ქვეპუნქტის.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ლ) შესაბამის შემთხვევაში სერტიფიცირების ორგანოს დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა“ ქვეპუნქტის.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეამოწმა დამამზადებლის მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა;

მ) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელით ხელმომწერი პირის მონაცემებს.

2. დამონტაჟებული ლიფტის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) ლიფტის აღწერილობას, მის ტიპს ან სერიას და სერიულ ნომერს, მისამართს, სადაც ლიფტი არის დამონტაჟებული;

გ) ლიფტის დამონტაჟების წელს;

დ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება ლიფტი;

ე) შესაბამის შემთხვევაში მითითებას გამოყენებული სტანდარტ(ებ)ის შესახებ;

ვ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა“ დაბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განახორციელა ტიპის გამოცდა სანიმუშო ლიფტზე;

 ზ) შესაბამის შემთხვევაში მითითებას ტიპის გამოცდის სერტიფიკატზე;

თ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისდ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაატარა ლიფტის დამოწმება;

ი) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა“,ბ“ დაგ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განახორციელა ლიფტის საბოლოო გამოცდა;

 კ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა“,ბ“,გ“ დად“ ქვეპუნქტების შესაბამისად განახორციელა ლიფტის დამამზადებლის მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ინსპექტირება;

ლ) ლიფტის დამამზადებლის ხელმომწერი პირის მონაცემებს.

3. დეკლარაცია შეიძლება შედგენილ იქნეს ნებისმიერ ენაზე.

 დანართი №3

უსაფრთხოების კომპონენტები

1. ჩასასხდომი კარის დასაკეტად განკუთვნილი მოწყობილობები.

2. ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვარდნის გამომრიცხავი მოწყობილობები, რომლებიც გამორიცხავს კაბინის ვარდნას ან ზედა მიმართულებით არარეგულარებად მოძრაობას.

3. სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველები.

4. ენერგიის დამგროვებელი ამორტიზატორები: არასწორხაზოვანი ან უკუქცევითი მოძრაობის ამორტიზაციით, ენერგიის დისიპაციის ამორტიზატორები.

5. უსაფრთხოების მოწყობილობები, დაყენებული ჰიდრავლიკური ძალური წრედის სამაგრებთან (ბუდეებთან), სადაც ისინი გამოიყენება ვარდნის გამაფრთხილებელი მოწყობილობების სახით.

 6. ელექტრული დამცავი მოწყობილობები ავარიული გამომრთველების სახით, რომლებიც ელექტრონულ კომპონენტებს შეიცავენ.

 დანართი 4

 ტიპის გამოცდა

(მოდული B)

1. უსაფრთხოების კომპონენტის ტიპის გამოცდა:

ა) ტიპის გამოცდა არს პროცედურა, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ადასტურებს და გასცემს სერტიფიკატს, რომ წარმოდგენილი უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუში უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან იმ ლიფტის შესაბამისობას, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს კომპონენტი;

ბ) ტიპის გამოცდაზე განაცხადი უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასახელებას იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარედგინება ამ უკანასკნელის მიერ;

ბ.ბ) უსაფრთხოების კომპონენტების დამზადების ადგილს;

ბ.გ) დეკლარაციას წერილობითი ფორმით იმის თაობაზე, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში;

ბ.დ) ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ.ე) უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუშს ან მისი შემოწმების ადგილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დასაბუთებულად მოითხოვოს დამატებითი ნიმუშების შემოწმების მიზნით წარმოდგენა;

გ) ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასების ჩატარება ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან იმ ლიფტის შესაბამისობის შეფასებისათვის, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს კომპონენტი. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

გ.ა) უსაფრთხოების კომპონენტის ზოგად აღწერილობას, მისი გამოყენების სფეროს (შესაბამის შემთხვევებში სიჩქარის, დატვირთვისა და ენერგომომარაგების შესაძლო შეზღუდვებს) და პირობებს (კერძოდ, ფეთქებადსაშიშ გარემოსა და ელემენტებზე ზემოქმედებას);

გ.ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს;

გ.გ) გათვალისწინებულ აუცილებელ მოთხოვნებს და საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო მიზნის მისაღწევად (მაგ: შესაბამისი სტანდარტი);

გ.დ) კომპონენტის დამამზადებლის ხელთ არსებულ გამოცის ან/და გაანგარიშების შედეგებს;

გ.ე) უსაფრთხოების კომპონენტების დამონტაჟების/აწყობის ინსტრუქციის ასლს;

გ.ვ) წარმოების ეტაპზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების კომპონენტის სერიული წარმოებისას მის შესაბამისობას გამოცდაგავლილ უსაფრთხოების კომპონენტან;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:

დ.ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა დაადგინოს, თუ რამდენად პასუხობს იგი დასახულ მიზნებს;

დ.ბ) შეამოწმოს უსაფრთხოების კომპონენტი იმისთვის, რომ შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან;

დ.გ) ჩაატაროს სათანადო შემოწმებები და გამოცდები იმის შესამოწმებლად, რომ უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას ლიფტში სწორად დაყენების შემთხვევაში უსაფრთხოების კომპონენტის ფუნქციების შესრულებისას;

) თუ უსაფრთხოების კომპონენტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, მაშინ სერიფიცირების ორგანომ უნდა გასცეს ტიპის გამოცდის სერიფიკატი. სერიფიკატი უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებლის დასახელებას და მისამართს, დასკვნებს შემოწმების შედეგებზე, სერიფიკატის მოქმედების ვადის ნებისმიერ პირობებს და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას;

) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მიიღონ სერიფიკატის ასლი და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური დოკუმენტაციის და ჩატარებული შემოწმებების, გაანგარიშებისა და გამოცდების დოკუმენტაციის ასლები. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს ტიპის გამოცდის სერიფიკატის გაცემაზე, მან დეტალურად უნდა წარმოადგინოს უარის თქმის მიზეზები;

) უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია აცნობოს შესაბამისობის შემფასებელ პირს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო, ახალი დამატებებისა და ცვლილებების შესახებ, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ ტექნიკურ დოკუმენტაციაში და რომლებიც მან შეიტანა ან გეგმავს, რომ შეიტანოს შემოწმებულ უსაფრთხოების კომპონენტში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს აღნიშნული ცვლილებები და აცნობოს განმცხადებელს, ძალაში რჩება თუ არა ტიპის გამოცდის სერიფიკატი. შესაბამისობის შემფასებელ პირს, თუ იგი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია გამოსცეს თავდაპირველად გაცემულ ტიპის გამოცდის სერტიფიკატისათვის დამატებები ან მოითხოვოს განაცხადის თავიდან წარდგენა;

) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

თ.ა) გაცემული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის შესახებ;

თ.ბ) მის მიერ ანულირებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა აგრეთვე უნდა წარუდგინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია მის მიერ ანულირებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატების შესახებ;

) ტიპის გამოცდის სერტიფიკატები, ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე;

) უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ან ბაზარზე განმთავსებელი პირი ვალდებულია ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად შეინახოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლები და მათი დამატებები უსაფრთხოების კომპონენტის ბოლო დამზადებიდან 10 წლი.

2. ლიფტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატი:

) ტიპის გამოცდა არს პროცედურა, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ადასტურებს და გასცემს სერტიფიკატს, რომ ლიფტი სანიმუშოა;

) ტიპის გამოცდაზე განაცხადი ლიფტის დამამზადებლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს. განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ბ.ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებას და მისამართს;

ბ.ბ) დეკლარაციას წერილობითი ფორმით იმის თაობაზე, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ ორგანოში;

ბ.გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას;

ბ.დ) ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, სადაც სანიმუშო ლიფტი შეიძლება გამოიცადოს;

ბ.ე) სანიმუშო ლიფტი, რომელიც წარმოდგენილია გამოსაცდელად, უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად ნაწილებს და ემსახურებოდეს სულ მცირე სამ სართულს;

) ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ლიფტის შესაბამისობის შეფასება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და ლიფტის პროექტისა და მისი ფუნქციონირების აღქმა. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

გ.ა) ლიფტის წარმოდგენილი ნიმუშის ზოგად აღწერილობას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ლიფტის მკაფიო აღწერილობას, ინფორმაციას სანიმუშო ლიფტის გამოცდის დროს გამოვლენილ ყველა შესაძლო გადახვევის შესახებ;

გ.ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს;

გ.გ) გათვალისწინებულ აუცილებელ მოთხოვნებს და საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იყო მიზნის მისაღწევად (მაგ: შესაბამისი სტანდარტი);

გ.დ) ლიფტში გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასების ასლებს;

გ.ე) ლიფტის დამამზადებლის ხელთ არსებულ გამოცდის ან/და გაანგარიშების შედეგებს;

გ.ვ) ლიფტის გამოყენების ინსტრუქციის ასლს;

გ.ზ) მონტაჟის ეტაპზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტის სერიული წარმოებისას მის შესაბამისობას დირექტივის მოთხოვნებთან;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა:

დ.ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რათა დაადგინოს, თუ რამდენად პასუხობს იგი დასახულ მიზნებს;

დ.ბ) შეამოწმოს წარმოდგენილი სანიმუშო ლიფტი იმისთვის, რომ შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან;

დ.გ) ჩაატაროს სათანადო შემოწმებები და გამოცდები იმის შესამოწმებლად, რომ ლიფტის დამამზადებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

) თუ წარმოდგენილი სანიმუშო ლიფტი შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს, მაშინ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერიფიკატი უნდა შეიცავდეს ლიფტის დამამზადებლის დასახელებას და მისამართს, დასკვნებს შემოწმების შედეგებზე, სერიფიკატის მოქმედების ვადის ნებისმიერ პირობებს და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას;

) შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს და სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს შეუძლიათ მიიღონ სერიფიკატის ასლი და დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტაციის და ჩატარებული შემოწმებების, გაანგარიშებისა და გამოცდების დოკუმენტაციის ასლები. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს ტიპის გამოცდის სერიფიკატის გაცემაზე, მან დეტალურად უნდა წარმოადგინოს უარის თქმის მიზეზები;

) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამისობის შემფასებელ პირს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ახალი დამატებებისა და ცვლილებების შესახებ, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, და რომლებიც მან შეიტანა ან გეგმავს, რომ შეიტანოს შემოწმებულ ლიფტში; შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს აღნიშნული ცვლილებები და აცნობოს განმცხადებელს, ძალაში რჩება თუ არა ტიპის გამოცდის სერიფიკატი. შესაბამისობის შემფასებელ პირს, თუ იგი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია გამოსცეს თავდაპირველად გაცემულ ტიპის გამოცდის სერტიფიკატისათვის დამატებები ან მოითხოვოს განაცხადის თავიდან წარდგენა;

) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

თ.ა) გაცემული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის შესახებ;

თ.ბ) მის მიერ ანულირებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა აგრეთვე უნდა წარუდგინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია მის მიერ ანულირებული ტიპის გამოცდის სერტიფიკატების შესახებ;

) ტიპის გამოცდის სერტიფიკატები, ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე;

კ) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია, 10 წელი შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლები და მათი დამატებები. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც წარმოებული იქნება ბოლო ლიფტი სანიმუშო ლიფტის შესაბამისად.

 დანართი №5

 საბოლოო გამოცდა

1. საბოლოო გამოცდა არს პროცედურა, რომლის საშუალებითაც ლიფტის დამამზადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ლიფტი, რომელიც გაშვებულია ექსპლუატაციაში, აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ლიფტის დამამზადებელმა უნდა დაიტანოს ნიშანდება ყოველი ლიფტის კაბინაზე და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

2. ლიფტის დამამზადებელი ღებს ყველა ზომას, რომლებიც საჭიროა ექსპლუატაციაში გასაშვები ლიფტის სანიმუშო ლიფტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც აღწერილია ტიპის სერტიფიკატში, და ლიფტის გამართულობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან ლიფტის შესაბამისობას.

3. ლიფტის დამამზადებელი უნდა ინახავდეს შესაბამისობის დეკლარაციის ასლს და საბოლოო გამოცდის სერიფიკატს, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-6 პუნქტში, 10 წლი ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვების თარიღიდან.

4. ლიფტის დამამზადებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ახორციელებს ექსპლუატაციაში გასაშვები ლიფტის საბოლოო გამოცდას. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლში მითითებული სტანდარტებით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდები ან განახორციელოს ზემოხსენებული გამოცდების ევივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილ იქნს ლიფტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან. გამოცდებმა და შემოწმებებმა უნდა მოიცვას:

) დოკუმენტაციის შემოწმება ლიფტის შესაბამისობის განსაზღვრისათვის სანიმუშო ლიფტთან, რომელიც სერტიფიცირებულია ტექნიკური რეგლამენტის 4 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის სწორად დამონტაჟებისა და მისი გამართული ფუნქციონირების შესამოწმებლად ლიფტის მუშაოა უნდა შემოწმდეს დატვირთვის გარეშე და მაქსიმალური დატვირთვის დროს:

ბ.ა) ლიფტის დატვირთვის გარეშე და მაქსიმალური დატვირთვის დროს მუშაობის შემოწმება ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში დამცავი მოწყობილობების გამართული ფუნქციონირებისათვის;

ბ.ბ) სტატიკური გამოცდების ჩატარება, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დასაშვებ ტვირთამწეობაზე 1,25ჯერ მეტი დატვირთვით.

5. გამოცდების ჩატარების შემდეგ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს დაზიანების არსებობის თვალსაზრისით,მაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ექსპლუატაციაზე.

6. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

) ლიფტის სრული გეგმა;

) ნახაზები და სქემები, რომლებიც საჭიროა საბოლოო გამოცდისათვის, კერძოდ, მართვის სქემების დიაგრამები;

) ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ასლები.

7. თუ ლიფტი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა დაიტანოს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ნიშანდების გვერდით და დაადგს საბოლოო გამოცდის სერტიფიკატ ჩატარებული შემოწმებებისა და გამოცდების ჩვენებით.

8. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს საბოლოო გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე, მან დეტალურად უნდა წარმოადგინოს უარის თქმის მიზეზები და წარდგინოს რეკომენდაციები პროდუქტის შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად. თუ ლიფტის დამამზადებელი წარადგენს განმეორებით განაცხადს საბოლოო გამოცდის ჩატარებისათვის, მან განაცხადი უნდა წარუდგინოს იმავე შესაბამისობის შემფასებელ პირს.

9. საბოლოო გამოცდები სერტიფიკატი და საბოლოო გამოცდის პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.

 დანართი 6

პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა

(მოდული E)

1. პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა არს პროცედურა, რომლის დროსაც უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი, რომელიც აკმყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აცხადებს, რომ უსაფრთხოების კომპონენტები შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპს და აგრეთვე აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს, ხოლო ლიფტი, რომელშიც უსაფრთხოების კომპონენტები იქნება სწორად დამონტაჟებული, შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა დაატანოს ნიშანდება თითოეულ უსაფრთხოების კომპონენტს და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც პასუხისმგებელია ზედამხედველობისათვის, ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. დამამზადებელმა უნდა გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უსაფრთხოების კომპონენტის საბოლოო ინსპექტირებისათვის და ჩაატაროს გამოცდები ამ დანართის მე‑3 პუნქტის მიხედვით და იგი უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა:

) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა უნდა წარდგინოს განაცხადი მის მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებაზე მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა.ა) უსაფრთხოების კომპონენტის თაობაზე გამოცემულ ყველა შესაბამის ინფორმაციას;

ა.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ა.გ) დამტკიცებული უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლებს;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემით უნდა გამოიცადოს თითოეული უსაფრთოების კომპონენტი და უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდები ან მათი ევივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის მიერ მიღებული ყველა პირობა, მოთხოვნები და დებულებები უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და ინახებოდეს მოწესრიგებული ფორმით, წერილობით გაფორმებული ზომების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაციამ უნდა უზრუნველყოს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელობისა და ანგარიშების აღქმადობა, კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიზნებს;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ მმართველობითი რგოლის უფლება-მოვალეობებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას და პასუხისმგებლობებს;

ბ.გ) დამზადების შემდეგ ჩასატარებელ შემოწმებებსა და გამოცდებს;

ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანობის შემოწმების ხერხებს;

ბ.ე) ხარისხობრივ ჩანაწერებს, როგორიცაა შემოწმებების ანგარიშები და გამოცდის მონაცემები, დაკალიბრების მონაცემებ, მომსახურე პერსონალის მომზადების და გამოცდების შესახებ ჩანაწერები;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და დაადგინოს აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ნერგავს შესაბამის სტანდარტებს, უნდა მიიჩნიოს ამ დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად. აუდიტის ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ ერთი სპეციალისტ, რომელსაც აქვს ლიფტის მოწყობილობების დამზადების ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელ საწარმოში მისვლას. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელს. აღნიშნული შეტყობინება უნდა შედგებოდეს გამოცდის დასკვნებისა და დასაბუთებულშეფასების გადაწყვეტილებისაგან;

) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი პასუხისმგებელია განახორციელოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შენარჩუნება შესაბამისი და ეფექტური სახით. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, ზემოაღნიშნულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ყველა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წარდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, შეესაბამება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა აცნობოს უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილებების შესახებ. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შეფასების დასკვნებს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს შეფასების შედეგების თაობაზე.

4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობა:

) ზედამხედველობის მიზანია იმის დადასტურება, რომ უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი სათანადოდ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან;

) უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირი შემოწმების მიზნით უნდა დაუშვას გამოცდების ჩასატარებელ ადგილზე, პროდუქტის ტესტირებისა და შენახვის ადგილებზე და უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციით, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაციით;

ბ.ბ) ტექნიკური დოკუმენტაციით;

ბ.გ) ხარისხობრივი ჩანაწერებით, მათ შორის, შემოწმების აქტებით, გამოცდების შედეგებით, დაკალიბრების მონაცემებით და ინფორმაციით პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

) შესაბამისობის შემფასებელ ორგანო პერიოდულად უნდა ატარებდეს აუდიტს, რათა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი ინარჩუნებდეს და იყენებდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. ორგანომ უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელს უნდა გადასცეს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე;

) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორცილოს დაუგეგმავი ვიზიტები უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს გამოცდები ხარისხის ურუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი.

5. უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელმა, ბოლო უსაფრთხოების კომპონენტის დამზადებიდან 10 წლი უფლებამოსილ ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის ა.გ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია;

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში მითითებული განახლებები;

) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტსა და ამ დანართის მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტებში.

6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებსა და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

 დანართი 7

 ხარისხის კომპლექსური უზრუნველყოფა

(მოდული H)

1. ხარისხის სრული უზრუნველყოფა არს პროცედურა, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების კომპონენტები შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ხოლო ლიფტი, რომელშიც ისინი მართებულად მონტაჟდება, აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვებს.

2. უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა დაიტანოს ნიშანდება უსაფრთხოების ყოველ კომპონენტზე და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს ამ დანართის მე-5 პუნქტი განსაზღვრული ინსპექტირებისათვის პასუხისმგებელი შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი.

3. დამამზადებელმა უნდა უზრუნველყოს სერტიფიცირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტბის, წარმოების და საბოლოო გამოცდის ეტაპებისთვის და ჩაატაროს შემოწმებები ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად და დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

4. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა:

) დამამზადებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებისათვის შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა.ა) ყველა შესაბამის ინფორმაციას უსაფრთხოების კომპონენტების შესახებ;

ა.ბ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფდეს იმ ლიფტის, რომელშიც ისინი მონტაჟდება, შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. დამამზადებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა და დებულება უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული და სისტემატიზებული წერილობითი ფორმით, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს ხარისხის მისაღები ზომების აღქმადობას, მათ შორის ისეთების, როგორიცაა ხარისხის შენარჩუნების პროგრამები/გეგმები, სახელმძღვანელოები და ხარისხის მაჩვენებლების ჩანაწერები, კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ მმართველობითი რგოლის უფლებამოვალეობებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებასა და ხარისხის უზრუნველყოფის განხორციელებასთან;

ბ.ბ) ტექნიკურ საპროექტო დოკუმენტაციას, გამოსაყენებელი სტანდარტების ჩათვლით, ხოლო თუ სტანდარტები სრულად არ იქნება გამოყენებული, მაშინ საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უსაფრთხოების კომპონენტების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის ძირითად მოთხოვნებთან;

ბ.გ) დაპროექტების კონტროლის და დამოწმების მეთოდების აღწერას, პროცესებსა და სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც გამოიყენება უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტების დროს;

ბ.დ) შესაბამისი წარმოების, ხარისხის კონტროლის და უზრუნველყოფის საშუალებების გამოსაყენებელი პროცესებისა და სისტემატური ქმედებების აღწერას;

ბ.ე) დაპროექტების, წარმოებისა და წარმოების შემდგომ ეტაპებზე ჩასატარებელი გამოცდებისა და ტესტირებების, ასევე მათი ჩატარების სიხშირეს;

ბ.ვ) ჩანაწერებს, როგორიცაა ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების ანგარიშები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს;

ბ.ზ) დაპროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგის და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალებებს;

) შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ის უნდა ასახავდეს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობას. აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც გააჩნია ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს საწარმოს ადგილზე შემოწმებას. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

) უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი პასუხისმგებელია ხარისხის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის ეფექტიან შენარჩუნებას. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიცირება ყველა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წადგენილი ცვლილებები და მიიღს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

5. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა:

) ზედამხედველობის მიზანია უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების დადასტურება;

) დამამზადებელმა შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი დაპროექტების, წარმოების, შემოწმებებისა და ტესტირებების ეტაპებსა და შენახვის ადგილებზე და უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაპროექტების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, გათვლები და შედეგები;

ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის წარმოების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგებზე;

დ) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორცილოს დაუგეგმავი ვიზიტები უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ხარისხის ურუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი.

6. უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბოლო უსაფრთხოების კომპონენტის დამზადებიდან 10 წლი, უფლებამოსილ ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი;

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები;

) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-4 პუნქტის და მე-5 პუნქტის და ქვეპუნქტებში.

შენიშვნა: თუ უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ვერ წარმოადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მაშინ ეს ვალდებულება გადადის აღნიშნული კომპონენტის ბაზარზე განმთავსებელზე.

7. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებასა და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხარისხის სრული უზრუნველყოფის პროცედურები შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.

 დანართი 8

ერთეულის დამოწმება

(მოდული G)

1. ერთეულის დამოწმება არს პროცედურა, რომლის დახმარებითაც ლიფტის დამამზადებელი უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ბაზარზე განსათავსებელი, ამ დანართის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის სერტიფიკატის მქონე ლიფტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. ლიფტის დამამზადებელმა უნდა დაიტანოს ნიშანდება ლიფტის კაბინაზე და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია.

2. ლიფტის დამამზადებელმა უნდა წარუდგინოს განაცხადი მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს ერთეულის დამოწმებისათვის. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებას, მისამართსა და ლიფტის დაყენების ადგილს;

ბ) წერილობით დადასურებას იმის შესახებ, რომ ანალოგიური განაცხადი არ იყო წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან;

გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას.

3. ტექნიკური დოკუმენტაციის მიზანია ლიფტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და მისი დაპროექტების, დაყენებისა და ექსპლუატაციის პირობების შესწავლის უზრუნველყოფა. დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) ლიფტის ზოგად აღწერილობას;

ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს;

გ) შესაბამის შემთხვევაში აუცილებელ მოთხოვნებს და შესაბამის ქმედებებს მათ შესასრულებლად (მაგ: შესაბამისი სტანდარტი);

დ) ლიფტის დამამზადებლის მიერ ჩატარებული ნბისმიერი გამოცდის ან გაანგარიშების შედეგებს;

ე) ლიფტის ექსპლუატაციის ინსტრუქციის ასლს;

ვ) ლიფტში გამოყენებული უსაფრთხოების კომპონენტების ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლებს.

4.

ა) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს ლიფტი და ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ჩაატაროს სათანადო გამოცდები ან ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ევივალენტური გამოცდები, რათა დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან;

) თუ ლიფტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა ნიშანდების გვერდით და ჩატარებული გამოცდების საფუძველზე გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი;

) შესაბამისობის შემფასებელი პირი შემოწმების შედეგების ამსახველ მონაცემებს შეიტანს ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ ლიფტის ჟურნალში;

) თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე, მან უნდა მიუთითოს უარის მიზეზები და წარმოადგინოს რეკომენდაციები შესაბამისობის მიღწევის შესახებ. თუ ლიფტის დამამზადებელი განმეორებით წარმოადგენს განაცხადს შემოწმების ჩატარებისათვის, მან უნდა წარუდგინოს განაცხადი იმავე შესაბამისობის შემფასებელ პირს.

5. შესაბამისობის სერტიფიკატი, ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია ერთეულის დამოწმების პროცედურების შესახებ შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.

6. ლიფტის დამამზადებელმა ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი უნდა შეინახოს ლიფტის ბაზარზე განთავსების თარიღიდან 10 წლი.

დანართი 9

ტიპთან შესაბამისობის დადგენა შერჩევითი შემოწმებით

(მოდული C)

1. ტიპთან შესაბამისობა არს პროცედურა, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების კომპონენტი შეესაბამება ტიპის სერტიფიკატში მითითებულ ტიპს და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ხოლო ლიფტი, რომელშიც ისინი მართებულადაა დაყენებული, შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თითოეულ უსაფრთხოების კომპონენტზე უნდა დაიტანო ნიშანდება და შეადგინო შესაბამისობის დეკლარაცია.

2. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა საწარმოო პროცესმა უზრუნველყოს დამზადებული უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობა ტიპის სერტიფიკატში მითითებულ ტიპთან და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან.

3. უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა, მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან ბაზარზე განმთავსებელმა შესაბამისობის დეკლარაციის ასლი უნდა შეინახოს ბოლო უსაფრთხოების კომპონენტის დამზადებიდან 10 წლი.

4.

) დამმზადებლის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ არჩეულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა ჩაატაროს უსაფრთხოების კომპონენტების პერიოდული შემოწმება. უსაფრთხოების კომპონენტის შერჩეულ ნიმუშს უნდა ჩაუტარდეს სათანადო გამოცდები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ან ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ევივალენტური გამოცდები, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ შემოწმებული უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები;

) უსაფრთხოების კომპონენტების შემოწმებისას მხედველობაში უნდა იქნს მიღებული პირობები, რომლებიც განისაზღვრება იმ შესაბამისობის შემფასებელი პირების ერთობლივი შეთანხმებით, რომლებიც ახორციელებენ ამ პროცედურებს და ეს პირობები უნდა იყოს შემუშავებული ტექნიკუი რეგლამენტის 3 დანარში განსაზღვრული უსაფრთხოების კომპონენტების მახასიათებლების მიხედვით;

) დამამზადებელმა უსაფრთხოების კომპონენტზე უნდა დაიტანოს შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი წარმოების პროცესში.

5. ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია შერჩევითი შემოწმებების პროცედურების შესახებ, რომლებიც მოცემულია ამ დანართის მე-4 პუნტში, შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.

 

 

 

 დანართი 10

 პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა ლიფტისათვის

(მოდული E)

1.

) პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა არს პროცედურა, რომლის დროსაც ლიფტის დამამზადებელი აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ დამონტაჟებული ლიფტი შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში მითითებულ ტიპს და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს;

) ლიფტის დამამზადებელმა თითოეულ ლიფტზე უნდა დაიტანოს ნიშანდება და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ლიფტის დამამზადებელს უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ლიფტის საბოლოო გამოცდა და გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა:  

) ლიფტის დამამზადებელმა განაცხადი მისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასების თაობაზე უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა.ა) ყველა შესაბამის ინფორმაციას ლიფტის შესახებ;

ა.ბ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ;

ა.გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას დამტკიცებულ ლიფტზე, ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლებს;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად თითოეული ლიფტი უნდა შემოწმდეს და გამოიცადოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ან ჩატარდეს ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ევივალენტური გამოცდები, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებს;

ბ.ბ) ორგანიზციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიფტის ხარისხზე;

ბ.გ) ლიფტის ბაზარზე განთავსებამდე ჩასატარებელი შემოწმებებისა და გამოცდების შესაბამის აღწერას ტექნიკური რეგლამენტის 5 დანართის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შესამოწმებელი საშუალებების აღწერას;

ბ.ე) ხარისხის მაჩვენებლის ჩანაწერებს, როგორიცაა ინსპექტირებისა და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მონაცემები;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობა ამ დანართის მე-3 მუხლის ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და დაადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობა შესაბამის სტანდარტთან. აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს, როგორც წარმოების, ისე ლიფტის დამონტაჟების ადგილზე შემოწმებას. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია ხარისხის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის ეფექტიან შენარჩუნებას. ლიფტის დამამზადებელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიცირება, ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობოს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა:

) ზედამხედველობის მიზანია ლიფტის დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან მისი შესაბამისობის დადასტურება;

) დამამზადებელმა შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი დაპროექტების, წარმოების, შემოწმებებისა და ტესტირებების ეტაპებზე და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ლიფტის დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე;

) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორცილოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამონტაჟების ადგილებში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის ურუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი.

5. ლიფტის დამამზადებელმა ბოლო ლიფტის დამზადებიდან 10 წლი უფლებამოსილ ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტი;

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები;

) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტებში.

6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებსა და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

 დანართი 11

ხარისხის სრული უზრუნველყოფა ლიფტისათვის

(მოდული H)

1.

) ხარისხის სრული უზრუნველყოფა ლიფტისათვის არს პროცედურა, რომლის საშუალებითაც ლიფტის დამამზადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ლიფტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;

) ლიფტის დამამზადებელმა თითოეულ ლიფტზე უნდა დაიტანოს ნიშანდება და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ლიფტის დამამზადებელს უნდა ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლიფტის საბოლოო გამოცდა და გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა:  

) ლიფტის დამამზადებელმა განაცხადი მისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასების თაობაზე უნდა წარუდგინოს მის შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა.ა) ყველა შესაბამის ინფორმაციას ლიფტის შესახებ, კერძოდ, ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს კავშირი ლიფტის დაპროექტებასა და ექსპლუატაციას შორის, რამაც საშუალება უნდა მისცეს შესაბამისობის შემფასებელ პირს, დაადგინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ა.ბ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ორგანიზციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებებს და უფლებამოსილებებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიფტის ხარისხისათვის;

ბ.ბ) ტექნიკურ საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის, გამოყენებულ სტანდარტებს, და თუ სტანდარტები სრულად არ არის გამოყენებული, საშუალებებს, რომლებითაც მიღწეულ იქნა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;

ბ.გ) დაპროექტების, მართვისა და შემოწმების პროცესებისა და სისტემატური ზომების მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული ლიფტის დაპროექტებისას;

ბ.დ) მასალების, მოწყობილობებისა და კვანძების დროს ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების შედეგებს;

ბ.ე) აწყობის, დაყენებისა და ხარისხის მართვის, პროცესებისა და სისტემატური ზომების მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული;

ბ.ვ) შემოწმებებისა და გამოცდების შედეგებს, რომლებიც იქნება ჩატარებული ლიფტის დამონტაჟებამდე (დაყენების პირობების კონტროლი; შახტები, მოწყობილობების განლაგება), დამონტაჟებისას და მის შემდგომ (მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული უკანასკნელი გამოცდების ჩათვლით);

ბ.ზ) ხარისხის მაჩვენებლის ჩანაწერებს, როგორიცაა ინსპექტირებისა და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მონაცემები;

ბ.თ) მოთხოვნილი პროექტისა და მონტაჟის ხარისხის მიზნების მიღწევის ზედამხედველობას და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანობას;

) დაპროექტების ინსპექტირებას:

გ.ა) თუ პროექტი მთლიანად არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა დაადგინოს პროექტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ შესაბამისობა დადასტურდა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ლიფტის ამამზადებლზე გასცემს პროექტის გამოცდის სერტიფიკატს მასში მოქმედების ვადისა და სერტიფიცირებული პროექტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემების ჩვენებით;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასება:

დ.ა) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩითვლება, თუ ხარისხის უზრუნველყოფის სიტემა დანერგილია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;

დ.ბ) აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წარმოების, ისე ლიფტის დამონტაჟების ადგილზე შემოწმებას;

დ.გ) გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის ეფექტიან შენარჩუნებას. ლიფტის დამამზადებელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიცირება, ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა:

) ზედამხედველობის მიზანია ლიფტის დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან მისი შესაბამისობის დადასტურება;

) დამამზადებელმა შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი დაპროექტების, წარმოების, აწყობის, დამონტაჟების და შემოწმებების ეტაპებზე და ასევე დასაწყობების ადგილებზე და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაპროექტების ნაწილთან დაკავშირებული ჩანაწერები, ანალიზის, გაანგარიშებებისა და გამოცდის ჩანაწერები;

ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, მათ შორის, ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს მიწდებასა და დამონტაჟებას, ინსპექტირების ანგარიშებ, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემებ და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ლიფტის დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე;

) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორცილოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამამზადებელ და ამწყობ საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის უუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი.

5. ლიფტის დამამზადებელმა ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლი უფლებამოსილ ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში;

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები;

) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში და მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტებში.

შენიშვნა: თუ ლიფტის დამამზადებელი წარმოადგენს ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას, მაშინ ეს ვალდებულება გადადის აღნიშნული კომპონენტის ბაზარზე განმთავსებელზე.

6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებსა და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია ხარისხის სრული უზრუნველყოფის პროცედურების შესახებ შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.

 დანართი 12

წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა

(მოდული D)

1.

ა) წარმოების ხარისხის უზრუნველყოფა არს პროცედურა, რომლის საშუალებითაც ლიფტის დამამზადებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უზრუნველყოფს და აცხადებს, რომ ლიფტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს;

ბ) ლიფტის დამამზადებელმა თითოეულ ლიფტზე უნდა დაიტანოს ნიშანდება და შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. ნიშანდებას თან უნდა ახლდეს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

2. ლიფტის დამამზადებელს უნდა ჰქონდეს წარმოების, დამონტაჟების, ლიფტის საბოლოო გამოცდისა და გამოცდების დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ლიფტის საბოლოო გამოცდა და გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა:  

) ლიფტის დამამზადებელმა განაცხადი თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებისათვის უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა.ა) ყველა შესაბამის ინფორმაციას ლიფტის შესახებ;

ა.ბ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე;

ა.გ) აღიარებული ტიპის ტექნიკრ დოკუმენტაციას და ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ასლს;

) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ორგანიზციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებებს და უფლებამოსილებებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიფტის ხარისხისათვის;

ბ.ბ) დამზადების, ხარისხის კონტროლის, ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებების, სისტემატური ზომებისა და მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული;

ბ.გ) გამოცდებს და შემოწმებებს, რომლებიც ტარდება დამონტაჟებამდე, დამონტაჟებისას და დამონტაჟების შემდგომ ტექნიკური რეგლამენტის -5 დანართის მე-4 პუქტის ქვეპუნქტი შესაბამისად;

ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, მათ შორის, ჩანაწერებს გამოცდისა და დაკალიბრების შესახებ და ინფორმაციას შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

ბ.ე) ლიფტის სათანადო ხარისხის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიღწევის მონიტორინგის საშუალებებს;

) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩითვლება, თუ ხარისხის უზრუნველყოფის სიტემა დანერგილია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით:

გ.ა) აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს წარმოების ადგილზე შემოწმებას;

გ.ბ) გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას;

) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის ეფექტიან შენარჩუნებას. ლიფტის დამამზადებელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც ჩაატარა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიცირება ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა:

) ზედამხედველობის მიზანია ლიფტის დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან მისი შესაბამისობის დადასტურება;

) დამამზადებელმა შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი წარმოების, აწყობის, დამონტაჟების და შემოწმებების ეტაპებზე და ასევე დასაწყობების ადგილებზე და უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ:

ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;

ბ.გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ლიფტის დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე;

გ) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორცილოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამამზადებელ და ამწყობ საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის ურუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი.

5. ლიფტის დამამზადებელმა უკანასკნელი ლიფტის დამზადებიდან 10 წლი უფლებამოსილ ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია:

) დოკუმენტაცია, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტ;

) ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები;

) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითბულია ამ დანართის მე-3 პუნქტის ქვეუნქტსა და მე-4 პუნქტის და ქვეპუნქტებში.

6. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცებსა და დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ტექნიკური დოკუმენტაცია და ინფორმაცია ხარისხის სრული უზრუნველყოფის პროცედურების შესახებ შეიძლება შედგენილ იქნს ნებისმიერ ენაზე.