დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 302 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/06/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023508 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ლიფტის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/07/2011, 300160070.10.003.016452) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ლიფტი წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს და მის ზედამხედველობას, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედელობის სააგენტო.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1). |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხოების შესახებ
|
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებულ ლიფტებსა და ამ ლიფტებში გამოსაყენებელ უსაფრთხოების კომპონენტებზე, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია №3 დანართში. 2. ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ლიფტი ამწე მოწყობილობაა: ა) რომელიც ემსახურება სართულებს, აქვს კაბინა, რომელიც მოძრაობს უძრავად დამაგრებული და ჰორიზონტალური სიბრტყისადმი 15°-ზე მეტად დახრილი მიმმართველების გასწვრივ და განკუთვნილია: ა.ა) ადამიანების გადასაყვანად; ა.ბ) ადამიანებისა და ტვირთის გადასაზიდად; ა.გ) ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში, როცა გამყოლს შეუძლია მასში თავისუფლად შესვლა და აღჭურვილია შიგნიდან მართვის ინსტრუმენტებით; ბ) რომლებიც არ მოძრაობენ უძრავად დამაგრებული მიმმართველების გასწვრივ, მაგრამ მოძრაობენ წინასწარ განსაზღვრული მიმართულებით (მაგ:, მაკრატელა ლიფტი). 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ამწე მოწყობილობებზე, რომელთა სიჩქარე არ აღემატება 0.15 მ/წმ-ს; ბ) სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოსაყენებელ ამწე მოწყობილობებზე; გ) საბაგირო გზებზე, მათ შორის, ფუნიკულიორებზე; დ) პოლიციური ან/და სამხედრო მიზნებისათვის სპეციალურად წარმოებულ განსაკუთრებული კონსტრუქციის ამწე მოწყობილობებზე; ე) სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ სპეციალურ ამწე მოწყობილობებზე; ვ) შახტის დოლურა ამწე მოწყობილობებზე; ზ) მხატვრულ/კულტურულ წარმოდგენებში მსახიობების ასაწევად გამოსაყენებელ ამწე მოწყობილობებზე; თ) სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ ამწე მოწყობილობებზე; ი) მანქანა-მოწყობილობას მიერთებულ ამწე მოწყობილობებზე, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ სპეციალურ, სამუშაოს შესრულების ადგილზე მისაღწევად, მათ შორის მანქანა-დანადგარის სარემონტო და საინსპექციო ადგილებამდე მისაღწევად; კ) გადაადგილების სისტემებზე, რომლებიც გადაადგილდებიან კბილა ლარტყისა და კბილანების დახმარებით; ლ) ესკავატორებსა და მოძრავ გზებზე. 4. თუ ლიფტზე ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებზე ვრცელდება სხვა სპეციალური ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ფარავს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რისკებს, მაშინ ეს ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სპეციალური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები 1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კაბინა – ლიფტის ის ნაწილი, რომლითაც ადამიანები ან/და ტვირთი უშუალოდ გადაადგილდება აწევის ან დაწევის დროს; ბ) ლიფტის დამამზადებელი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ლიფტის დაპროექტებას, წარმოებას, დამონტაჟებას და ბაზარზე განთავსებას; გ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე პირველად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, ლიფტის მიწოდება გამოსაყენებლად კომერციული აქტივობის ფარგლებში სასყიდლით ან უსასყიდლოთ; დ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი – კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ლიფტის ექსპლუატაციისას ადამიანისა და ტვირთის უსაფრთხოებას და რომელიც მითითებულია ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართში; ე) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი – ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აპროექტებს ან/და ამზადებს ან აპროექტებინებს ან/და ამზადებინებს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს და უწევს თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით რეალიზაციას; ვ) სანიმუშო ლიფტი – ლიფტი, რომლის ტექნიკური მონაცემები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ტექნიკური რეგლამენტის I დანართით განსაზღვრული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები იმ ლიფტებში, რომლებიც შეესაბამება სანიმუშო ლიფტს და რომელშიც დამონტაჟებულია სანიმუშო ლიფტის იდენტური ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები; ზ) ავტორიზებული წარმომადგენელი – საქართველოში შესაბამისი ფორმით დარეგისტრირებული, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ლიფტის დამამზადდებლის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის მიერ წერილობით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს მისი სახელით სპეციალური დავალებების შესასრულებლად; თ) იმპორტიორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის სხვა ქვეყნიდან საქართველოს ბაზარზე განთავსებას; ი) დისტრიბუტორი –მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მწარმოებელს ან იმპორტიორს და, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს ბაზარზე; კ) ეკონომიკური ოპერატორი – ლიფტის დამამზადებელი, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი და დისტრიბუტორი; ლ) ტექნიკური სპეციფიკაციები – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი; მ) გამოთხოვა – ლიფტთან მიმართებაში გამოთხოვა ნიშნავს ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ლიფტის დემონტაჟისა და უსაფრთხო განადგურებისკენ, ხოლო ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტთან მიმართებაში ნიშნავს ნებისმიერ ზომას, რომელიც მიმართულია ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტის დაბრუნებისკენ, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ლიფტის დამამზადებლის ან საბოლოო მომხმარებლისთვის; ნ) ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა – ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ნებისმიერი მიწოდება კომერციული საქმიანობის ფარგლებში დისტრიბუციის ან გამოყენებისათვის, სასყიდლით ან უსასყიდლოთ. 2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები. მუხლი 3. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა 1. ლიფტი უნდა იყოს გაშვებული ექსპლუატაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ დამონტაჟების, მოვლის და დანიშნულების მიხედვით მისი გამოყენებისას ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 2. ლიფტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 3. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები უნდა იყოს განთავსებული ბაზარზე და გაშვებული ექსპლუატაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, როდესაც ისინი დამონტაჟებულია ლიფტში. 4. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს და უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ ლიფტი, რომელშიც აღნიშნული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები არის დამონტაჟებული, აკმაყოფილებდეს აღნიშნულ მოთხოვნებს. 5. სავაჭრო ბაზრობებზე, გამოფენებზე ან მსგავს ღონისძიებებზე/ჩვენებებზე დასაშვებია ლიფტების ან ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების გამოფენაზე განთავსება, რომლებიც არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს იმ პირობით, რომ მათზე დატანილი იქნება ხილული ნიშანი, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ ისინი არ არიან შესაბამისობაში ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან და არ მოხდება მათი ბაზარზე განთავსება მანამ, სანამ ისინი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი. აღნიშული ღონისძიებების დროს პირთა დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების სათანადო ზომები. 6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა ლიფტების გამოყენებისას, მოსარგებლე პირების დაცვისთვის, იმ პირობით, რომ არ მოხდება ლიფტების ამ ტექნიკური რეგლამენტით გაუთვალისწინებელი მოდიფიცირება. მუხლი 4. შენობება-ნაგებობები რომლებშიც ლიფტებია დამონტაჟებული 1. შენობაში სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის პასუხისმგებელმა პირმა და ლიფტის დამამზადებელმა უნდა აცნობონ ერთმანეთს იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტის სათანადო და უსაფრთხო გამოყენებას დანიშნულების მიხედვით და მიიღონ ამისათვის ყველა საჭირო ზომა. 2. ლიფტის შახტაში განთავსებული უნდა იყოს მხოლოდ ის მილები, ელექტროგამტარები და არმატურა, რომლებიც საჭიროა ლიფტის დანიშნულების მიხედვით უსაფრთხო გამოყენებისთვის. მუხლი 5. შესაბამისობის პრეზუმფცია ლიფტები და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები, რომლებიც შეესაბამება სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოქვეყნებული სტანდარტებით ან მათი ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიიჩნევა, რომ ასევე შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრულ ჯანმრთელოებისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც ფარავს აღნიშნული სტანდარტები ან მათი ნაწილები. მუხლი 6. შესაბამისობის შეფასების პროცედურები 1. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ბაზარზე განთავსებამდე უნდა დექვემდებაროს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ შესაბამისობის შეფასების პროცედურას: ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუში უნდა წარედგინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის შესაბამისად, ტიპის გამოცდის პროცედურის ჩასატარებლად და ტიპთან შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის №9 დანართში მითითებული შემთხვევითი შემოწმებით; ბ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუში უნდა წარედგინოს ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის შესაბამისად ტიპის გამოცდის პროცედურის ჩასატარებლად და უნდა დაექვემდებაროს ტექნიკური რეგლამენტის №6 დანართის შესაბამისად პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებულ ტიპთან შესაბამისობის პროცედურას; ან გ) ტექნიკური რეგლამენტის №7 დანართის შესაბამისად, ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემას. 2. ლიფტმა ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა გაიაროს ერთ-ერთი შემდეგი პროცედურა: ა) თუ ლიფტი დაპროექტებულია იმ სანიმუშო ლიფტის შესაბამისად, რომელმაც გაიარა ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართში მითითებული ტიპის გამოცდა, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისობის შეფასების პროცედურა: ა.ა) ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართში მითითებული საბოლოო გამოცდა; ან ა.ბ) ტექნიკური რეგლამენტის №10 დანართში მითითებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა; ან ა.გ) ტექნიკური რეგლამენტის №12 დანართში მითითებული წარმოების ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა. ბ) თუ ლიფტი დაპროექტებულია ტექნიკური რეგლამენტის №11 დანართში მითითებული დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისობის შეფასების პროცედურა: ბ.ა) საბოლოო გამოცდა ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის შესაბამისად; ან ბ.ბ) ტექნიკური რეგლამენტის №10 დანართში მითითებული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა; ან ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტის №12 დანართში მითითებული წარმოების ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა; გ) ტექნიკური რეგლამენტის №8 დანართში მითითებულ ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობა ლიფტებისათვის; დ) ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემის პროცედურის მეშვეობით და ტექნიკური რეგლამენტის №11 დანართის შესაბამისად პროექტის შემოწმების პროცედურა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც ლიფტის დაპროექტებასა და წარმოებაზე და ლიფტის დამონტაჟებასა და ტესტირებაზე პასუხისმგებელი პირი არ არის ერთი და იგივე, ლიფტის მწარმოებელი ვალდებულია ლიფტის დამამზადებელს მიაწოდოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია სწორი და უსაფრთხო დამონტაჟებისა და ტესტირების უზრუნველსაყოფად. პროექტის შემმუშავებელმა უნდა წარუდგინოს აგების, დამონტაჟებისა და შემოწმებისათვის პასუხისმგებელ პირს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია იმისათვის, რომ მან შეძლოს მუშაობა სრული უსაფრთხოების პირობებში. ყველა დასაშვები გადახრა სანიმუშო ლიფტსა და სანიმუშო ლიფტის მიხედვით წარმოებულ ლიფტის შემადგენელ ნაწილებს შორის უნდა იყოს ნათლად მითითებული ტექნიკურ დოკუმენტაციაში, მაქსიმალური და მინიმალური ზღვრების მითითებით. გაანგარიშებით ან/და საპროექტო გეგმების საფუძველზე დასაშვებია აღჭურვილობის სპექტრის მსგავსების დემონსტრირება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მუხლი 7. შესაბამისობის დეკლარაცია 1. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა უთითებდეს, რომ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. 2. შესაბამისობის დეკლარაციას უნდა ჰქონდეს ტექნიკური რეგლამენტის №2 დანართში მოცემული სტრუქტურა, უნდა შეიცავდეს ტექნიკური რეგლამენტის №5 – №12 დანართებში მითითებულ შესაბამის ელემენტებს და მუდმივად ახლდებოდეს. იგი უნდა შედგეს ან ითარგმნოს და ნოტარიულად იქნეს დამოწმებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის შეფასების დოკუმენტის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. 3. შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ სპეციფიკაციების გამოყენების შესახებ, რომლებიც აღნიშნულია ტექნიკური რეგლამენტის №5, №8, №10, №11 და №12 დანართებში კონკრეტული სიტუაციის მიხედვით. 4. თუ ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ექვემდებარება ერთზე მეტ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც მოითხოვს შესაბამისობის დეკლარაციის შედგენას, უნდა შედგეს ერთი შესაბამისობის დეკლარაცია, ყველა ასეთი ტექნიკური რეგლამენტისათვის. ეს დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. 5. შესაბამისობის დეკლარაციის შედგენისას მწარმოებელი იღებს პასუხისმგებლობას ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ხოლო ლიფტის დამამზადებელი იღებს პასუხისმგებლობას ლიფტის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. მუხლი 8. ინფორმაციის დატანის ვალდებულება 1. ლიფტზე დატანილი უნდა იყოს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ჩართული იყო ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროცედურაში: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართში მოცემული საბოლოო გამოცდა; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №8 დანართში მოცემული ერთეულის დამოწმება; გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №10-№12 დანართებში მოცემული ხარისხის უზრუნველყოფა. 2. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე დატანილი უნდა იყოს იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ჩართული იყო ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროცედურაში: ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის №6 დანართში მოცემული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა; ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №7 დანართში მოცემული ხარისხის სრული უზრუნველყოფა; გ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №9 დანართში მოცემული ტიპის შესაბამისობა ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების შემთხვევითი შემოწმებით. 3. შესაბამისობის შემფასებელი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა იყოს დატანილი თავად ამ ორგანოს მიერ ან მწარმოებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის ან ლიფტის დამამზადებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ შესაბამისობის შემფასებელი პირის ინსტრუქციების შესაბამისად. პროდუქტზე ასევე შესაძლოა დატანილი იყოს ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უთითებს სპეციალურ რისკზე ან გამოყენებაზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ლიფტის კაბინაზე და ლიფტის უსაფრთხოების თითოეულ კომპონენტზე დატანილი უნდა იყოს ცხადად, მკაფიოდ და წაუშლელად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის დატანა უშუალოდ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე ვერ ხერხდება, ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ეტიკეტზე, რომელიც განუყოფლად არის მიმაგრებული ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტზე. 5. ამ მუხლით გათვალიწინებული ინფორმაცია უნდა იყოს დატანილი ქართულ ენაზე, ლიფტის და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებამდე. მუხლი 9. ლიფტის დამამზადებლის ვალდებულებები 1. ლიფტის ბაზარზე განთავსებისას ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ლიფტი დაპროექტებულია, აგებულია, დამონტაჟებულია და გამოცდილია ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად. 2. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და განახორციელოს შესაბამისი შესაბამისობის შეფასების პროცედურა ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. როდესაც ლიფტის შესაბამისობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან დადასტურებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პროცედურით, ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს და ლიფტს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია. 3. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამის შემთხვევებში ხარისხის ან/და ტიპის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 4. მომხმარებლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, როდესაც ლიფტის მიერ შექმნილი რისკის განსაზღვრისათვის აუცილებელია, ლიფტის დამამზადებელმა უნდა გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრებისა და შეუსაბამო ლიფტების შესახებ ინფორმაციის შემცველი რეესტრი. 5. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ლიფტზე დატანილია ტიპის, პარტიის, სერიის ნომერი ან სხვა ნიშანი, რომელიც ლიფტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. 6. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია ლიფტზე დაიტანოს თავისი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება. მისამართი უნდა უთითებდეს კონკრეტულ ადგილს, სადაც შესაძლოა ლიფტის დამამზადებელთან დაკავშირება. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 7. ლიფტის დამამზადებელმა ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებისას უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები, რომლებიც გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით. 8. ლიფტის დამამზადებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ექსპლუატაციაში გაშვებული ლიფტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა ლიფტი მოიყვანოს შესაბამისობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ზედამხედველობის ორგანოს შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. 9. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია ინსპექტირების ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მატერიალურად ან ელექტრონულად წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ლიფტის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ლიფტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად არის გატარებული. მუხლი 10. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის ვალდებულებები 1. როდესაც ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ახორციელებს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებას, ის უნდა დარწმუნდეს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი დაპროექტებულია და წარმოებულია ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის შესაბამისად. 2. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შეადგინოს ტექნიკური დოკუმენტაცია და უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით განახორციელოს ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა. როდესაც ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებთან დადასტურებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურით, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც უნდა დაერთოს პროდუქტს. 3. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია, შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამის შემთხვევებში ხარისხის ან/და ტიპის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 4. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ინარჩუნებდეს ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამ შემთხვევაში ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია გაითვალისწინოს პროდუქტის დიზაინში ან მახასიათებლებში და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებში ან სხვა ტექნიკურ მარეგულირებელ ნორმებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა საშუალებითაც დადასტურებულია შესაბამისობა. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მიერ შექმნილი რისკის გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შემცველი რეესტრი. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია ამ პუნქტში აღნიშნული მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორსა და ლიფტის დამამზადებელს. 5. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც იძლევა პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დაიტანება ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ეტიკეტზე. 6. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, საფოსტო მისამართი, რომელზეც მასთან დაკავშირება არის შესაძლებელი. მისამართი უნდა უთითებდეს კონკრეტულ ადგილს, სადაც შესაძლოა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელთან დაკავშირება. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება, ამ პუნქტში მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად ეტიკეტზე. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 7. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები, რომლებიც გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლით. აღნიშნული ინსტრუქციები, ისევე როგორც ნებისმიერი ნიშანდება, დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წარუშლელად. 8. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა მოიყვანოს ის შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან შეუსაბამო ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტი წარმოქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 9. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ინსპექტირების ორგანოს მატერიალურად ან ელექტრონულად წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. მუხლი 11. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები 1. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი და ლიფტის დამამზადებელი უფლებამოსილია წერილობითი მინდობილობის საფუძველზე დანიშნოს ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელსაც ექნება მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უფლებამოსილებისა. 2. ავტორიზებული წარმომადგენელი ვალდებულია განახორციელოს მისთვის ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის ან ლიფტის დამამზადებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილები, მათ შორის: ა) შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია, ხოლო შესაბამის შემთხვევაში ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის ან ლიფტის დამამზადებლის ხარისხის სისტემის შესაბამისობის მოწმობა და ტექნიკური დოკუმენტაცია ლიფტისა და ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში; ბ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ინსპექტირების ორგანოს სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ლიფტებისა და ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის თაობაზე; გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან, ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლიფტებისა და ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტებით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. მუხლი 12. იმპორტიორის ვალდებულებები 1. იმპორტიორი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისი ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები. 2. იმპორტიორი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის მიერ განხორციელებულია ამ რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების პროცედურა, შედგენილია შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია, პროდუქტზე დატანილია ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაბამის შემთხვევაში თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ასევე, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, როდესაც იმპორტიორი ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ განათავსოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ბაზარზე ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხესი იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს და შესაბამის ინსპექტირების ორგანოს. 3. იმპორტიორი ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე დაიტანოს საკუთარი სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საფოსტო მისამართი, რომელზეც შესაძლებელია მასთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლების გამო აღნიშნული შეუძლებელია, ამ პუნქტში მოცემული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაში. საკონტაქტო ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. იმპორტიორი ვალდებულია, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს თან დაურთოს ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციები ქართულ ენაზე. 5. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ლიფტის უსაფრთხოების კოომპონენტების შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები შეესაბამება ამ რეგლამენტის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 6. რისკის შემცველი ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის არსებობის შემთხვევაში, იმპორტიორი ვალდებულია საბოლოო მომხმარებლის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმება, გამოიკვლიოს, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოოს საჩივრების, შეუსაბამობების და პროდუქტების ამოღების ან/და გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შემცველი რეესტრი და დისტრიბუტორებს და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს აცნობოს ნებისმიერი მსგავსი ტიპის მონიტორინგის შედეგების თაობაზე. 7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული პროდუქტის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი გამოითხოვოს ან ამოიღოს ბაზრიდან ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტი წარმოქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 8. იმპორტიორი ვალდებულია, შეინახოს შესაბამისობის დეკლარაცია და შესაბამის შემთხვევაში ხარისხის ან/და ტიპის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება ტექნიკური დოკუმენტაცია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 9. იმპორტიორი ვალდებულია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ინსპექტირების ორგანოს მატერიალურად ან ელექტრონულად წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის შესაბამისობის დასადასტურებლად. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის იმპორტიორი ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტით გამოწვეული რისკების აღმოსაფხვრელად. მუხლი 13. დისტრიბუტორის ვალდებულებები 1. დისტრუბუტორი ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. დისტრიბუტორი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უზრუნველყოს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტზე დატანილია ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, თან ახლავს შესაბამისობის დეკლარაცია, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია, ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე. ასევე დარწმუნდეს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მოთხოვნებს, ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ზომა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. იმ შემთხვევაში, როდესაც ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხეს დისტრიბუტორი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს და იმპორტიორს. 3. დისტრიბუტორი ვალდებულია უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი ინარჩუნებდეს ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგალმენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა აუცილებელი მაკორექტირებელი ზომა აღნიშნული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში პროდუქტი გამოითხოვოს ან/და ამოიღოს ბაზრიდან ან/და განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მაკორექტირებელი ზომები. როდესაც ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტი წარმოქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ინსპექტირების ორგანოს აღნიშნული რისკის შესახებ დეტალურად, შეუსაბამობისა და მიღებული ნებისმიერი მაკორექტირებელი ღონისძიების შესახებ. 5. დისტრიბუტორი ვალდებულია, შეინახოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც აუცილებელია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის დასადასტურებლად. დისტრიბუტორი, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ინსპექტირების ორგანოსთან ყველა გატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად. მუხლი 14. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის ვალდებულებების გავრცელება იმპორტიორსა და დისტრიბუტორზე იმპორტიორი და დისტრიბუტორი ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ჩაითვლება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლად და მათზე გავრცელდება ამ რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის ვალდებულებები, იმ შემთხვევებში, როდესაც მათ მიერ პროდუქტი ბაზარზე განთავსდა საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშანით ან განხორციელდა ბაზარზე განთავსებული პროდუქტის იმგვარი გადაკეთება, რამაც ზეგავლენა მოახდინა ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. მუხლი 15. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია ეკონომიკურ ოპერატორი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მიწოდებიდან 10 წლის განმავლობაში შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი; ბ) ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც მან მიაწოდა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი. მუხლი 16. ლიფტის და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასებაზე უფლებამოსილი პირები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ლიფტის და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს. მუხლი 17. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის ცენტრი ვალდებულია, შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის შესაბამისობის შემფასებელი პირების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები – აკრედიტაციის სფერო. მუხლი 18. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მოთხოვნებს. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ იურიდიულ პირს. 3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული ლიფტისგან ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანო, რომელიც გაწევრიანებულია ბიზნესასოციაციაში ან პროფესიულ ფედერაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ან ჩართულია ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დაპროექტებაში, წარმოებაში, მოწოდებაში, აწყობაში, გამოყენებასა ან მომსახურებაში, უფლებამოსილია განახორციელოს ამ ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასება, თუ დაამტკიცებს დამოუკიდებლობასა და ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პერსონალი, არ უნდა იყოს იმ ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამპროექტებელი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, მყიდველი, მესაკუთრე, მომხმარებელი ან მომსახურების გამწევი, რომელსაც თავად აფასებს, ან, რომელიმე ამ პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი. აღნიშნული არ კრძალავს შეფასებული ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მისი საქმიანობისთვის ან პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი, მისი ხელმძღვანელობა და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი შესაბამისობის შეფასების პროცესში განხორციელებულ ქმედებებზე, პირდაპირ არ უნდა იყოს ჩართული ამ ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დაპროექტებაში ან წარმოებაში, მარკეტინგში, დამონტაჟებაში, გამოყენებაში ან მომსახურების გაწევაში, ასევე არ უნდა წარმოადგენდეს იმ პირს, რომელიც ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში. შესაბამისობის შემფასებელი პირი არ უნდა იყოს ჩართული ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს შესაბამისობის შეფასების პროცესში მისი გადაწყვეტილების ობიექტურობასა ან/და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება საკონსულტაციო მომსახურებაზე. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისი შვილობილი საწარმოები და ქვეკონტრაქტორების საქმიანობა გავლენას არ ახდენდეს მათ მიერ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების ჩატარების კონფიდენციალურობაზე, ობიექტურობასა ან მიუკერძოებლობაზე. 5. შესაბამისობის შემფასებელი პირი და მისი პერსონალი ვალდებულია განახორციელონ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებები კეთილსინდისიერად, გააჩნდეთ საჭირო ტექნიკური კომპეტენცია სპეციფიკურ სფეროში და თავისუფალნი იყვნენ ფინანსური ან/და ნებისმიერი ზეწოლისაგან ან მოტივაციისგან, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ განსჯაზე ან შესაბამისობის შეფასების შედეგებზე, განსაკუთრებით იმ პირებთან ან პირთა ჯგუფთან მიმართებაში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ღონისძიებების შედეგებით. 6. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს ტექნიკური რეგლამენტის №4-№12 დანართებით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების იმ ღონისძიებების შესრულება, რომლებისთვისაც აქვს აკრედიტაცია, იმის მიუხედავად, ამ დავალებებს ასრულებს უშუალოდ თუ მესამე პირის მეშვეობით. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს საშუალებები შესაბამისობის შეფასების პროცედურებთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული ქმედებების განსახორციელებლად, მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა საჭირო მოწყობილობა ან აღჭურვილობა. შესაბამისობის შემფასებელ პირს მისი აკრედიტაციის სფეროში შემავალი თითოეული ტიპის ან კატეგორიის ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის და თითოეული შესაბამისობის შეფასების პროცედურებისთვის ნებისმიერ დროს უნდა გააჩნდეს: ა) პერსონალი, რომელსაც გააჩნია ტექნიკური ცოდნა და საკმარისი და სათანადო გამოცდილება შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის; ბ) პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, რაც უზრუნველყოფს ამ პროცედურების გამჭვირვალობას და განმეორებით ჩატარების შესაძლებლობას. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს სათანადო პოლიტიკა და პროცედურები მის მიერ აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული ქმედებების სხვა ქმედებებისგან გასამიჯნად; გ) პროცედურები იმ ქმედებების შესასრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ დაგეგმილი საქმიანობის ზომას, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურას, ტექნოლოგიის სირთულის დონეს და წარმოების პროცესის მასობრივ ან სერიულ ხასიათს. 7. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შესაბამისობის შეფასების ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პერსონალს: ა) გავლილი ჰქონდეს ტექნიკური და თეორიული ტრენინგი, რომელიც მოიცავს ყველა იმ შესაბამისობის შეფასების პროცედურას, რომლისთვისაც შესაბამისობის შემფასებელი პირი აკრედიტებულია; ბ) ჰქონდეს შესაბამისობის შეფასების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი ცოდნა და სათანადო უფლებამოსილება შეფასების განსახორციელებლად; გ) ჰქონდეს აუცილებელი მოთხოვნების, შესაბამისი სტანდარტების და კანონმდებლობის შესახებ სათანადო ცოდნა; დ) შეეძლოს იმ სერტიფიკატების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მომზადება, რომლებიც ადასტურებენ შეფასების განხორციელებას. 8. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისობის შემფასებელი პირის, მისი ხელმძღვანელობისა და შეფასებაზე პასუხისმგებელი პერსონალის მიუკერძოებლობა. შესაბამისობის შემფასებელი პირის ხელმძღვანელობისა და შემფასებელი პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩატარებული შეფასებების რაოდენობაზე ან ამ შეფასებების შედეგებზე. 9. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა. 10. შესაბამისობის შემფასებელი პირის პერსონალი ვალდებულია დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, ყველა იმ ინფორმაციასთან მიმართებით, რომლის მოპოვებაც ხდება ტექნიკური რეგლამენტის №4-№12 დანართებით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო უფლებების დაცვა. მუხლი 19. შესაბამისობის შემფასებელი პირის შვილობილი კომპანიები და ქვეკონტრაქტორები 1. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი, შესაბამისობის შეფასების პროცესში განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეკონტრაქტორი ან მისი შვილობილი კომპანია აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს და ამის შესახებ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხს აგებს მისი ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათი დაფუძნების ადგილის მიუხედავად. 3. შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია, ქვეკონტრაქტორს ან შვილობილ საწარმოს ფუნქციები გადასცეს მხოლოდ დამკვეთის თანხმობის შემთხვევაში. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქვეკონტრაქტორის ან შვილობილი კომპანიის კვალიფიკაციის შეფასებას და მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ამ ტექნიკური რეგლამენტის №4-№12 დანართების ფარგლებში. მუხლი 20. შესაბამისობის შემფასებელი პირის ვალდებულებები 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის №4-№12 დანართებში მოცემული შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამისობის შეფასებები განახორციელოს პროპორციულად, ეკონომიკური ოპერატორებისთვის არასაჭირო ტვირთის დაკისრების გარეშე, დაგეგმილი საქმიანობის ზომის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურის, ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნოლოგიური სირთულის და წარმოების პროცესის მასობრივი ან სერიული ხასიათის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებისას შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის შეფასების დასადასტურებლად მოთხოვნილი უსაფრთხოებისა და სიზუსტის ხარისხი. 3. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამამზადებლის ან ლიფტის დამამზადებლის მიერ არ არის დაკმაყოფილებული შესაბამისი სტანდარტების ან ტექნიკური სპეციფიკაციების მოთხოვნები, იგი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და არ გასცეს სერტიფიკატი. 4. თუ სერტიფიკატის გამოცემის ან დამტკიცების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შესაბამისობის მონიტორინგის პროცესში, შესაბამისობის შემფასებელი პირი აღმოაჩენს, რომ ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი აღარ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია მწარმოებელს მოსთხოვოს სათანადო მაკორექტირებელი ზომების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. 5. თუ არ იქნა მიღებული სათანადო მაკორექტირებელი ზომები ან მიღებულ ზომებს არ აქვს საჭირო ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შესაბამისად შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს დამტკიცების გადაწყვეტილება. მუხლი 21. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება 1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) სერტიფიკატის ან დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების გაცემაზე უარის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ; ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რაც გავლენას ახდენს აკრედიტაციის სფეროს მასშტაბსა და პირობებზე; გ) მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტაციის ფარგლებში განხორციელებული შესაბამისობის შეფასების და ნებისმიერი სხვა ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ტრანსასაზღვრო ღონისძიებების ან/და მის მიერ ქვეკონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. 2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს, რომლებიც ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ახორციელებენ იმავე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებას, მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისობის შეფასების ნეგატიური და მოთხოვნის შემთხვევაში, პოზიტიური შედეგების შესახებ.
დანართი №1
ძირითადი მოთხოვნები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ლიფტისა და უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებისა და წარმოების დროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიფტი ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი შეიცავს საფრთხეს ლიფტის ან ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული ექსპლუატაციის პირობებში. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი და ლიფტის დამამზადებელი ვალდებული არიან შეაფასონ მათ პროდუქტთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მათ მიერ გათვალისწინებულ იქნეს შემდგომი წარმოებისა და დაპროექტებისას. ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებთან მიმართებით იქ, სადაც შესაბამისი რისკი არსებობს და არ განიხილება ამ დანართში, გამოიყენება „მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში − მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი) I დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები. ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ვრცელდება მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნები. მუხლი 1. ლიფტის კაბინა 1. კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს სივრცისა და სიმტკიცის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ლიფტის დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ ლიფტის მგზავრების მაქსიმალურ რაოდენობასა და ლიფტის ტვირთამწეობასთან. 2. თუ ლიფტი განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და თუ მისი ზომები საშუალებას იძლევა, კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ მისი კონსტრუქციული თავისებურებანი ხელს არ უშლიდეს შეზღუდული უნარის მქონე პირის შესვლასა და მის მიერ ლიფტის ექსპლუატაციას, ასევე კაბინა უნდა უზრუნველყოფდეს მისადაგების შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია შეზღუდული უნარის მქონე პირის მიერ ლიფტის ექსპლუატაციის გასაადვილებლად. მუხლი 2. საკიდი და სამაგრი საშუალებები 1. კაბინის საკიდი და/ან სამაგრი საშუალებები, მოწყობილობები და ნებისმიერი ელემენტები უნდა შეირჩეს და დამონტაჟდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების შესაბამის დონეს, ასევე მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი კაბინის ვარდნის რისკი გამოყენების პირობების, გამოყენებული მასალების და წარმოების პირობების გათვალისწინებით. 2. თუ კაბინა ჩამოკიდებულია ბაგირებით ან ჯაჭვებით, მაშინ გამოყენებული უნდა იყოს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ბაგირი ან ჯაჭვი, რომელთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თავისი ანკერული სამაგრი. ასეთ ბაგირებს და ჯაჭვებს არ უნდა ჰქონდეთ შეერთებისა და გადაბმის ადგილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია მარყუჟის დასამაგრებლად ან გასაკეთებლად. მუხლი 3. ტვირთამწეობის კონტროლი (სიჩქარის გადაჭარბების ჩათვლით) 1. ლიფტი უნდა დაპროექტდეს, დამზადდეს და დამონტაჟდეს იმგვარად, რომ დასაშვები ტვირთამწეობის გადაჭარბებისას გამორიცხული იყოს მის მიერ მოძრაობის დაწყება. 2. ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ლიფტებზე, რომელთა ამძრავი სისტემის კონსტრუქცია გამორიცხავს სიჩქარის გადამეტებას. 3. ჩქაროსნული ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს სიჩქარის კონტროლისა და შემზღუდველი მოწყობილობით. 4. ლიფტი, რომელიც მოძრაობს ფრიქციული შკივებით, უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამწევი ბაგირების სტაბილური შეჭიდება შკივებთან. მუხლი 4. მოწყობილობები 1. ყველა სამგზავრო ლიფტს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ამწევი მოწყობილობა. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ლიფტებზე, რომლებშიც საპირწონეები შეცვლილია მეორე კაბინით. 2. ლიფტის დამამზადებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ლიფტის დანადგარები და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მომსახურების, რემონტისა და საგანგებო სიტუაციების დროს. მუხლი 5. მართვის ინსტრუმენტები 1. ლიფტის მართვის ინსტრუმენტები, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული უნარის მქონე პირებისათვის, ბაზარზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ზემოაღნიშნული პირების მიერ მათი ექსპლუატაცია გამცილებლის გარეშე. 2. მართვის ინსტრუმენტები და მათი შესაბამისი ფუნქციები უნდა იყოს მკვეთრად აღნიშნული და ადვილად აღქმადი. 3. ლიფტების ჯგუფური გამოძახების სქემები შეიძლება იყოს საერთო ან ურთიერთდაკავშირებული. 4. ელექტრომოწყობილობა უნდა დამონტაჟდეს და შეერთდეს ისე, რომ: ა) გამოირიცხოს შესაძლო აღრევა წრედებთან, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ლიფტთან; ბ) ენერგომომარაგება შეიძლება ჩაირთოს გამოძახების დროს; გ) ლიფტის მოძრაობა დამოკიდებული უნდა იყოს ელექტრული უსაფრთხოების მოწყობილობებზე, რომლებიც ჩართულია უსაფრთხოების განცალკევებულ ელექტრულ წრედში; დ) ელექტრომოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში არ უნდა წარმოიშვას საფრთხე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მუხლი 6. რისკები კაბინის გარეთ მყოფი ადამიანებისათვის 1. ლიფტი უნდა იყოს დაპროექტებული და დამზადებული იმგვარად, რომ იმ სივრცეში, რომელშიც მოძრაობს ლიფტი, შეღწევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ან საგანგებო სიტუაციების დროს. ლიფტის ჩვეულებრივი ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს ამ სივრცეში ადამიანის შეღწევის შემთხვევაში. 2. ლიფტი უნდა იყოს დაპროექტებული, დამზადებული და დამონტაჟებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ლიფტის ჩამოვარდნა, როდესაც იგი იმყოფება მის ერთ-ერთ უკიდურეს პოზიციაში. აღნიშნული მიიღწევა თავისუფალი სივრცის დატოვებით უკიდურესი პოზიციის მიღმა. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევებში წინასწარი თანხმობის საფუძველზე, განსაკუთრებით არსებულ შენობებში, როდესაც აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია სხვა შესაბამისი ზომები შეიძლება იქნეს მიღებული რისკის თავიდან ასაცილებლად. 3. სართულის ბაქნებთან, სადაც წარმოებს ლიფტში შესვლა და გამოსვლა, ლიფტის შახტა აღჭურვილი უნდა იყოს კარებით, რომლის მექანიკური სიმტკიცე უნდა შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის მოცემულ რეჟიმს. ჩასაკეტი მოწყობილობა ჩვეულებრივი ექსპლუატაციის რეჟიმში უნდა გამორიცხავდეს: ა) ლიფტის კაბინის ამოძრავებას, თუ ყველა ჩასასხდომი კარი არ არის დახურული და ჩაკეტილი, მიუხედავად იმისა, ლიფტი წინასწარ განზრახულადაა მოქმედებაში მოყვანილი თუ არა; ბ) ჩასასხდომი კარის გაღებას კაბინის მოძრაობის დროს, როცა მას ჯერ არ მიუღწევია ბაქნამდე. 4. ლიფტის ღია კარით მოძრაობა დასაშვებია გაჩერებისათვის დადგენილ ზონაში იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილების სიჩქარე კონტროლდება. მუხლი 7. რისკები ლიფტის კაბინაში მყოფი ადამიანებისათვის 1. ლიფტის კაბინა სრულად შემოზღუდული უნდა იყოს კედლებით, იატაკითა და ჭერით და ასევე სრული სიგრძის კარებით. ამასთან, დატოვებული უნდა იყოს სავენტილაციო ხვრელები. კარები უნდა იყოს დაპროექტებული და დაყენებული იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს კაბინის მოძრაობაში მოყვანა, თუ კარები არ არის დაკეტილი. გარდა იმ მოძრაობისა, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში. კაბინის კარები უნდა რჩებოდეს დაკეტილ მდგომარეობაში, თუ ლიფტი ჩერდება ორ სართულს შორის, როდესაც არსებობს კაბინიდან მისსავე სამოძრაო სივრცეში ვარდნის რისკი. 2. ენერგიის გათიშვის ან ლიფტის ელექტრული ინსტრუმენტებისა თუ მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ლიფტს უნდა ჰქონდეს კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან ან ზედა მიმართულებით უკონტროლო გადაადგილებისაგან დასაცავი მოწყობილობა. კაბინის თავისუფალი ვარდნისაგან დასაცავი მოწყობილობა უნდა მოქმედებდეს კაბინის დაკიდების საშუალებებისაგან დამოუკიდებლად. ეს მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს კაბინის გაჩერებას დადგენილ ტვირთამწეობის რეჟიმში და ლიფტის დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ამ მოწყობილობით გამოწვეული ნებისმიერი გაჩერება არ უნდა იწვევდეს სიჩქარის ისეთ შემცირებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კაბინაში მყოფ მგზავრებს, მიუხედავად დატვირთვის მოცულობისა. 3. ამორტიზატორები უნდა იყოს დაყენებული შახტის ძირსა და კაბინის იატაკს შორის. აღნიშნულ შემთხვევაში, ამ დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თავისუფალი ადგილი უნდა გაიზომოს მთლიანად შეკუმშული ბუფერების დროს. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ლიფტებზე, რომელშიც კაბინა შეუძლებელია მოხვდეს ამ დანართის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თავისუფალ სივრცეში ამძრავი სისტემის პროექტირებიდან გამომდინარე. 4. ლიფტი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოქმედებაში მოყვანა, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოწყობილობა არ იმყოფება სამუშაო მდგომარეობაში. მუხლი 8. სხვა რისკები 1. ჩასასხდომი და კაბინის კარები, თუ იგი მოტორიზებულია, აღჭურვილი უნდა იყოს მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს ადამიანის დაზიანების რისკს კარების მოძრაობის პროცესში. 2. თუ ჩასასხდომი კარები, შემინული ნაწილების მქონე კარების ჩათვლით, გათვალისწინებულია შენობის ცეცხლისაგან დასაცავად, მაშინ ის უნდა იყოს ცეცხლმედეგი, მისი ხარისხის, საიზოლაციო თვისებების (ალის შეჩერება) და თბოგადაცემის (თბური გამოსხივება) თვალსაზრისით. 3. საპირწონეები უნდა დაყენდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს კაბინასთან შეჯახების ან კაბინაზე ვარდნის ნებისმიერი რისკი. 4. ლიფტი აღჭურვილი უნდა იყოს კაბინაში ავარიული შემთხვევისას დარჩენილი მგზავრების გამოყვანის (ევაკუაციის) საშუალებებით. 5. ლიფტის კაბინა აღჭურვილი უნდა იყოს უწყვეტი კავშირის საშუალებებით. 6. ლიფტი უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტში დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ტემპერატურის გადაჭარბების შემთხვევაში, დაასრულოს მოძრაობა და აღარ შეასრულოს ახალი ბრძანება. 7. ლიფტის კაბინა უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ლიფტის ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფილი იყოს ვენტილაცია მგზავრებისათვის. 8. გამოყენების დროს ან ღია კარის შემთხვევაში ლიფტის კაბინა უნდა იყოს განათებული. კაბინაში აგრეთვე უნდა იყოს ავარიული განათება. 9. ამ მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებში განსაზღვრული კავშირის საშუალებები და ავარიული განათება უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ ისინი ფუნქციონირებდნენ ჩვეულებრივი ელექტრომომარაგების გარეშეც. მათი მუშაობის პერიოდი უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი იმისათვის, რომ შესრულდეს გათავისუფლების ჩვეულებრივი პროცედურა. 10. ლიფტის მართვის სქემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხანძრის შემთხვევაში, უნდა დაპროექტდეს და დამზადდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს ლიფტის გაჩერება გარკვეულ სართულებზე და ამ შემთხვევაში ლიფტს უნდა ჰქონდეს სპეციალური მართვის მექანიზმი სამაშველო სამუშაოების შესასრულებლად. მუხლი 9. ინფორმაციის დატანა 1. ყველა კაბინაზე მანქანა-დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართის 51-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური მონაცემების გარდა დატანილი უნდა იყოს ადვილად ხილული ფირფიტა, რომელიც აშკარად უთითებს მაქსიმალურ დატვირთვას კილოგრამებში და მგზავრების მაქსიმალურ რაოდენობას. 2. თუ ლიფტი დაპროექტებულია იმგვარად, რომ კაბინაში ჩარჩენილ მგზავრებს შეუძლიათ კაბინიდან გამოსვლა სხვა პირების დახმარების გარეშე, კაბინაში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული ქმედებების შესრულების მკაფიო და თვალსაჩინო ინსტრუქციები. მუხლი 10. ექსპლუატაციის ინსტრუქციები 1. ტექნიკური რეგლამენტის №3 დანართში მითითებულ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებს, თან უნდა დაერთოს ინსტრუქცია ქართულ ენაზე, რათა აწყობა, მიერთება, რეგულირება და მომსახურება წარმოებდეს ეფექტიანად და უსაფრთხოდ. 2. ლიფტს თან უნდა ახლდეს ინსტრუქცია. ინსტრუქცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ლიფტის მომსახურების, შეკეთების, ინსპექტირების, პერიოდული შემოწმებების ჩატარების შესახებ და ინსტრუქციას სამაშველო სამუშაოების შესრულების თაობაზე. 3. ლიფტის მფლობელს ლიფტის ექსპლუატაციის განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჟურნალი, რომელშიც აღინიშნება ლიფტზე შესრულებული სარემონტო სამუშაოები, და საჭიროების შემთხვევაში, პერიოდული შემოწმებების შედეგები.
დანართი №2
შესაბამისობის დეკლარაცია 1. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) შესაბამის შემთხვევაში ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ავტორიზებული წარმომადგენლის დასახელებასა და მისამართს; გ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის აღწერილობას, მის ტიპს ან სერიას და სერიულ ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებლობის შემთხვევაში ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ფოტოსურათს; დ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ფუნქციას, თუ ეს არ არის ცალსახა კომპონენტის აღწერილობის მიხედვით; ე) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამზადების წელს; ვ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი; ზ) განაცხადს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი შესაბამისობაშია საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან; თ) შესაბამის შემთხვევაში მითითებას გამოყენებული სტანდარტ(ებ)ის შესახებ; ი) შესაბამის შემთხვევაში იმ შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ჩაატარა ტიპის გამოცდა ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის და №6 დანართის შესაბამისად და გაცემული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ნომერს. კ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც განახორციელა ტექნიკური რეგლამენტის №9 დანართში მოცემული ტიპის შესაბამისობა ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების შემთხვევითი შემოწმებით; ლ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის სახელი, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც ამტკიცებს მწარმოებლის მიერ ხარისხის სისტემას, შესაბამისობის შეფასების პროცედურის შესაბამისად, რომელიც მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის №6 ან №7 დანართში; მ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც დაამტკიცა მწარმოებლის ხარისხის სისტემა ტექნიკური რეგლამენტის №6 ან №7 დანართის შესაბამისად; ნ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელით ხელმომწერი პირის სახელს გვარსა და თანამდებობას; ო) ხელმოწერის ადგილსა და თარიღს; პ) ხელმოწერას. 2. ლიფტის შესაბამისობის დეკლარაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) ლიფტის აღწერილობას, მის ტიპს ან სერიას და სერიულ ნომერს, მისამართს, სადაც ლიფტი არის დამონტაჟებული; გ) ლიფტის დამონტაჟების წელს; დ) ყველა შესაბამის მოთხოვნას, რომლებსაც შეესაბამება ლიფტი; ე) განაცხადს, რომ ლიფტი შესაბამისობაშია საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან; ვ) შესაბამის შემთხვევაში, მითითებას გამოყენებული სტანდარტ(ებ)ის შესახებ; ზ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის შესაბამისად განახორციელა ტიპის გამოცდა და გაცემული ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ნომერს; თ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის №8 დანართის შესაბამისად განახორციელა ერთეულის დამოწმება; ი) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის შესაბამისად განახორციელა ლიფტის საბოლოო გამოცდა; კ) შესაბამის შემთხვევაში შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას, მისამართსა და საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელმაც ტექნიკური რეგლამენტის №10 – №12 დანართების შესაბამისად დაამტკიცა ლიფტის დამამზადებლის მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა; ლ) ლიფტის დამამზადებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის სახელით ხელმომწერი პირის სახელს, გვარსა და თანამდებობას; მ) ხელმოწერის ადგილსა და თარიღს; ნ) ხელმოწერას.
დანართი №3
ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების სია
1. ჩასასხდომი კარის დასაკეტად განკუთვნილი მოწყობილობები. 2. ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვარდნის გამომრიცხავი მოწყობილობები, რომლებიც გამორიცხავს კაბინის ვარდნას ან ზედა მიმართულებით არარეგულარებად მოძრაობას. 3. სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდველები. 4. ენერგიის დამგროვებელი ამორტიზატორები: არასწორხაზოვანი ან უკუქცევითი მოძრაობის ამორტიზაციით, ენერგიის დისიპაციის ამორტიზატორები. 5. უსაფრთხოების მოწყობილობები, დაყენებული ჰიდრავლიკური ძალური წრედის სამაგრებთან (ბუდეებთან), სადაც ისინი გამოიყენება ვარდნის გამაფრთხილებელი მოწყობილობების სახით. 6. ელექტრული დამცავი მოწყობილობები ავარიული გამომრთველების სახით, რომლებიც ელექტრონულ კომპონენტებს შეიცავენ.
დანართი №4
ტიპის გამოცდა ლიფტის და ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტისათვის (მოდული B) 1. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტიპის გამოცდა: ა) ტიპის გამოცდა არის პროცედურა, როდესაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ადასტურებს და გასცემს სერტიფიკატს, რომ წარმოდგენილი ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური პროექტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის I დანართის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტექნიკური რეგლამენტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან იმ ლიფტის შესაბამისობას, რომლისთვისაც განკუთვნილია ეს კომპონენტი; ბ) ტიპის გამოცდაზე განაცხადი ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის დასახელებას იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარედგინება ამ უკანასკნელის მიერ; ბ.ბ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამზადების ადგილს; ბ.გ) დეკლარაციას წერილობითი ფორმით იმის თაობაზე, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირში; ბ.დ) ტექნიკურ დოკუმენტაციას; ბ.ე) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუშს ან მისი შემოწმების ადგილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დასაბუთებულად მოითხოვოს დამატებითი ნიმუშების შემოწმების მიზნით წარმოდგენა; ბ.ვ) დამხმარე მტკიცებულებას ტექნიკური პროექტის გადაწყვეტის ადეკვატურობისთვის. ეს მტკიცებულება შესაძლოა იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისი სტანდარტები სრულად არ გამოყენებულა. დამხმარე მტკიცებულებები მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში, ტესტების შედეგებს, რომლებიც ჩატარებულია სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად, მწარმოებლის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ან სხვა ტესტირების ლაბორატორიის მიერ, მწარმოებლის სახელით და მისი პასუხისმგებლობით; გ) ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შეფასება, შეესაბამება თუ არა ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტი ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულ პირობებს და უნდა შეიცავდეს ადეკვატურ ანალიზს და რისკების შეფასებას, ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა აკონკრეტებდეს შესაბამის მოთხოვნებს და უნდა მოიცავდეს, რამდენადაც საჭიროა შეფასებისთვის, ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტის პროექტს, დამზადების პროცესს და ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაციას. ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამის დოკუმენტაციას უნდა შეიცავდეს: გ.ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ზოგად აღწერილობას, მისი გამოყენების სფეროსა (კერძოდ, სიჩქარის, დატვირთვისა და ენერგომომარაგების შესაძლო შეზღუდვებს) და პირობებს (კერძოდ, ფეთქებადსაშიშ გარემოსა და ელემენტებზე ზემოქმედებას); გ.ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს; გ.გ) ნახაზებისა და დიაგრამების გასაგებად და ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტის ფუნქციონირებისათვის საჭირო განმარტებებს; გ.დ) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებულ სტანდარტების სიას, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის გამოყენებული ეს სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტების აღწერას, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტის მიერ ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოყენებული სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალი. სტანდარტების ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა იყოს დაკონკრეტებული, რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული; გ.ე) კომპონენტის მწარმოებლის მიერ განხრციელებული გამოცდის ან/და გაანგარიშების შედეგებს; გ.ვ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამონტაჟების/აწყობის ინსტრუქციის ასლს; გ.ზ) წარმოების ეტაპზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის სერიული წარმოებისას მის შესაბამისობას გამოცდაგავლილ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტთან; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია: დ.ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, და დამხმარე მტკიცებულებები, რათა დაადგინოს, თუ რამდენად პასუხობს იგი დასახულ მიზნებს; დ.ბ) შეთანხმდეს განმცხადებელთან გამოცდებისა და ტესტების ჩატარების ადგილის შესახებ; დ.გ) გადაამოწმოს, რომ წარმომადგენლობითი ნიმუშები დამზადებულია ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად და დაადგინოს ის ელემენტები, რომლებიც დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების შესაბამისი დებულებების შესაბამისად, აგრეთვე ის ელემენტები, რომლებიც შემუშავებულია სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად; დ.დ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო გამოკვლევები და ტესტები, იმის დასადგენად, სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა შესაბამისი სტანდარტები; დ.ე) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო გამოკვლევები და ტესტები, რათა შეამოწმოს, თუ გამოყენებული არ არის შესაბამისი სტანდარტების სპეციფიკაციები, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სხვა შესაბამის ტექნიკური სპეციფიკაციების გამოყენებით უზრუნველყოფს თუ არა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების მიერ ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას; დ.ვ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეადგინოს შეფასების დასკვნა, რომელიც ასახავს ჩატარებულ გამოკვლევებს, შემოწმებებს და ტესტებს და მათ შედეგებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს ამ დასკვნის შინაარსი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მხოლოდ მწარმოებლის თანხმობით; ე) თუ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის წარმოდგენილი ნიმუში შეესაბამება ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს ტექნიკური რეგლამენტის დებულებებს, მაშინ შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის დასახელებასა და მისამართს, დასკვნებს შემოწმების შედეგებზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ნებისმიერ პირობებს და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას; პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დანართი. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას წარმოებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების გამოცდილ ტიპთან შესაბამისობის და მომსახურების კონტროლისათვის. თუ ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტი არ აკმაყოფილებს ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულ პირობებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, უარი თქვას ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ აცნობებს განმცხადებელს, უარის თქმის დეტალური მიზეზების მითითებით; ვ) შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად აღიარებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამტკიცებული ტიპი აღარ აკმაყოფილებს ამ დანართის პირველ პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს, და განსაზღვროს მოითხოვს თუ არა ასეთი ცვლილებები შემდგომ გამოკვლევას, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ამის შესახებ აცნობებს ლიფტის დამამზადებელს; ზ) მწარმოებელი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი დამტკიცებული პროექტის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ან სერტიფიკატის ვალიდურობაზე. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეაფასოს ცვლილებები და დაადგინოს, ტიპის გამოცდის სერტიფიკატი რჩება ვალიდური თუ ცვლილებები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას ტიპის გამოცდის პირველადი სერთიფიკატის დამატების სახით, თუ საჭიროა ახალი ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გამოცემა ახალი განაცხადის საფუძველზე; თ) თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირიების ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის, ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ; ი) ლიფტის მწარმოებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და საბოლოო გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დამატებებისა და დანართების ჩათვლით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად ლიფტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში; კ) მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული განცხადება და შეასრულოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. 2. ლიფტის ტიპის გამოცდა: ა) ლიფტის ტიპის გამოცდა არის შესაბამისობის შეფასების პროცედურის სახეობა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი იკვლევს სანიმუშო ლიფტის ან ლიფტის ტექნიკურ დიზაინს, რომლისთვისაც არ არის გათვალისწინებული გადახრა ან ცდომილება, და ამოწმებს და ადასტურებს, რომ სანიმუშო ლიფტის ან ლიფტის ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აუცილებელ მოთხოვნებს. ლიფტის ტიპის გამოცდა მოიცავს დასრულებული ლიფტის წარმომადგენლობითი ნიმუშის გამოცდას; ბ) ტიპის გამოცდაზე განაცხადი ლიფტის დამამზადებლის ან მისი ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ წარედგინება თავისი შეხედულებისამებრ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა მოიცავდეს: ბ.ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ბ.ბ) დეკლარაციას წერილობითი ფორმით იმის თაობაზე, რომ ანალოგიური განაცხადი არ ყოფილა წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირში; ბ.გ) ტექნიკურ დოკუმენტაციას; ბ.დ) ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, სადაც სანიმუშო ლიფტი შეიძლება გამოიცადოს; ბ.ე) სანიმუშო ლიფტი, რომელიც წარმოდგენილია გამოსაცდელად, უნდა შეიცავდეს ყველა ძირითად ნაწილს და ემსახურებოდეს სულ მცირე სამ სართულს (ზედა შუა და ქვედა); ბ.ვ) დამხმარე მტკიცებულებას ტექნიკური პროექტის გადაწყვეტის ადეკვატურობისთვის. ეს მტკიცებულება შესაძლოა იყოს ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, გამოყენებული სხვა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით მაშინ, თუ შესაბამისი სტანდარტები სრულად არ გამოყენებულა. დამხმარე მტკიცებულებები მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში, ტესტების შედეგებს, რომლებიც ჩატარებულია სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად, ლიფტის დამამზადებლის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ან სხვა ტესტირების ლაბორატორიის მიერ, ლიფტის დამამზადებლის სახელით და მისი პასუხისმგებლობით. გ) ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ლიფტის შესაბამისობის შეფასება ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: გ.ა) ლიფტის წარმოდგენილი ნიმუშის ზოგად აღწერილობას. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს სანიმუშო ლიფტის აღწერილობას, ასევე ნათლად უნდა უთითებდეს სანიმუშო ლიფტის ყველა ნებადართულ ცვლილებას; გ.ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს; გ.გ) ნახაზებისა და სქემების გასაგებად და ლიფტების ფუნქციონირებისათვის საჭირო განმარტებებს; გ.დ) გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალს; გ.ე) სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებულ სტანდარტების სიას, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის გამოყენებული ეს სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტების აღწერას, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოყენებული სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების ჩამონათვალი. სტანდარტების ნაწილობრივ გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა იყოს დაკონკრეტებული, რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული; გ.ვ) ლიფტში გამოყენებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის დეკლარაციის ასლებს; გ.ზ) ლიფტის დამამზადებლის მიერ ჩატარებული გამოცდის ან/და გაანგარიშების შედეგებს; გ.თ) ლიფტის გამოყენების ინსტრუქციის ასლს, რომელიც მითითებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტში; გ.ი) მონტაჟის ეტაპზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ლიფტის სერიული წარმოებისას მის შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია: დ.ა) შეამოწმოს ტექნიკური დოკუმენტაცია, და დამხმარე მტკიცებულება რათა დაადგინოს, სანიმუშო ლიფტის ტექნიკური პროექტის ან იმ ლიფტის ტექნიკური პროექტის შესაბამისობა, რომლისთვისაც არ არის გათვალისწინებული გადახრა და ვარიაციები; დ.ბ) შეთანხმდეს ლიფტის დამამზადებელთან გამოცდებისა და ტესტების ჩატარების ადგილი; დ.გ) შეამოწმოს წარმოდგენილი სანიმუშო ლიფტი იმისათვის, რომ შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან; დ.დ) გადაამოწმოს, რომ წარმომადგენლობითი ნიმუშები დამზადებულია ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად და დაადგინოს ის ელემენტები, რომლებიც დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების შესაბამისი დებულებების შესაბამისად, აგრეთვე ის ელემენტები, რომლებიც შემუშავებულია სხვა ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად; დ.ე) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო გამოკვლევები და ტესტები, იმის დასადგენად სწორად გამოიყენა თუ არა მწარმოებელმა შესაბამისი სტანდარტები; დ.ვ) ჩაატაროს ან ჩაატარებინოს სათანადო გამოკვლევები და ტესტები, რათა შეამოწმოს, თუ გამოყენებული არ არის შესაბამისი სტანდარტების სპეციფიკაციები, მწარმოებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სხვა შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების გამოყენებით უზრუნველყოფს თუ არა ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ე) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეადგინოს შეფასების დასკვნა, რომელიც ასახავს ჩატარებულ გამოკვლევებს, შემოწმებებს და ტესტებს და მათ შედეგებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს ამ დასკვნის შინაარსი, მთლიანად ან ნაწილობრივ, მხოლოდ ლიფტის დამამზადებლის თანხმობით; ვ) თუ წარმოდგენილი სანიმუშო ლიფტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, მაშინ შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია გასცეს ტიპის გამოცდის სერტიფიკატი. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს ლიფტის დამამზადებლის დასახელებასა და მისამართს, დასკვნებს შემოწმების შედეგებზე, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ნებისმიერ პირობებს და დამტკიცებული ტიპის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაციას. პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატს შესაძლოა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დანართი. ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და მისი დანართები უნდა შეიცავდეს ყველა შესაბამის ინფორმაციას რათა უზრუნველყოს ლიფტების შესაბამისობის შემოწმება დამტკიცებულ ტიპთან საბოლოო შემოწმების დროს. როდესაც პროდუქტის ტიპი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიფტის დამამზადებელს შესაბამისი დეტალური მიზეზების აღწერით. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს მის მიერ გაცემული სერტიფიკატების, მათი დანართებისა და დამატებების ასლები მათი გამოშვებიდან 15 წლის განმავლობაში. ზ) შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად აღიარებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამტკიცებული ტიპი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, და განსაზღვროს მოითხოვს თუ არა ასეთი ცვლილებები შემდგომ გამოკვლევას. თუ ასეა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ამის შესახებ აცნობებს ლიფტის დამამზადებელს. თ) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამისობის შემფასებელ პირს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ახალი დამატებებისა და ცვლილებების შესახებ, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, და რომლებიც მან შეიტანა ან გეგმავს, რომ შეიტანოს შემოწმებულ ლიფტში, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლიფტის შესაბამისობაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მითითებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან ან ტიპის გამოცდის სერტიფიკატის ვალიდურობაზე. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეამოწმოს აღნიშნული ცვლილებები და აცნობოს განმცხადებელს, ძალაში რჩება თუ არა ტიპის გამოცდის სერტიფიკატი და საჭიროა თუ არა დამატებითი გამოკვლევები, გადამოწმებები ან გამოცდები. შესაბამისობის შემფასებელ პირს, თუ იგი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია გამოსცეს თავდაპირველად გაცემული ტიპის გამოცდის სერტიფიკატისათვის დამატებები ან მოითხოვოს განაცხადის თავიდან წარდგენა; ი) თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის, ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი შეჩერებული ან გაუქმებული პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატის შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს სხვა შესაბამისობის შემფასებელი პირების ინფორმირება ტიპის გამოცდის სერტიფიკატთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის, ტიპის გამოცდის სერტიფიკატის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების ან შეჩერების შესახებ; კ) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და საბოლოო გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დამატებებისა და დანართების ჩათვლით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში; ლ) ლიფტის დამამზადებლის ავტორიზებული წარმომადგენელი უფლებამოსილია წარადგინოს ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ მითითებული განცხადება და შეასრულოს დანართის მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
დანართი №5
საბოლოო გამოცდა ლიფტებისათვის 1. საბოლოო გამოცდა ლიფტებისათვის არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ადგენს და ადასტურებს, რომ ლიფტი, რომელიც ექვემდებარება ტიპის გამოცდის სერტიფიკატის გაცემას, ან რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ხარისხის სისტემის შესაბამისად, აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 2. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა, რომლებიც საჭიროა, რათა უზრუნველყოს, რომ დამონტაჟებული ლიფტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს და: ა) შესაბამისობაშია დამტკიცებულ ტიპთან, რომელიც აღწერილია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში; ან ბ) დაპროექტებული და დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის №11 დანართში მოცემული ხარისხის სისტემის შესაბამისად და პროექტის გამოცდის სერტიფიკატთან, თუ პროექტი მთლიანად არ არის შესაბამისობაში ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. 3. საბოლოო გამოცდა ლიფტის დამამზადებლის მიერ შერჩეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განახორციელოს ბაზარზე განსათავსებელი ლიფტის საბოლოო გამოცდა, რათა განსაზღვროს აკმაყოფილებს თუ არა ის ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართით განსაზღვრულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. ა) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია წარადგინოს განაცხადი მის მიერ არჩეულ ერთ შესაბამისობის შემფასებელ პირთან და დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა.ა) ლიფტის სრული გეგმა; ა.ბ) ნახაზები და სქემები, რომლებიც საჭიროა საბოლოო გამოცდისათვის, კერძოდ, მართვის სქემების დიაგრამები; ა.გ) ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუქციების ასლები; ა.დ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია არ მოითხოვოს დეტალური გეგმები ან დაწვრილებითი ინფორმაცია, რომელიც არ არის აუცილებელი ლიფტის შესაბამისობის დასადასტურებლად; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი გამოცდები და ტესტები, რომლებიც მითითებულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ სტანდარტებში ან ექვივალენტური ტესტები, რათა შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ლიფტი ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული გამოცდები უნდა მოიცავდეს: დ.ა) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის შემოწმებას ლიფტის დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობის შემოწმებისთვის, რომელიც მითითებულია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად; დ.ბ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტაციის შემოწმებას, რათა შემოწმდეს, რომ ლიფტი შესაბამისობაშია ლიფტთან, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ამ ტექნიკური რეგლამენტის №11 დანართში მოცემული ხარისხის სისტემის შესაბამისად და იმ შემთხვევაში, თუ პროექტი სრულად არ არის შესაბამისობაში ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ სტანდარტებთან, პროექტის გამოცდის სერტიფიკატთან. ე) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ტესტები უნდა მოიცავდეს: ე.ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის სწორად დამონტაჟებისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ლიფტის მუშაობის შემოწმებას დატვირთვის გარეშე და მაქსიმალური დატვირთვის დროს; ე.ბ) ლიფტის დატვირთვის გარეშე და მაქსიმალური დატვირთვის დროს მუშაობის შემოწმებას ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში დამცავი მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის; ე.გ) სტატიკური გამოცდებს, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დასაშვებ ტვირთამწეობაზე 1,25-ჯერ მეტი დატვირთვით. დასაშვები ტვირთამწეობა უნდა იყოს ის, რაც აღნიშნულია ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-9 მუხლში. ვ) გამოცდების ჩატარების შემდეგ შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაზიანება, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ლიფტის ექსპლუატაციაზე. 4. თუ ლიფტი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია დაიტანოს ან დაატანინოს საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად და უნდა გასცეს საბოლოო გამოცდის სერტიფიკატი, სადაც აღნიშნული იქნება ჩატარებული შემოწმებებია და გამოცდები. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეავსოს ამ ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ჟურნალის შესაბამისი გვერდები. 5. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს საბოლოო გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე, ის ვალდებულია დეტალურად წარმოადგინოს უარის თქმის მიზეზები და წარადგინოს რეკომენდაციები შესაბამისობის სერტიფიკატის მისაღებად. თუ ლიფტის დამამზადებელი წარადგენს განმეორებით განაცხადს ლიფტის საბოლოო გამოცდის ჩატარებისათვის, მან განაცხადი უნდა წარუდგინოს იმავე შესაბამისობის შემფასებელ პირს. 6. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ლიფტისათვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი და საბოლოო გამოცდის სერტიფიკატი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაციის ასლი. 7. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-6 პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №6
პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებისათვის (მოდული E)
1. პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტებისათვის არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს მწარმოებლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, რათა დაადგინოს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები დამზადებულია და შემოწმებულია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილი ტიპის შესაბამისად, აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს, რომ ლიფტი, რომელშიც ისინი ჩამონტაჟებულია სწორად აკმაყოფილებდეს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი ვალდებულია გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის საბოლოო ინსპექტირებისათვის და გამოცდებისათვის ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით და იგი უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი ვალდებულია წარუდგინოს განაცხადი მის მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებაზე მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ა.გ) იმ ადგილის მისამართი, სადაც ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის საბოლოო ინსპექტირება და ტესტები ჩატარდა; ა.დ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის თაობაზე გამოცემულ ყველა შესაბამის ინფორმაციას; ა.ე) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას; ა.ვ) დამტკიცებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკურ დოკუმენტაციას და ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლებს; ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემით უნდა გამოიცადოს თითოეული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი და უნდა ჩაუტარდეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდები ან მათი ეკვივალენტური გამოცდები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები აკმაყოფილებს ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის მიერ მიღებული ყველა პირობა, მოთხოვნები და დებულებები უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და ინახებოდეს მოწესრიგებული ფორმით, წერილობით გაფორმებული ზომების, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაციამ უნდა უზრუნველყოს ხარისხის პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ანგარიშების აღქმადობა, კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიზნებს; ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ მმართველობითი რგოლის უფლება-მოვალეობებს, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და პასუხისმგებლობებს; ბ.გ) დამზადების შემდეგ ჩასატარებელ შემოწმებებსა და გამოცდებს; ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანობის შემოწმების ხერხებს; ბ.ე) ხარისხობრივ ჩანაწერებს, როგორიცაა – შემოწმებების ანგარიშები და გამოცდის მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები, მომსახურე პერსონალის მომზადებისა და გამოცდების შესახებ ჩანაწერები; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და დაადგინოს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, მიიჩნიოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ელემენტების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ სტანდარტებს. შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს არანაკლებ ერთი სპეციალისტი, რომელსაც აქვს ლიფტის მოწყობილობების დამზადების ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება და იცნობს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელ საწარმოში მისვლას. შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფი ვალდებულია, შეაფასოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია რათა გამოავლინოს მწარმოებლის შესაძლებლობა მოახდინოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების იდენტიფიცირება და განახორციელოს აუცილებელი გამოცდები ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების აღნიშულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს. აღნიშნული შეტყობინება უნდა შედგებოდეს გამოცდის დასკვნებისა და დასაბუთებული შეფასების გადაწყვეტილებისაგან; დ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი პასუხისმგებელია განახორციელოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შენარჩუნება შესაბამისი და ეფექტური სახით. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, ზემოაღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ყველა მოსალოდნელი ცვლილების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს წარდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, შეესაბამება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა აცნობოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილებების შესახებ. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შეფასების დასკვნებს და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს შეფასების შედეგების თაობაზე. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა: ა) ზედამხედველობის მიზანია იმის დადასტურება, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელი სათანადოდ ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია დამტკიცებულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან; ბ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელმა შესაბამისობის შემფასებელი პირი შემოწმების მიზნით უნდა დაუშვას გამოცდების ჩასატარებელ ადგილზე, პროდუქტის ტესტირებისა და შენახვის ადგილებზე და უზრუნველყოს საჭირო ინფორმაციით, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაციით; ბ.ბ) ტექნიკური დოკუმენტაციით; ბ.გ) ხარისხობრივი ჩანაწერებით, მათ შორის, შემოწმების აქტებით, გამოცდების შედეგებით, დაკალიბრების მონაცემებით და ინფორმაციით პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირი პერიოდულად უნდა ატარებდეს აუდიტს, რათა უზრუნველყოს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ინარჩუნებდეს და იყენებდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს უნდა გადასცეს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე; დ) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს გამოცდები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი. 5. მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ლიფტის თითოეული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტისთვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული ის უსაფრთხოების კომპონენტი რომლისთვისად დეკლარაცია არის შედგენილი. 6. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელმა, ბოლო ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამზადებიდან 10 წელი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაცია; გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული განახლებები; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და ამ დანართის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი შეჩერებული ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ. 8. შესაბამისობის შემფასებელი ვალდებულია მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, და დამტკიცებაზე უარის თქმის, გაუქმების ან შეჩერების შესახებ. 9. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-7 პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №7
ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასების პროცედურა (მოდული H) 1. ხარისხის კომპლექსურ სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობის შეფასების პროცედურა არის პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს მწარმოებლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტები დაპროექტებულია, დამზადებულია, შემოწმებული და გამოცდილია, რათა დააკმაყოფილოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები და უზრუნველყოფს რომ ლიფტი, რომელშიც ისინი მართებულად მონტაჟდება, აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი ვალდებულია გამოიყენოს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დიზაინის (პროექტირების), დამზადების, საბოლოო ინსპექტირებისათვის და გამოცდებისათვის ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით და იგი უნდა დაექვემდებაროს ზედამხედველობას ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად; 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) მწარმოებელი ვალდებულია წარუდგინოს განაცხადი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებისათვის შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) იმ შენობის მისამართი, სადაც ხდება ლიფტების უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტება (დიზაინის შემუშავება), დამზადება, შემოწმება და ტესტირება; ა.გ) ყველა შესაბამის ინფორმაციას ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესახებ; ა.დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის №4 დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია ლიფტების თითოეული კატეგორიის უსაფრთხოების კომპონენტის ერთი მოდელისთვის; ა.ე) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე; ა.ვ) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობას ამ მოდულის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. დამამზადებლის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნა და დებულება უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული და სისტემატიზებული წერილობითი ფორმით, პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს ხარისხის მისაღები ზომების აღქმადობას, მათ შორის, ისეთების, როგორიცაა, ხარისხის შენარჩუნების პროგრამები/გეგმები, სახელმძღვანელოები და ხარისხის მაჩვენებლების ჩანაწერები, კერძოდ, ის უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებულ მმართველობითი რგოლის უფლება-მოვალეობებს, ორგანიზაციულ სტრუქტურას და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტებასა და ხარისხის უზრუნველყოფის განხორციელებასთან; ბ.ბ) ტექნიკურ საპროექტო დოკუმენტაციას, გამოსაყენებელი სტანდარტების ჩათვლით, ხოლო თუ სტანდარტები სრულად არ იქნება გამოყენებული, მაშინ საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის ძირითად მოთხოვნებთან; ბ.გ) დაპროექტების კონტროლისა და დამოწმების მეთოდების აღწერას, პროცესებსა და სისტემატურ ქმედებებს, რომლებიც გამოიყენება ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დაპროექტების დროს; ბ.დ) შესაბამისი წარმოების, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის საშუალებების გამოსაყენებელი პროცესებისა და სისტემატური ქმედებების აღწერას; ბ.ე) დაპროექტების, წარმოებისა და წარმოების შემდგომ ეტაპებზე ჩასატარებელი გამოცდებისა და ტესტირებების, ასევე მათი ჩატარების სიხშირეს; ბ.ვ) ჩანაწერებს, როგორიცაა, ინსპექტირების ანგარიშები და გამოცდების ანგარიშები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ მონაცემებს; ბ.ზ) დაპროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგისა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალებებს; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, მიიჩნიოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ელემენტების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან, რომელიც შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებულ სტანდარტებს. შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფის შემადგენლობაში ხარისხის მართვის სისტემაში გამოცდილი პირების გარდა უნდა შედიოდეს არანაკლებ ერთი სპეციალისტი, რომელსაც აქვს ლიფტის მოწყობილობების დამზადების ტექნოლოგიის შეფასების გამოცდილება და იცნობს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელ საწარმოში მისვლას. შესაბამისობის შემფასებელი პირის აუდიტის ჯგუფი ვალდებულია შეაფასოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია რათა გამოავლინოს მწარმოებლის შესაძლებლობა მოახდინოს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი მოთხოვნების იდენტიფიცირება და განახორციელოს აუცილებელი გამოცდები ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების აღნიშულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს და შესაბამის შემთხვევაში მის ავტორიზებულ წარმომადგენელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; დ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების მწარმოებელი პასუხისმგებელია ხარისხის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და უზრუნველყოფს ამ სისტემის ეფექტიან შენარჩუნებას. ე) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების მწარმოებელი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც დაამტკიცა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ყველა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს წარდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა შეცვლილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აცნობოს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა: ა) ზედამხედველობის მიზანია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების დადასტურება; ბ) მწარმოებელი ვალდებულია შესამოწმებლად დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი დაპროექტების, წარმოების, შემოწმებებისა და ტესტირებების ეტაპებსა და შენახვის ადგილებზე და მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაპროექტების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, გათვლები და შედეგები; ბ.გ) ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის წარმოების ნაწილის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია, პერიოდულად აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელს წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგებზე; დ) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებლის საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი. 5. მწარმოებელი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ლიფტის თითოეული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტისთვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული ის ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი რომლისთვისაც დეკლარაცია არის შედგენილი. 6. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბოლო ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის დამზადებიდან 10 წელი, უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები: ა) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები; გ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 7. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი შეჩერებული ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის გაუქმების ან შეჩერების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ინახავს გამოცემული დამამტკიცებელი გადაწყვეტილების, მის დანართებსა და დამატებებს, აგრეთვე ტექნიკურ დოკუმენტაციას მათი გაცემის დღიდან 15 წლის განმავლობაში. 8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტში და მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №8
ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება (მოდული G) 1. ერთეულის დამოწმებაზე დაფუძნებული შესაბამისობის შეფასება არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა ლიფტი ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 2. ლიფტის დამამზადებლის ვალდებულებები: ა) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესაბამის ძირითად მოთხოვნებთან. ბ) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია წარუდგინოს განაცხადი მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს ერთეულის დამოწმებისათვის. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ლიფტის დამამზადებლის დასახელებას, მისამართსა და იმ შემთხვევაში თუ განაცხადი წარგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ამ უკანასკნელის სახელსა და მისამართს; ბ.ბ) ლიფტის დაყენების ადგილს; ბ.გ) წერილობით დადასტურებას იმის შესახებ, რომ ანალოგიური განაცხადი არ იყო წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ.დ) ტექნიკურ დოკუმენტაციას. 3. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს ლიფტის შესაბამისობის დადგენას ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართით განსაზღვრულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) ლიფტის ზოგად აღწერილობას; ბ) საპროექტო და საწარმოო ნახაზებსა და სქემებს; გ) ლიფტის ოპერირებისთვის აუცილებელი ნახაზებისა და დიაგრამების გასაგებად აუცილებელ აღწერას; დ) გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალს; ე) გამოყენებული სტანდარტების ჩამონათვალს, იმ შემთხვევაში თუ არ იქნა გამოყენებული ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული სტანდარტები აღწერას იმ პროცედურებისა რაც განხორციელდა ამ ტენიკური რეგლამენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობისათვის. იმ შემთხვევაში თუ ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული სტანდარტების ნაწილები იქნა გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნული რომელი ნაწილები იქნა გამოყენებული; ვ) ლიფტში გამოყენებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების ტიპის გამოცდის სერტიფიკატების ასლებს. ზ) ლიფტის დამამზადებლის მიერ ჩატარებული საპროექტი გაანგარიშებების შედეგებს; თ) გამოცდის შედეგებს; ი) ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართის მე-10 მუხლში მითითებულ ლიფტის ექსპლუატაციის ინსტრუქციის ასლს; 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეამოწმოს ლიფტი და ტექნიკური დოკუმენტაცია და ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული სტანდარტების მიხედვით ჩაატაროს სათანადო გამოცდები ან ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ეკვივალენტური გამოცდები, რათა დაადგინოს ლიფტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. თუ ლიფტი შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია ჩატარებული გამოცდების საფუძველზე გასცეს შესაბამისობის სერტიფიკატი; 5. შესაბამისობის შემფასებელი პირი შემოწმების შედეგების ამსახველ მონაცემებს შეიტანს ტექნიკური რეგლამენტის №1 დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ ლიფტის ჟურნალში. თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი უარს აცხადებს შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემაზე, მან უნდა მიუთითოს უარის მიზეზები და წარმოადგინოს რეკომენდაციები შესაბამისობის მიღწევისათვის. თუ ლიფტის დამამზადებელი განმეორებით წარმოადგენს განაცხადს შემოწმების ჩატარებისათვის, მან უნდა წარუდგინოს განაცხადი იმავე შესაბამისობის შემფასებელ პირს. 6. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ლიფტისათვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 7. ლიფტის დამამზადებელმა ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაბამისობის სერტიფიკატის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად უნდა შეინახოს ლიფტის ბაზარზე განთავსების თარიღიდან 10 წლის განმავლობაში. 8. ამ დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №9
ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტიპთან შესაბამისობის დადგენა შერჩევითი შემოწმებით (მოდული C2) 1. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ტიპთან შესაბამისობა არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტს, რათა დაადგინოს, რომ ის შეესაბამება ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპს და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართის შესაბამის მოთხოვნებს და სწორად დამონტაჟების შემთხვევაში უზრუნველყოფს ლიფტის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. 2. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა საწარმოო პროცესი და მონიტორინგი უზრუნველყოფდეს დამზადებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შესაბამისობას ამ დანართის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან. 3. უსაფრთხოების კომპონენტების მწარმოებელი ვალდებულია წარუდგინოს განაცხადი შერჩევით შემოწმებაზე მის მიერ არჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ბ) წერილობითი დადასტურება, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; გ) უსაფრთხოების კომპონენტის თაობაზე გამოცემულ ყველა შესაბამის ინფორმაციას; დ) იმ ადგილის მისამართს სადაც უსაფრთხოების კომპონენტის ნიმუშის აღებაა შესაძლებელი; 4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ჩაატაროს ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შემოწმება შემთხვევითი პერიოდულობით. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის შერჩეულ ნიმუშს უნდა ჩაუტარდეს სათანადო გამოცდები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ან ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ეკვივალენტური გამოცდები, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. თუ შემოწმებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების შემოწმებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირობები, რომლებიც განისაზღვრება იმ შესაბამისობის შემფასებელი პირების ერთობლივი შეთანხმებით, ამ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტების არსებითი მახასიათებლები. ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის მწარმოებელი ვალდებულია გამოსცეს ტიპის შესაბამისობის სერტიფიკატი ჩატარებული ტესტებისა და გამოცდების შესაბამისად. 5. მწარმოებელი ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია ლიფტის თითოეული ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტისთვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. შესაბამისობის დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული ის ლიფტის უსაფრთხოების კომპონენტი, რომლისთვისაც დეკლარაცია არის შედგენილი. 6. ამ დანართში აღნიშნული უფლებამოსილებები, გარდა ამ დანართის მე-2 პუნქტში აღნიშნულისა, შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №10
პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლიფტის შესაბამისობის შეფასება (მოდული E) 1. პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლიფტის შესაბამისობის შეფასება არის პროცედურა, რომლის დროსაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს ლიფტის დამამზადებლის ხარისხის სისტემას, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპს ან ლიფთან, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის №11 დანართში მითითებული ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 2. ლიფტის დამამონტაჟებელი ვალდებულია ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ლიფტის საბოლოო გამოცდა და გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია განაცხადი მისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასების თაობაზე წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) მწარმოებლის სახელწოდებასა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) ყველა შესაბამის ინფორმაციას დასამონტაჟებელი ლიფტის შესახებ; ა.გ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ; ა.დ) დასამონტაჟებელი ლიფტის ტექნიკურ დოკუმენტაციას; ა.ე) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად თითოეული ლიფტი უნდა შემოწმდეს და გამოიცადოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ან ჩაუტარდეს ზემოაღნიშნულ სტანდარტებში მითითებული გამოცდების ეკვივალენტური გამოცდები, რათა დადგინდეს მისი შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებს; ბ.ბ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლიფტის ხარისხზე; ბ.გ) ლიფტის ბაზარზე განთავსებამდე ჩასატარებელი შემოწმებებისა და გამოცდების შესაბამის აღწერას ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შესამოწმებელი საშუალებების აღწერას; ბ.ე) ხარისხის მაჩვენებლის ჩანაწერებს, როგორიცაა ინსპექტირებისა და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მონაცემები; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და დაადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობა შესაბამის სტანდარტთან. აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წარმოების, ისე ლიფტის დამონტაჟების ადგილზე შემოწმებას. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; დ) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია ხარისხის უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და ვალდებულია უზრუნველყოს ამ სისტემის ეფექტიანი შენარჩუნება. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია, შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც განახორციელა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამოწმება ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია, შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა შეცვლილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობოს ლიფტის დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია დაიტანოს ან უზრუნველყოს მისი საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა ლიფტზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა: ა) ზედამხედველობის მიზანია დადგინდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი სათანადოდ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისგან; ბ) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შესამოწმებლად დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი ლიფტის დამონტაჟების, შემოწმებებისა და ტესტირებების ეტაპებზე და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია პერიოდულად აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია ლიფტის დამამზადებელს წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე; დ) შესაბამისობის შემფასებელ პირი უფლებამოსილია დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამონტაჟების ადგილებში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი. 5. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია ბოლო ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად შეინახოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტში; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაცია; გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი შეჩერებული ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის გაუქმების ან შეჩერების შესახებ. 7. დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ლიფტისათვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებში, მე-5 და მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებები (დოკუმენტაციის შენახვასა და ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული) შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №11
ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა ლიფტისათვის (მოდული H1) 1. ხარისხის სრულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული შესაბამისობა ლიფტისათვის არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი აფასებს დამამზადებლის ხარისხის სისტემას და, საჭიროების შემთხვევაში, ლიფტების პროექტს, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტები აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 2. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ლიფტის საბოლოო გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია განაცხადი მისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასების თაობაზე უნდა წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) ლიფტის დამამზადებლის სახელწოდებასა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) ყველა შესაბამის ინფორმაციას დასამონტაჟებელი ლიფტის შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს ურთიერთმიმართება ლიფტის დაპროექტებასა და ექსპლუატაციას შორის; ა.გ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე; ა.დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 დანართის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღწერილ ტექნიკურ დოკუმენტაციას; ა.ე) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული, სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ორგანიზაციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა იმ ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც დაკავშირებულია ლიფტის ხარისხისთან; ბ.ბ) ტექნიკურ საპროექტო დოკუმენტაციას, მათ შორის, გამოსაყენებელ სტანდარტებს, და თუ სტანდარტები სრულად არ არის გამოყენებული, საშუალებებს, რომლებითაც მიღწეულ იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი აუცილებელი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ბ.გ) დაპროექტების, მართვისა და შემოწმების პროცესებისა და სისტემატური ზომების მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული ლიფტის დაპროექტებისას; ბ.დ) მასალების, მოწყობილობებისა და კვანძების დროს ჩატარებული გამოცდებისა და შემოწმებების შედეგებს; ბ.ე) აწყობის, დაყენებისა და ხარისხის მართვის, პროცესებისა და სისტემატური ზომების მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული; ბ.ვ) შემოწმებებისა და გამოცდების შედეგებს, რომლებიც იქნება ჩატარებული ლიფტის დამონტაჟებამდე (დაყენების პირობების კონტროლი; შახტები, მოწყობილობების განლაგება), დამონტაჟებისას და მის შემდგომ (მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტის №5 დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უკანასკნელი გამოცდების ჩათვლით); ბ.ზ) ხარისხის მაჩვენებლის ჩანაწერებს, როგორიცაა ინსპექტირებისა და გამოცდების მონაცემები, დაკალიბრების მონაცემები და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მონაცემები; ბ.თ) მოთხოვნილი პროექტისა და მონტაჟის ხარისხის მიზნების მიღწევის ზედამხედველობასა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანობას; გ) პროექტის გამოცდა: გ.ა) თუ პროექტი მთლიანად არ არის შესაბამისობაში შესაბამის სტანდარტებთან, შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია დაადგინოს პროექტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. თუ შესაბამისობა დადასტურდა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ლიფტის დამამზადებელზე გასცეს პროექტის გამოცდის სერტიფიკატი, მასში მოქმედების ვადისა და დამოწმებული პროექტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემების მითითებით; გ.ბ) როდესაც პროექტი არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს პროექტის გამოცდის სერტიფიკატის გაცემაზე და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ლიფტის დამამზადებელს შესაბამისი დეტალური მიზეზების აღწერით. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა იყოს ინფორმირებული ზოგადად აღიარებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დამტკიცებულ პროექტი აღარ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს და განსაზღვროს, მოითხოვს თუ არა ასეთი ცვლილებები შემდგომ გამოკვლევას. თუ ასეა, შესაბამისობის შემფასებელი პირი ამის შესახებ აცნობებს ლიფტის დამამზადებელს; გ.გ) დამამზადებელი ვალდებულია აცნობოს შესაბამის შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა პროექტის გამოცდის სერთიფიკატი დამტკიცებული პროექტის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული შესაბამისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ან სერტიფიკატის ვალიდურობაზე. ამგვარი ცვლილებები საჭიროებს დამატებით დამტკიცებას იმ შესაბამისობის შემფასებელი პირისგან, რომელმაც გამოსცა პროექტის გამოცდის სერტიფიკატი, პროექტის გამოცდის პირველადი სერტიფიკატის დამატების სახით; გ.დ) თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აცნობოს თავის უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს ყოველი პროექტის გამოცდის სერტიფიკატების ან/და მისი დამატებების გაცემის ან/და გამოთხოვის შესახებ და პერიოდულად ან/და მოთხოვნისთანავე აცნობოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელ ორგანოს პროექტის გამოცდის სერტიფიკატების ან/და დამატებების გაცემაზე უარის თქმის, გამოთხოვის ან შეჩერების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია აცნობოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს პროექტის გამოცდის სერტიფიკატების ან/და დამატებების გაცემაზე უარის თქმის, გამოთხოვის ან შეჩერების შესახებ, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში გაცემის შესახებ; გ.ე) დამამზადებელი ვალდებულია შეინახოს პროექტის გამოცდის სერტიფიკატის ასლი, მისი დანართები და დამატებები, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასება: დ.ა) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დანერგილია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით; დ.ბ) აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება და ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნების ცოდნა. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წარმოების, ისე ლიფტის დამონტაჟების ადგილზე შემოწმებას; დ.გ) აუდიტორული ჯგუფი ვალდებულია განიხილოს ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომ დაადასტუროს დამამზადებლის შესაძლებლობა, დაადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები და განახორციელოს საჭირო გამოკვლევები, რათა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ამ მოთხოვნებთან; დ.დ) გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; ე) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და ვალდებულია უზრუნველყოს ამ სისტემის ეფექტიანობის შენარჩუნება. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გასცა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიკატი, ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა შეცვლილი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობოს ლიფტის დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია დაიტანოს ან უზრუნველყოს მისი საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა ლიფტზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა: ა) ზედამხედველობის მიზანია დადგინდეს რომ ლიფტის დამამზადებელი სათანადოდ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემისგან; ბ) დამამზადებელმა შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი დაპროექტების, წარმოების, აწყობის, დამონტაჟებისა და შემოწმებების ეტაპებზე და ასევე დასაწყობების ადგილებზე და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დაპროექტების ნაწილთან დაკავშირებული ჩანაწერები, ანალიზის, გაანგარიშებებისა და გამოცდის ჩანაწერები; ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, მათ შორის, ჩანაწერები, რომლებიც მოიცავს მიწოდებასა და დამონტაჟებას, ინსპექტირების ანგარიშებს, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემებს და ინფორმაციას შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირმა პერიოდულად უნდა აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა ლიფტის დამამზადებელს უნდა წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე; დ) შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამამზადებელ და ამწყობ საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის უზუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში, წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი. 5. ლიფტის დამამზადებელმა ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წელი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) დოკუმენტაცია, რომელიც მოყვანილია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტში; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია; გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი შეჩერებული ან გაუქმებული სრული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია სრული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის გაუქმების ან შეჩერების შესახებ. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია შეინახოს მის მიერ გაცემული სერტიფიკატების, მათი დანართებისა და დამატებების ასლები მათი გამოშვებიდან 15 წლის განმავლობაში. 7. დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ლიფტისათვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“, „გ.გ“, „გ.ე“ ქვეპუნქტებსა და მე-5 და მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა.
დანართი №12
წარმოების ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა ლიფტებისათვის (მოდული D) 1. წარმოების ხარისხის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ტიპთან შესაბამისობის პროცედურა ლიფტებისათვის არის შესაბამისობის შეფასების პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაბამისობის შემფასებელი პირი ამოწმებს ლიფტის დამამზადებლის წარმოების ხარისხის სისტემას, რათა დარწმუნდეს, რომ დამონტაჟებული ლიფტი შესაბამისობაშია ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ დამტკიცებულ ტიპთან ან ლიფტთან, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 დანართში მითითებული ხარისხის სრული უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად და აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მითითებულ შესაბამის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 2. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია ჰქონდეს წარმოების, დამონტაჟების, ლიფტის საბოლოო გამოცდისა და გამოცდების დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის ისეთი სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ლიფტის საბოლოო გამოცდა და გამოცდა ამ დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად და ამ სისტემის ზედამხედველობა ამ დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 3. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა: ა) ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია განაცხადი თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შეფასებისათვის წარუდგინოს მის მიერ შერჩეულ შესაბამისობის შემფასებელ პირს. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა.ა) ლიფტის დამამზადებლის სახელწოდებასა და მისამართს, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ, ავტორიზებული წარმომადგენლის სახელწოდებასა და მისამართს; ა.ბ) ყველა შესაბამის ინფორმაციას დასამონტაჟებელი ლიფტის შესახებ; ა.გ) დოკუმენტაციას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თაობაზე; ა.დ) დასამონტაჟებელი ლიფტის ტექნიკურ დოკუმენტაციას; ა.ე) წერილობითი დადასტურებას, რომ იგივე განაცხადი არ არის წარდგენილი სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირთან; ბ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ლიფტის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან. ყველა პირობა, მოთხოვნა და ელემენტი, რომლებიც მიღებულია ლიფტის დამამზადებლის მიერ, უნდა იყოს დოკუმენტურად გაფორმებული სისტემატიზებული და დალაგებული პროცედურებისა და ინსტრუქციების სახით. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს პროგრამების, გეგმების, სახელმძღვანელოებისა და ხარისხის შესახებ ჩანაწერების გაგებას. იგი უნდა შეიცავდეს: ბ.ა) ორგანიზაციულ სტრუქტურას, ხელმძღვანელ პირთა ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ლიფტის ხარისხისათვის; ბ.ბ) დამზადების, ხარისხის კონტროლის, ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებების, სისტემატური ზომებისა და მეთოდების აღწერას, რომლებიც იქნება გამოყენებული; ბ.გ) გამოცდებს და შემოწმებებს, რომლებიც ტარდება დამონტაჟებამდე, დამონტაჟებისას და დამონტაჟების შემდგომ; ბ.დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს, მათ შორის, ჩანაწერებს გამოცდისა და დაკალიბრების შესახებ და ინფორმაციას შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; ბ.ე) ლიფტის სათანადო ხარისხისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების მიღწევის მონიტორინგის საშუალებებს; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია შეაფასოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა დანერგილია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით აუდიტორული ჯგუფის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ ერთი სპეციალისტისა, რომელსაც აქვს ლიფტის ტექნოლოგიური შეფასების გამოცდილება და ცოდნა ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველ დანართში მოცემული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები. შეფასების პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს წარმოების ადგილზე შემოწმებას. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს ლიფტის დამამზადებელს. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას; დ) ლიფტის დამამზადებელი პასუხისმგებელია დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისათვის და ვალდებულია უზრუნველყოს ამ სისტემის ეფექტიანობის შენარჩუნება. ლიფტის დამამზადებელი ვალდებულია შეატყობინოს შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელმაც გაცსა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სერტიფიკატი ყველა დაგეგმილი ცვლილების შესახებ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი ცვლილებები და მიიღოს გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ამ დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, ან საჭიროა თუ არა განმეორებითი შეფასების ჩატარება. მან უნდა აცნობოს დამამზადებელს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემოწმების დასკვნებს და შეფასების დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია დაიტანოს ან უზრუნველყოს მისი საიდენტიფიკაციო ნომრის დატანა ლიფტზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად. 4. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ განხორციელებული ზედამხედველობა: ა) ზედამხედველობის მიზანია ლიფტის დამამზადებლის მიერ დამტკიცებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან მისი შესაბამისობის დადასტურება; ბ) დამამზადებელი შესამოწმებლად უნდა დაუშვას შესაბამისობის შემფასებელი პირი წარმოების, აწყობის, დამონტაჟებისა და შემოწმებების ეტაპებზე და ასევე დასაწყობების ადგილებზე და უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, კერძოდ: ბ.ა) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დოკუმენტაცია; ბ.ბ) ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ.გ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შემოწმებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, ინსპექტირების ანგარიშები, გამოცდისა და დაკალიბრების მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ; გ) შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია პერიოდულად აწარმოოს აუდიტი, რათა დარწმუნდეს, რომ ლიფტის დამამზადებელი იყენებს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ლიფტის დამამზადებელს წარუდგინოს ანგარიში აუდიტის შედეგების თაობაზე; დ) შესაბამისობის შემფასებელ პირი უფლებამოსილია დამატებით განახორციელოს დაუგეგმავი ვიზიტები ლიფტის დამამზადებელ და ამწყობ საწარმოში. ასეთი ვიზიტების დროს შესაბამისობის შემფასებელ პირს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს გამოცდები ან ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა უნდა წარუდგინოს ლიფტის დამამზადებელს ანგარიში ვიზიტის შედეგების შესახებ და გამოცდის ჩატარების შემთხვევაში წარუდგინოს შესაბამისი გამოცდის ოქმი. 5. ლიფტის დამამზადებელმა უკანასკნელი ლიფტის დამზადებიდან 10 წელი უფლებამოსილი ორგანოსათვის წარსადგენად უნდა შეინახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) დოკუმენტაცია, რომელიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტში; ბ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაცია; გ) ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებები; დ) შესაბამისობის შემფასებელი პირის გადაწყვეტილებები და ანგარიშები, რომლებიც მითითებულია ამ დანართის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. 6. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია მოახდინოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოს ინფორმირება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, მათ შორის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან გაუქმების შესახებ. თითოეული შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს მისთვის უფლებამოსილების მიმნიჭებელი ორგანოსთვის სია უარყოფილი, შეჩერებული ან გაუქმებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესახებ. შესაბამისობის შემფასებელმა პირი ვალდებულია მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირებს ინფორმაცია სრული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის გაუქმების ან შეჩერების შესახებ. 7. დამამზადებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია თითოეული ლიფტისათვის და შეინახოს აღნიშნული დეკლარაციის ასლი შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის წარსადგენად ლიფტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში. 8. ამ დანართის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-5 და მე-7 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებები შესაძლოა შეასრულოს ავტორიზებულმა წარმომადგენელმა. |
დოკუმენტის კომენტარები