საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/276 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/276 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3/276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 16/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 24/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.009109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/276
16/08/2006
სსმ, 112, 24/08/2006
040030000.22.028.009109
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/276 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (24/08/2006 - 21/09/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.009.109

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება 3/276

2006 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, ვბრძა­ნებ:

1. ხაშურის სამუსიკო სკოლის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკოლისგა­რეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულე­ბა – ხაშურის სამუსიკო სკოლა

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებ­ლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის თანდართული წესდება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. გაბაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების – ხაშურის სამუსიკო სკოლის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სკო­ლის­გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებუ­ლება – ხაშურის სამუსიკო სკოლა (შემდგომში – სა­მუ­სიკო სკოლა) არის „საჯარო სამართლის იური­დიული პირის შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონების საფუძველზე შექმნი­ლი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომე­ლიც ახორციელებს სამუსიკო საგან­მანათლებლო პროგ­რამებს ზოგადსაგანმანათლებ­ლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე.

2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონ­მდებ­ლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

3. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარი­შები საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იური­დიული პირის სხვა რეკვიზიტები.

4. სამუსიკო სკოლა საკუთარი სახელით ახორციე­ლებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, ამყარებს საქმიან კონტაქტებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დებს გარიგე­ბებს, საკუთარი სახელით შეუძლია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

5. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორ­ციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სამუსიკო სკოლის იურიდიული მისამართია – ხაშუ­რი, თამარ მეფის  №1.

    მუხლი 2. სამუსიკო სკოლის მიზნები, ამოცანები

1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება; სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი;

ბ) შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკი­ლებე­ბის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეო­ბის შესწავლისათვის.

2. სამუსიკო სკოლის ამოცანებია:

ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;

ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები;

გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიე­ბების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდო­ებული მოსწავლეები;

დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

1. სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანი­ზა­ცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებ­ლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სას­კოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.

2. სამუსიკო სკოლაში ხორციელდება დაწყებითი საფორ­ტეპიანო სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა.

3. სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­­ტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველ­ზე, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერია­ლურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წეს­დებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.

4. სამუსიკო სკოლაში სწავლის უფლებით სარგებ­ლობენ საქართველოს მოქალაქეთა შვილები; ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილები აღნიშნულ სკოლებში მიიღებიან საერთო წესით.

5. სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარ­დთათვის 6 წლის ასაკიდან; იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტინგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

6. ცალკეულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, დასაშ­ვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. სამუსიკო სკოლაში მისაღებ კონტინგენტს განსაზ­ღვრავს დამკვეთი.

8. სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის მსურველთათ­ვის (სწავლების შესაბამისი პროგრამებით).

9. სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარ­მოებს:

ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრა­ციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კონკურსის შემთხვევაში – მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივი­დუა­ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

10. სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუ­თების ნუსხა და ხელშეკრულების პირობები განისაზ­ღვრება სკოლის შინაგანაწესით.

11. სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია: ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.

12. ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია: მიმდინარე – გაკვეთილზე გამოკითხვა და პერიოდული – ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.

13. სამუსიკო სკოლის დამთავრებისას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრუ­ლების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა

1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი-სასწავლო და დამხმარე-სასწავლო სტრუქ­ტუ­რული ერთეულები.

2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია (დი­რექტორი, დირექტორის მოადგილე(ები), ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.

3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

4 პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი.

5. პედაგოგიური საბჭო:

ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე;

ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგ­ლამენტს;

გ) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას;

დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სა­ფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ების), შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელ­მძღვა­ნელთა და სხვათა ანგარიშს (ინფორმაციას) საგან­მანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავ­ში­რებით;

ვ) იხილავს სამუსიკო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების, სასკოლო სასწავლო გეგმებში ცვლილებების შეტანისა და სასწავლო-შემოქ­მედებითი პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

6. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს დირექტორი და საბჭოს მდივანი.

7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამ­დებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს რეკომენ­დაციით.

8. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური და/ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანო­ბის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 65 წლის ასა­კისთვის.

9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:

ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;

გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარ­გავს სამუსიკო სკოლის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა სამუსიკო სკოლის საკუთ­რებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს სკო­ლის თანამშრომლებს, საქართველოს შრომის კოდექ­სით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრუ­ლებებს სკოლის თანამშრომლებსა და, საჭიროები­სამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალის­ტებთან;

ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრო­მელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხის­მგებლობის შესახებ; განსაზღვრავს პედაგოგთა დატ­ვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივი­დუა­ლურ ადმინისტრაციულ–სამართლებლივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიც­ხვის საკითხს;

თ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით – ადგენს მისაღები კონტინგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკი­ცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, წლიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო-შე­მოქ­მედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) ამტკიცებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმებს, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომლსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;

ლ) წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამო­ცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციე­ლოს სხვა მოქმედებები;

10. დირექტორის მოადგილედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს სასწავლო დარგში უმაღლესი სამუ­სიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქ­მედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის.

11. დირექტორის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია სასწავლო-შემოქმედებით პრო­ცეს­ზე;

ბ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმაისტერი, სასწავლო-დამხმარე პერსონალი

1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმაის­ტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს; იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.

2. სამუსიკო სკოლის სასწავლო-დამხმარე პერსო­ნალს წარმოადგენს ლაბორანტი, ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.

3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმაის­ტერისა და სასწავლო-დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება შინაგანაწესით.

    მუხლი 6. სამუსიკო სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნ­ქციების განსახორციელებლად სამუსიკო სკოლას საქარ­თველოს ეკონომიკური განვითარების სამინის­ტროს მი­ერ გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესით.

2. სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

 ე) კანონმდებლობით ნებართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

 ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები;

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები კანონმდებ­ლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სამუსიკო სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვე­ბელია.

4. სამუსიკო სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალან­სი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულ­ტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინის­ტროს.

5. სამუსიკო სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორ­ტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სამუსიკო სკოლას შეუძლია მხოლოდ საქართვე­ლოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სა­მი­ნისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სახელოვნებო სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორ­ციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვე­პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს შე­თანხმებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სა­მინისტროსთან.

4. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნ­ქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივ­რდეს სასამართლოში.

    მუხლი 8. სახელმწიფო კონტროლი

1. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქ­მიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტუ­რობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამ­ხედველობას.

2. სამუსიკო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაც­ვისა და სპორტის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც:

ა) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს იხილავს სამუსიკო სკოლის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ;

ბ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის საქმიანობას.

    მუხლი 9. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაციასა და ლიკვი­და­ციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქარ­თველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 10. სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებ­ლობით დადგენილი წესით.