საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №236 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №236 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 09/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.009062
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
236
07/08/2006
სსმ, 106, 09/08/2006
120010000.22.026.009062
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №236 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (09/08/2006 - 16/04/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.009.062

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 236

2006 წლის 9 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის 111 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:

ა) მედალი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო) (დანართი 1);

ბ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი 2);

გ) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი 3);

დ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი 4);

ე) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი 5);

ვ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი 6);

ზ) მედალი ,,საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი 7);

თ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი 8).

2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი 9).

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

ი. ოქრუაშვილი

დანართი 1

მედალი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების

რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის

(ბრინჯაო)

                  

მედლით დაჯილდოების წესი

ბრინჯაოს მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 5 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის:

– საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისათვის;

– სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის;

– ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის;

– სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის;

– საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში (ფიგურას ეწოდება ,,ჯვარი გორგასლიანდავითიანი“).

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა წითელი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

 მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა წითელი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

მედალი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების

რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის

(ვერცხლი)

მედლით დაჯილდოების წესი

ვერცხლის მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 10 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის:

– საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისათვის;

– სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის;

– ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის;

– სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის;

– საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში (ფიგურას ეწოდება ,,ჯვარი გორგასლიანდავითიანი.“).

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა თეთრი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა თეთრი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

მედალი ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების

რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის

(ოქრო)

 

მედლით დაჯილდოების წესი

ოქროს მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უწყვეტი 15 წლის უმწიკვლო სამსახურისათვის:

– საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისათვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისათვის;

– სამსახურებრივ მოღვაწეობაში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის;

– ხელმძღვანელობის სპეციალური დავალებების წარმატებით შესრულებისათვის;

– სამხედრო მოვალეობის მოხდისას გამოჩენილი მამაცობისა და თავგანწირვისათვის;

– საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ვარსკვლავში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო (ისტორიული) დროშის სამხედრო ვერსიის რელიეფური გამოსახულება წრეში (ფიგურას ეწოდება ,,ჯვარი გორგასლიანდავითიანი.“).

 მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, სამი გრძივი ზოლით. შუა ცისფერი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დანართი 2

მედალი

,,სამშობლოსათვის თავდადებული

 

მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ აჯილდოებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის როგორც საომარი მდგომარეობის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში:

– სამხედრო ნაწილებისა და შენაერთების წარმატებული საბრძოლო მოქმედებებისათვის;

– სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში სამხედრო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის;

– საგანგებო დავალებების სანიმუშოდ შესრულებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ლითონის მოოქრული დისკო, გამოსახულება ლომი (რელიეფი) – ,,კოლხური თეთრიდან“, დიამეტრი 30 მმ.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი მუქი წითელი ფერის, სამი გრძივი შავი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი მუქი წითელი ფერის, სამი გრძივი შავი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

მედალი

,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი

 


მედლით ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ აჯილდოებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დაცვის საქმეში გამოჩენილი თვალსაჩინო დამსახურებებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: დისკზე გამოსახულია ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის განზოგადებული პორტრეტი (პროფილში), ზომა – 30 მმ., მასალა – ოქრო, მედლის მთლიანი ზედაპირი პრიალა.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ყავისფერი ქსოვილი, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დანართი 4

მედალი

,,საბრძოლო იარისათვის

 

მედლით ,,საბრძოლო იარისათვის“ აჯილდოებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც:

– საბრძოლო დავალების შესრულებისას და კონფლიქტური ვითარებების დროს მიიღეს ჭრილობა ან სხეულის სხვა სახის დაზიანება, რომელსაც სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.

მედლის ზოგადი აღწერილობა: გამოსახულება მედლის დისკოზე (დიამეტრი – 30 მმ) – რაინდის ფარი რელიეფური (დიაგონალზე) ,,მახვილით“. დისკოს აქვს ორმაგი კანტი (ბორტი) და წერტილოვანი სალტე. მასალა – ,,ოქრო“.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ცისფერი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ცისფერი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,საბრძოლო იარისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დანართი 5

მედალი

,,გენერალი კვინიტაძე

მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ აჯილდოებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, გენერალური შტაბის ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების სახეობების მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: მედალზე გამოსახულია გენერალ კვინიტაძის განზოგადებული პორტრეტი პროფილე. გარშემორტყმულია კანტით, ზომა – 30მმ მასალა – ვერცხლი გენერლის პორტრეტიპრიალა, ფონი – მქრქალი.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი შავი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 5მმ და 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი შავი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 5მმ და 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

დანართი 6

მედალი

,,სიცოცხლის გადარჩენისათვის

მედლით ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ აჯილდოებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც:

– საომარი მოქმედებების დროს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაღუპვას გადაარჩინეს საომარი მოქმედებების რაიონში მყოფი სამოქალაქო პირები ან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები;

– მშვიდობიანობის პერიოდში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, გადაარჩინეს უბედურების ზონაში დარჩენილი ადამიანები;

– საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გააუვნებელყვეს სიცოცხლისათვის საშიში ქიმიური, რადიაქტიული და ფეთქებადი ნივთიერებები, რითაც თავიდან აიცილეს ადამიანების მსხვერპლი.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ფორმა ,,დროშაჯვრის“, ვერცხლის. დროშაჯვრის შუაგულში მოთავსებულია წმინდა ნინოს ჯვრის რელიეფური ფიგურა, (პრიალა) ჯვრის ფონი – მქრქალი. მედლის ზომა – 30მმ.. ბორტი რელიეფური, პრიალა.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი წითელი ფერის, სამი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი წითელი ფერის, სამი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

მედალი

,,საერთაშორისო სამშვიდობო

ოპერაციებში მონაწილეობისათვის

 

მედლით ,,საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც:

– საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გამოიჩინეს თავი უმწიკვლო სამსახურით.

მედლის ზოგადი აღწერილობა: ვერცხლის, დიამეტრი – 30 მმ. გამოსახულება მედალზე – არწივი მკერდზე რაინდის ფარით, ფარზე – გორგასლიან-დავითიანი ჯვარი, არწივის თავზევით – რვაქიმიანი ვარსკვლავი (ღვთისმშობლის ვარსკვლავი).

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ორი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ორი გრძივი თეთრი ზოლით. შუა ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოთხი ზოლის სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 მედალი

,,გენერალი მაზნიაშვილი”

 

მედლით ,,გენერალი მაზნიაშვილი“ აჯილდოვებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების სახეობების მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, ბრიგადებისა და ბატალიონების (დივიზიონების, ესკადრილიების) მმართველობისა და შტაბების ოფიცრებს, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ინიციატივისათვის.

მედლის ზოგადი აღწერილობა: მედლის დისკოს არა აქვს ბორტი, გენერლის პორტრეტის წინ მოთავსებულია დაბალი რელიეფით წარწერა – ,,მაზნიაშვილი“, მასალა – ვერცხლი, მედალი მთლიანად მქრქალია პორტრეტი და ფონი.

მედლის ლენტი – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 34მმ.

მედლის თამასა – ბამბანარევი აბრეშუმის ქსოვილი ლურჯი ფერის, ხუთი გრძივი ზოლით. შუა წითელი ზოლის სიგანე 5მმ, ნაპირა ოქროსფერი ზოლების სიგანე 1.5მმ. სიგანე 22მმ, სიგრძე (სიმაღლე) 10მმ.

მედლით ,,გენერალი მაზნიაშვილი“ სამხედრო მოსამსახურეებს აჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

დანართი 9

უწყებრივი მედლებისა და მათი თამასების ტარების წესი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე.

მედლები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობისა და ხარისხის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

პირველი მედალი მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში მედლები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არა უმეტეს 5 მედლისა (იხილეთ დანართები: 9.1; 9.2; 9.3; 9.4; 9.5; 9.6).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების თამასები ფორმის კიტელსა და ქურთუკზე მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე.

თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობისა და ხარისხის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.

პირველი თამასა მაგრდება ჯიბის სარქველის ცენტრში. მომდევნო მედლის მიღების შემთხვევაში თამასები მაგრდება ცენტრის დაურღვევლად. ერთ რიგში მაგრდება არა უმეტეს 5 თამასისა (იხილეთ დანართები: 9.7; 9.8).

დანართი №9.1

უწყებრივი მედლების ტარების წესი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დანართი 9.2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


(9 მედალი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 9.3

 

 

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


(8 მედალი)

დანართი 9.4

 

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


(7 მედალი)

 

 

დანართი 9.5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 9.6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


(5 მედალი)

 

 

 

 

 

 

უწყებრივი მედლების ტარების წესი

დანართი 9.7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



დანართი 9.8

 

 

 

 

 
 

 

 

 

 


9 თამასა

 

 

 

 

 

 

 

 


8 თამასა

 

 

 

 

 

 

 

 

 


7 თამასა

 

 

 

 

 

 

 

 


6 თამასა

 

 

 

 

 

 


5 თამასა