საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №434 ,,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ

  • Word
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №434 ,,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 434
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 131, 08/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 25/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.007833
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
434
03/11/2005
სსმ, 131, 08/11/2005
360160000.22.023.007833
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №434 ,,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/2005 - 25/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.833

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება 434

2005 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით შეწყვეტის შესახებ

,,ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს 1996 წლის 26 დეკემბრის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7) 22 იანვარი 1997. გვ.40) 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ასევე საქართველოს ზოგიერთ მოსაზღვრე სახელმწიფოებში ფრინველის გრიპის შემთხვევების დაფიქსირებისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული დაავადების გავრცელების ალბათობის თავიდან აცილების მიზნით, მოსალოდნელი ეპიდემიის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ:

1. 2005-2006 წლების სანადირო სეზონის ბოლომდე შეწყდეს ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი