საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 92, 12/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2008
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.008886
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
658
11/07/2006
სსმ, 92, 12/07/2006
010240030.22.027.008886
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/07/2006 - 03/08/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.008.886

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №658

2006 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის   სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, კომპეტენციას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

    მუხლი 2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახური (შემდგომში _ სამსახური) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 4

სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

    მუხლი 5

სამსახური ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრის წინაშე. სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.

 

 

თავი II

იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 6

იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ბ) საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესში მონაწილეობა, გარდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;

დ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის, ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ);

ე) სამინისტროს მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლების თანახმად სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;

ვ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს.

თავი III

იურიდიული სამსახურის უფლებამოსილება

    მუხლი 7

იურიდიულ სამსახურს უფლება აქვს:

ა) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე შესაბამისი ქვედანაყოფიდან გამოითხოვოს სასამართლო პროცესთან დაკავშირებული, მათ ხელთ არსებული საქმის მასალები და ინფორმაცია;

ბ) სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფისაგან, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, მოითხოვოს მათი წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მასალების დამუშავებასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაში, აგრეთვე მისი დასწრება სასამართლო სხდომაზე;

გ) საჭიროების შემთხვევაში, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსთხოვოს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის მიმართაც ხორციელდება სასამართლო საქმისწარმოება, სასამართლო პროცესში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

დ) სასამართლო პროცესზე სამინისტროს წარმომადგენელი პირის კანდიდატურა წარუდგინოს მინისტრს;

ე) წერილობითი ფორმით მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იურიდიული სამსახურის უშუალო მონაწილეობის გარეშე წარმოებულ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით;

ვ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

თავი IV

იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 8

1. იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს იურიდიული სამსახურის უფროსი (შემდგომში _ სამსახურის უფროსი).

2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 9

იურიდიული სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშს აბარებს მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს სამსახურის მუშაობის შესახებ;

ვ) შუამდგომლობს იმ მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

ზ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის უშუალო დავალებებს;

თ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს იურიდიული სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეთათვის სახელფასო კატეგორიის მინიჭების, მათთვის პრემიებისა და წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ.

    მუხლი 10

სამსახურის უფროსის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მინისტრთან შეთანხმებით და სამსახურის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

თავი V

იურიდიული სამსახურის პერსონალი

    მუხლი 11

იურიდიული სამსახურის პერსონალი შედგება მოხელეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.

    მუხლი 12

სამსახურის მოსამსახურეები ასრულებენ მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ მოვალეობებსა და ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 13

სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 14

იურიდიული სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.