დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 259 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 03/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.027.010.712 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.712
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №259
2007 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №658 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 ივლისის №658 ბრძანებაში (სსმ III, 12.07.2006 წ., №92, მუხ. 1239) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი:
,,ლ) იხილავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ საჩივრებს.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები