საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ

  • Word
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 02/09/2005
დოკუმენტის ტიპი საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 06/09/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2007
სარეგისტრაციო კოდი 310120000.26.018.007696
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
02/09/2005
სსმ, 105, 06/09/2005
310120000.26.018.007696
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №4 ,,საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ
საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/09/2005 - 23/05/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.26.018.007.696

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

 ბრძანება 4

2005 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ

„რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად რეგულირების საფა­სურის გადამხდელია ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას. ამავე კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე რეგულირების საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრუ­ლებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1 პროცენტს. ამასთანავე, რეგულირების საფასუ­რის კონკრეტულ ოდენობას ადგენს დამოუკიდებე­ლი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო.

აღნიშნული მოთხოვნების შესრულებისა და საქარ­თველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინის­ტრაციის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება­მო­სილების სრულად და დამოუკიდებლად განხორ­ციელების მიზნით, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) უფლე­ბამოსილების სფეროში მომუშავე პირისათვის რეგუ­ლირების საფასური რეგულირებადი ავტოსატრა­ნსპორტო საქმიანობის სახეების მიხედვით განისაზ­ღვროს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთა­შორისო სატვირთო (გარდა ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) კვოტების სისტემაში განხორციელებული გადაზიდვებისა) გადაზიდვის განხორ­ციელებისას – თითოეულ მიღებულ კვოტაზე ან კვოტის ზემოთ 60 ლარის ოდენობით;

ბ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT-ს) კვოტების სისტემაში ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის განხორციელებისას – თითოეულ მიღებულ:

ბ.ა) ერთწლიან კვოტაზე 1000 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) ერთთვიან კვოტაზე 85 ლარის ოდენობით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით საერთა­შორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორ­ციელებისას – 0,01 ლარი, მარშრუტის თითოეულ კილომეტრზე, მოძრაობის განრიგით დადგენილი რეისების რაოდენობის შესაბამისად;

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვა-გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორ­ციელებისას – 0,25 ლარი ყოველ შესრულებულ მუშა ავტომობილ დღეზე;

ე) სამგზავრო ავტოსადგურში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული ავტოსატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისას – სამგზავრო ავტოსადგურის მომსა­ხურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5 პრო­ცენტი;

ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების და/ან სერვისის სამუშაოების განხორციელებისას – აღნიშნული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 0,5 პროცენტი.

    მუხლი 2.

ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრან­სპორტო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ რეგულირების საფასური ჩაირიცხება ადმინის­ტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.

    მუხლი 3.

ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნ­ქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საქმია­ნობის განმახორციელებელი პირები რეგული­რების საფასურს იხდიან ადმინისტრაციის ანგარიშზე ერთჯერადად, ნებართვის მიღებამდე.

    მუხლი 4.

დაშვებულია დადგენილი რეგულირების საფასურის წინასწარი გადახდა.

    მუხლი 5.

პირი, რომელიც განახორციელებს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის საქმიანობას რეგულირების საფასურს იხდის თითოეუ­ლი საქმიანობისათვის გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით.

    მუხლი 6.

პირის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 7.

პირის მიერ საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავალობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების საფასურის ოდენობაზე.

    მუხლი 8.

რეგულირების საფასურის გადამხდელი და ადმინის­ტრაცია, ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნის შემთხვევაში, 6 თვეში ერთხელ ახორციელებენ ადმინისტრაციის ან­გა­რიშზე ჩარიცხული რეგულირების საფასურის ოდე­ნობის შედარებას გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობასთან. შეუსაბამობის შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება ფაქტობრივად გადახდილი რეგულირების საფასური.

    მუხლი 9.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ალ. ჩხიკვაძე