დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 12/01/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/03/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.009800 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2007 - 14/06/2011)
სახელმწიოფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.009.800
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №7
2007 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 19 აგვისტოს №1520 ბრძანება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შე-სახებ“.
3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება
თავი I. ზოგადი დებულება
მუხლი 1.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები
მუხლი 3.
დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
მუხლი 4.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.
თავი III. დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 5.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 7.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
ლ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8.
დეპარტამენტის მრჩეველი:
ა) ამზადებს პრესის მიმოხილვას ყოველდღიურად;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;
გ) აგვარებს პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ტექნიკურ მხარეს;
დ) ავრცელებს ანონსებს პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და შეხვედრების თაობაზე;
ე) ახდენს სამინისტროში გამართული ბრიფინგების, პრესკონფერენციების, შეხვედრების, სისტემაში მიმდინარე სხვა გასაშუქებელი მოვლენების ვიდეო- და ფოტო გადაღების უზრუნველყოფას;
ვ) პასუხისმგებელია სამინისტროს ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნაზე;
ზ) ახდენს საინფორმაციო საშუალებებში იუსტიციის სამინისტროს თემატიკასთან დაკავშირებული სიუჟეტების ჩაწერას;
თ) მუშაობს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის განახლებაზე;
ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, მინისტრის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 9.
დეპარტამენტის მრჩევლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 10.
დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11.
დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები