„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110614026, 14/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/11/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016139
  • Word
70
14/06/2011
ვებგვერდი, 110614026, 14/06/2011
010340000.22.027.016139
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №70

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 11 მაისის №56 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2011წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტები:

„ვ) „საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის დამტკიცების შესახებ“;

ზ) „ელექტროსადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“;

თ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“;

ი) „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“.“;

ბ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:

 „თ) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“.“;

გ) მე-18 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:

 „ტ) სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესების დამტკიცება.“.

2. მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“-„მ“ ქვეპუნქტები:

 „კ) საავიაციო საქმიანობის, აგრეთვე საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები;

 ლ) თანამშრომელთა სამსახურში მიღებასთან, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები;

 მ) სამსახურის გავლის, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხები.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი