საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • Word
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1795
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 20/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 110.060.080.05.001.001.159
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1795
03/12/2002
სსმ, 32, 20/12/2002
110.060.080.05.001.001.159
საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

    მუხლი 1.

1. საქართველოს პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე.

2. დაუშვებელია პროკურატურის მუშაკის სოციალური დაცვის გარანტიების გაუქმება, მოქმედების შეჩერება ან მათი მოცულობის შემცირება.

    მუხლი 2.

1. პროკურატურის მუშაკის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და დახმარებისაგან.

2. საქართველოს პროკურატურის ხელფასის ფონდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო და დანამატი არ შეიძლება იყოს იმავე დონის სასამართლოს მოსამართლის ხელ-ფასისა და მატერიალური შეღავათების 85%-ზე ნაკლები ან 95%-ზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება პროკურატურის იმ მუშაკებზე, რომლებმაც ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან, ანდა მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მას შემდეგ და გააჩნიათ სამართალდაცვის ორგა-ნოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი.

3. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგო და დანამატის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 3.

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკები სარგებლობენ დანამატებით სპეციალური წოდებების, წელთა ნამსახურობისათვის სპეციალური მუშაობის სტაჟის შესაბამისად და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით.

2. წელთა ნამსახურობისათვის პროკურატურის მუშაკებს დანამატი ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით:

) 5 წლამდე – 10 პროცენტი;

) 5-დან 10 წლამდე – 20 პროცენტი;

) 10-დან 15 წლამდე – 25 პროცენტი;

) 15 წელი და მეტი – 30 პროცენტი.

3. დანამატი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით, თანამდებობრივი სარგოს 15 პროცენტის ოდენობით, გაიცემა პროკურატურის იმ მუშაკებზე, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, წალკის, ცაგერისა და შუახევის რაიონებში.

    მუხლი 4.

საქართველოს პროკურატურას წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5.

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობაა 45 კალენდარული დღე.

2. შვებულებაში გასვლისას პროკურატურის მუშაკს მიეცემა მატერიალური დახმარება ერთი თვის ხელფასის ოდენობით.

    მუხლი 6.

1. საქართველოს პროკურატურის მუშაკს პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით, რაც იცვლება მოქმედი პროკურორისა და გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად.

2. პროკურატურის მუშაკს სამისდღეშიო პენსია ენიშნება სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე, ხოლო ამ კანონის მიღებამდე პენსიაზე გასულ პირს სხვა სახის პენსიის შეწყვეტის შემთხვევაში – სათანადო ორგანოსათვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის დღიდან.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3074 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.222

    მუხლი 7.

1. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლისა, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლისა, ამოქმედდეს 2003 წლის 1 აპრილიდან.

2. ამ კანონის მე-3 მუხლი და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, ხოლო მე-6 მუხლი – 2003 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1961 - სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.34

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3199 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.248

 

საქართველოს პრეზიდენტი    ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 3 დეკემბერი.

№1795-Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1961 - სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.34

2. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3074 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.222

3. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3199 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.248

ძ/დ საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის ორგანული კანონი №279 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.55