დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 10, 26/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.008049 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2006 - 24/03/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.008.049
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №19
2006 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) ,,ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ” (დანართი №1);
ბ) ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმები” (დანართი №2);
გ) ,,ადგილსამყოფელი ქვეყნების მაკორექტირებელი კოეფიციენტები” (დანართი №3).
2. 2006 წლის საანგარიშგებო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაფინანსება განხორციელდეს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო გეგმურ სავალუტო კურსად განისაზღვროს: 1 აშშ დოლარი = 1,82 ლარი; 1 ევრო = 2,164 ლარი (თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2006 წლის 5 იანვრის 04-01/68 წერილისა).
3. 2006 წლის საანგარიშგებო პერიოდში გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისათვის გაანგარიშების საბაზისო თანხა განისაზღვროს 5650 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის №174 ბრძანება.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
დანართი №1
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ
მუხლი 1
დაფინანსების სისტემის რეგულირების კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება სამომხმარებლო კალათის შემდეგი ძირითადი ელემენტები:
ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;
ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;
გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;
დ) ბინის ქირისა და ექსპლუატაციის ხარჯები;
ე) ბინის ინვენტარი;
ვ) სამედიცინო დაზღვევა;
ზ) განათლების ხარჯები;
თ) სატრანსპორტო ხარჯები;
ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;
კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.
მუხლი 2
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა.
3. დაფინანსების მარეგულირებელი კოეფიციენტები:
ა) ადგილსამყოფელი ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);
ბ) ბინის ქირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).
მუხლი 3
1. გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:
ა) K=K1+0.2
ა.ა) საელჩო აშშ-ში;
ა.ბ) მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში;
ბ) K=K1-0.4
– დსთ-ის ქვეყნები.
2. K=K1+0.15
საელჩო დიდ ბრიტანეთში.
3. K=K1-0.2
ა) საელჩო ბულგარეთში;
ბ) საელჩო ეგვიპტეში;
გ) საელჩო ირანში;
დ) საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.
4. K=K1-0.25
საელჩო რუსეთის ფედერაციაში.
5. სადაც K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.
მუხლი 4
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:
2. სამივლინებო თანხა გაიანგარიშება ფორმულით:
D= H x A x B + Cx Q x H x A x B
100 10000
სადაც:
H არის საბაზისო თანხა;
A – თანამდებობრივი განაკვეთი პროცენტებში;
B – ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;
C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;
Q – ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 5%);
D – პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთი.
3. ბინის სუბსიდია გაინგარიშება ფორმულით:
T = D x E
100
სადაც თ ქირავნობის წილია;
D – პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთი;
E – სამივლინებო თანხაში ბინის ქირის სუბსიდიის ხვედრითი წილი პროცენტებში.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მივლინების თანხის საბოლოო განაკვეთი გაინგარიშება ფორმულით:
S = D – T.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ
S = D.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც G>T, დაწესებულების ხელმძღვანელზე გაიცემა ბინის ქირის სუბსიდია სხვაობის (G – T) 80%-ის ოდენობით, დანარჩენ მოსამსახურეებზე – 50%-ის ოდენობით:
S(1) = D+4/5x(G-T) – დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე;
S(2) = D+1/2x(G-T) – დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე.
7. ბინის ქირის სუბსიდიის თანხა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე ქირავნობის წილის 200%-ს, ანუ 4/5x(G-T) ≤ 2xT;
ბ) დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე ქირავნობის წილის 100%-ს, ანუ 1/2x(G-T) ≤ T.
8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ორი ან მეტი ოჯახის წევრის მუშაობის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეა დიპლომატიურ სამსახურში.
9. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის დამტკიცებული კურსი, რომელიც მოქმედებს მომდევნო საანგარიშგებო წლის დაწყებამდე.
10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე პირის მიერ ბინის შეცვლისას ან მისი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის ცვლილებისას გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება ხორციელდება განმეორებით.
11. გადაანგარიშებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის განმეორებითი გადაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებით.
მუხლი 5
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამინისტროში სამი დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება განხორციელდება მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვიდან.
დანართი№2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ანაზღაურების ნორმები
| № | თანამდებობის დასახელება | საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმის მიმართ პროცენტულ ჭრილში |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგნიზაციებში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი | 100 |
| 2 | გენერალური კონსული | 70 |
| 3 | დესპანი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე | 70 |
| 4 | უფროსი მრჩეველი, კონსული | 65 |
| 5 | მრჩეველი | 60 |
| 6 | პირველი მდივანი, ვიცე-კონსული | 57 |
| 7 | მთავარი ბუღალტერი | 55 |
| 8 | მეორე მდივანი | 54 |
| 9 | მესამე მდივანი | 51 |
| 10 | ატაშე | 48 |
| 11 | რეფერენტი | 45 |
| 12 | კანცელარიის გამგე | 43 |
| 13 | სამეურნეო ნაწილის გამგე | 41 |
| 14 | მძღოლი | 39 |
დანართი №3
ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი
| № | დაწესებულების დასახელება | ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი | საცხოვრებელი ფართის კოეფიციენტი %-ში |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში | 1.439 | 19 |
| 2 | საელჩო აზერბაიჯანში | 1.031 | 24 |
| 3 | საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში | 1.608 | 26 |
| 4 | საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში | 1.407 | 17 |
| 5 | საელჩო ბულგარეთში | 1.047 | 12 |
| 6 | საელჩო გერმანიაში | 1.430 | 26 |
| 7 | საელჩო დანიის სამეფოში | 1.563 | 26 |
| 8 | საელჩო დიდ ბრიტანეთში | 1.703 | 24 |
| 9 | საელჩო ეგვიპტეში | 1.069 | 21 |
| 10 | საელჩო თურქეთში | 1.328 | 19 |
| 11 | საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში | 1.146 | 11 |
| 12 | საელჩო ირანში | 1.164 | 28 |
| 13 | საელჩო ისრაელში | 1.318 | 20 |
| 14 | საელჩო იაპონიაში | 1.921 | 28 |
| 15 | საელჩო იტალიაში | 1.449 | 22 |
| 16 | საელჩო იორდანიის სამეფოში | 1.062 | 16 |
| 17 | საელჩო კანადაში | 1.517 | 23 |
| 18 | საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში | 1.357 | 20 |
| 19 | საელჩო ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში | 1.289 | 19 |
| 20 | საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში | 1.346 | 21 |
| 21 | საელჩო რუსეთის ფედერაციაში | 1.326 | 28 |
| 22 | საელჩო რუმინეთში | 1.330 | 21 |
| 23 | საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში | 1.355 | 19 |
| 24 | საელჩო საფრანგეთსა და იუნესკოში | 1.477 | 23 |
| 25 | საელჩო სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპ-ში | 1.259 | 23 |
| 26 | საელჩო სომხეთში | 0.906 | 20 |
| 27 | საელჩო უზბეკეთში | 0.867 | 22 |
| 28 | საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში | 1.396 | 23 |
| 29 | საელჩო უკრაინაში | 1.031 | 24 |
| 30 | საელჩო ყაზახეთში | 0.918 | 17 |
| 31 | საელჩო შვეიცარიაში | 1.620 | 26 |
| 32 | საელჩო შვედეთის სამეფოში | 1.430 | 26 |
| 33 | საელჩო ესპანეთის სამეფოში | 1.409 | 24 |
| 34 | საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში | 1.446 | 26 |
| 35 | საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში | 1.262 | 22 |
| 36 | მუდ. წარმომადგენლობა გაეროსთან | 1.843 | 29 |
| 37 | მუდ. წარმომადგენლობა ევროსაბჭოსთან | 1.477 | 19 |
| 38 | მუდ. წარმომადგენლობა წმ. საყდართან | 1.449 | 22 |
| 39 | მუდ. წარმომადგენლობა ნატოსთან | 1.407 | 17 |
| 40 | გენ. საკონსულო ქ.ოდესაში | 1.031 | 24 |
| 41 | გენ. საკონსულო ქ. სტამბოლში | 1.328 | 19 |
| 42 | გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში | 1.328 | 19 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები